ქალი და მამაკაცი რატომ გაიკეთა ჰოლივუდის ვარსკვლავმა კიდევ ერთი პლასტიკური ოპერაცია? 2015, 5 ივლისი, 10:55 მსოფლიო ვარსკვლავები საკუთარი კარიერის ასაწყობად ყველაფერს აკეთებენ და ხშირ შემთხვევაში მტკივნეულ და სარისკო ოპერაციებსაც კი არ ერიდებიან. ამ მხრივ გამონაკლისი გასული საუკუნის ერთ - ერთი კაშკაშა ვარსკვლავი მიკი რურკია, რომელიც ჰოლივუდში ქალების გულთამპყრობელ მამაკაცად არის ცნობილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი მოკრივე და საკმაოდ წარმატებულიც პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი არა ერთხელ გახდა და ასე ვთქვათ, ამ მიმზიდველმა მამაკაცმა გარეგნობა საშინლად დაიმახინჯა.ყველა ადამიანს თავისი ამოჩემებები აქვს და ამისთვის განუსაზღვრელ რისკზეც მიდიან, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ამოჩემებები და გატაცებები საღი აზრის ზღვარს სცდება. საზოგადოებამ და მისმა გულშემატკივრებმა კარგად იციან ყოფილი მოკრივის და ვარსკვლავი მსახიობის პლასტიკური ოპერაციებისადმი განუსაზღვრელი სიყვარული. ახლა მსახიობს ახალი სიყვარული ეწვია. მას უკვე ორი წელია რომანი აქვს რუს მოდელთან ანასტასია მაკარენკოსთან.ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მსახიუობმა 29 წლის მოდელის ანასტასია მაკარენკოს სიყვარულის გამო კიდევ ერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.ახლა მსახიობი ბევრად უფრო მიმზიდველად და ახალგაზრდულად გამოიყურება და ისიც აღსანიშნავია, რომ მიკი რურკმა იმიჯიც შეიცვალა.62 წლის მსახიობი არა ერთხელ მომხდარა პაპარაცების ობიექტივში.ცოტა ხნის წინ წყვილი პაპარაცებმა რუსულ რსსტორანში ლანჩზე მიმავალი დააფიქსირეს, როცა მათ ორი პოლიციელი მიუახლოვდა და მძაფრი კადრების მოყვარული პაპარაცების სიხარული მალევე განელდა - წესრიგის დამცველმა პოლიციელებმა საყვარელ მსახიობს ხელი ჩამოართვეს და მის მიმართ უდიდესი პარივისცემა დაადასტურეს - წერს წყარო. 239 9-ს მოსწონს
|