ქალი და მამაკაცი ქორწინების მე -11 წლისთავზე ნიკოლა სარკოზი და კარლა ბრუნი ვენეციაში გაიქცნენ 2019, 13 თებერვალი, 19:16 საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სუპერ მოდელი კარლა ბრუნი ქორწინების 11 წლისთავის აღსანიშნავად ვენეციაში გაიქცნენ.ერთ დროს საფრანგეთის პრეზიდენტის სასიყვარულო რომანი ცნობილ ვარსკვლავთან ბევრ ხმაურს იწვევდა. 2008 წლის მარტში როდესაც სარკოზი ოფიციალურ მიღებაზე დიდი ბრიტანეთის დედოფალთან იყო მიწვეული, ხმაურიანმა წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტეს და კარლა ბრუნი საფრანგეთის პირველი ლედი გახდა.თუმცა მას ხშირად ავიწყდება თავისი მოვალეობები და აგრძელებს კონცერტებს, ზოგჯერ კი შოუშიც მონაწილეობს.ბოროტი ენები იმაზეც საუბრობენ, რომ სარკოზის რიგით მესამე ცოლთან განქორწინება უნდა. მეორე მხრივ აგერ უკვე 11 წელი გავიდა რაც წყვილი ერთადაა და ბრუნი სიამოვნებით აქვეყნებს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ქმართან ერთად გადაღებულ სელფებს.ვენეციაში წყვილი რომანტიკული უიქენდის მოსაწყობად გაიქცა, რათა აღნიშნონ ქორწინების მე - 11 წლისთავი და ასევე სარკოზის დაბადების დღეც. მადამ ბრუნი და სარკოზი მაღაზიებში და ვენეციის ქუჩებში სეირნობენ, არ იკლებენ გონდოლაზე სხდომას და ვენეციის სილამაზით ტკბობას.სუპერმოდელმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა და ქმარს დაბადების დღე ასე მიულოცა: - " 11 წლის წინ 11 საათზე დავქორწინდით. 11 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ერთად ხელიხელჩაკიდებულები დავდივართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ეს ძალიან კარგიცაა".უნდა აღინიშნოს, რომ მომავალმა მეუღლეებმა საერთო მეგობრები გაიჩინეს და მოდურ საღამოებზე ერთად დადიოდნენ. 2008 წლის 2 თებერვალს კარლამ და ნიკოლამ საიდუმლო ქორწილი მოაწყვეს ელისეის მინდვრებზე, სადაც 20 ადამიანი იყო მხოლოდ და ისიც უახლოესი მეგობრები.სარკოზისთვის ეს ქორწინება მესამე იყო, ხოლო კარლა ბრუნისთვის - მეორე. " ყველაფერი, რაც მე შემიძლია ვთქვა როგორც ქალმა, ეს შეხვედრა აღმოჩნდა მნიშვნელოვანი და მოულოდნელიც, რაც შეეხება სინაზეს, ნდობას, ურთიერთობას და გაგებას - პირველი რასაც განვიცდი, ესაა თანადგომა მისი მხრიდან რასაც მეც იმავე გაგებით და თანადგომით ვპასუხობ.პირველად ვგრძნობ, რომ მე მესმის და მხარს ვუჭერ მას. ვიცი, რომ ბევრს გავცემ და უფრო მეტს მივიღებ უკან" - ამის შესახებ წლების წინ კარლამ განაუცხადა ჟურნალისტებს.2011 წლის 19 ოქტომბერს წყვილს მშვენიერი ქალიშვილი იულია შეეძინათ. 138 5-ს მოსწონს
|