ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავის ორლანდო ბლუმის სასიყვარულო ურთიერთობები 36 წლის ამერიკელ მსახიობთან და მოდელთან ლივ ტაილერთან. როგორც გასული თვეების უცხოური პრესა საზოგადოებას აუწყებდა მსახიობის ყოფილი მეუღლის მირანდა ქერის რომანტიკულ ურთოიერთობაზე ლეონარდო დიკაპრიოთან და ამავდროულად ორლანდოს თითქოსდა ახლო კავშირს "რომეო და ჟულიეტას" მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობთან 26 წლის კონდოლი როშადთან, დღეს სინამდვილეს არ შეესაბამება და ორლანდო ბლუმი ლივ ტაილერთან ერთად ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში დააფიქსირეს ბროდვეიზე.მათი ურთიერთობა ნამდვილად სცდება მეგობრობის საზღვარს და უფრო ახლო კავშირია ამ ორ ვარსკვლავს შორის - წერს უცხოური წყარო. - " ბროდვეიზე გამართულ სპექტაკლზე კულისებში წყვილი ერთმანეთს ეფლირტავებოდა, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და ხელიხელ ჩაკიდებულნი უყურებდნენ სპექტაკლს...ეს არ იყო მხოლოდ მეგობრობა, ეს იყო უფრო რომანტიკა, ვიდრე მეგობრობა, რადგან მათი ფლირტი სპექტაკლის დასრულების შემდეგ რესტორანშიც გაგრძელდა" - ასეთი შინაარსის წერილი გავრცელდა ბრიტანულ პრესაში.
რაც შეეხება ტოპ მოდელ მირანდა ქერის, მის შესახებაც სიახლეა და ამბობენ, რომ ბოლო დროს ავსტრალიელი მოდელი მალულად ხშირად ხვდება 46 წლის ავსტრალიელ მილიარდელ ჯეისონ პეკერომს, რომელიც ავსტრალიური მედიით და კაზინოების ბიზნესითაა დაკავებული.თუმცა, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს და რეალურია თუ არა კავშირი ტოპ მოდელსა და მილიარდელს შორის, არავინ იცის გარდა იმისა, რომ მილიარდელს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს.
ამ ფოტოზე კი სწორედ ავსტრალიელი მილიარდელის მეუღლე და სამი შვილია წარმოდგენილი.