x
image
ვიზა კოხაძე
ჭორი თუ სიმართლე? ბედნიერი წყვილი კიდევ ერთ შვილს ელოდება ( + ბევრი ფოტო )

image4 წლის წინ სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ პირველად ერთმანეთს და მას შემდეგ კვლავ ერთად არიან და ბედნიერადაც ცხოვრობენ. კოლუმბიელი პოპ ვარსკვლავი შაკირა და " ბარსელონას" ფორვარდი ჟერარდ პიკე ამჟამად წლინახევრის ანგელოზს მილან პიკე მებარაკს ზრდიან.

მსოფლიო ჩემპიონატი 2014 - ის ფინალში შაკირას უნდა ემღერა და ამის შესახებ მედია საშუალებებით ინფორმაციები ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც საზოგადოებამ იხილა, მან მხოლოდ მისთვის უჩვეულო მოკრძალებული ნომერი შეასრულა ბრაზილიაში. მიზეზი კი, როგორც წყარო წერს, მისი ფეხმძიმობა ყოფილა. კოლუმბიელის უახლოესმა მეგობარმა და მომღერალმა კარლოს ვივესმა ადგილობრივ ჟურნალს ინტერვიუში გაანდო საიდუმლო, რომ შაკირა კვლავ ორსულადაა და უზომოდ ბედნიერია.imageimageimageimageimage
ზოგიერთი მედია საშუალებების მტკიცებით შაკირა უკვე სამი თვის ფეხმძიმეა და ის გოგონას ელოდება. პრესა ცდილობს შაკირას ჩემპიონატის ფინალზეც გამოსვლა დაუკავშიროს გავრცელებულ "ჭორს თუ სიმართლეს" და ახსნას, რომ ამიტომ აირჩია მომღერალმა წითელი არც თუ გულახდილი კაბა რიო დე ჟანეიროში ჩემპიონატის დახურვის ცერემონიისთვის, რათა მისი წამოზრდილი მუცელი შეუმჩნეველი დარჩენოდათ. ამიტომაც იყო, რომ ვარსკვლავმა თავი შეიკავა სცენაზე ცეცხლოვანი ცეკვისა და აქტიური მოძრაობებისგან - წერს წყარო.

წყვილი გავრცელებულ ჭორზე კომენტარს არ აკეთებს, არა და მათ გულშემატკივრებს მოსვენება აქვთ დაკარგული და ახლის მოლოდინში image
არიან.image

imageimageმოკლედ, გავრცელებული ინფორმაცია ჭორია თუ სიმართლე, ბოლოს და ბოლოს უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ბედნიერება და სიყვარული ვუსურვოთ წყვილს.image

1
406
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
406
  
2014, 5 აგვისტო, 22:25
მილანი რა საყვარელია
0 1 1