ქალი და მამაკაცი არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს ვარსკვლავები ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ ( ნაწილი მეორე ) 2018, 26 ივნისი, 14:23
უაინონა რაიდერი და მეთ დეიმონი - წყვილი, რომელთა შესახებ წერდნენ, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ ჰოლივუდის თანამედროვე მეწყვილეები. 1997 წლის 31 დეკემბერს გაიცნეს ერთმანეთი ერთ–ერთ "სვეტსკურ ტუსოვკაზე", რაშიც ხელი შეუწყო გვინეტ პელთროუმ. მაშინ მსახიობი ამბობდა, რომ მეთი და უაინონა საუკეთესოები იყვნენ. ორი ვარსკვლავური წყვილის სასიყვარულო ისტორია მხოლოდ ორ წელს ითვლის, სანამ მათ შორის შავმა კატამ არ გაირბინა. რომანტიკული ურთიერთობა ორი წლის შემდეგ სრულიად შეწყდა და მიზეზად ჭორები იმასაც ამბობდნენ, რომ ყველაფერი პენელოპა კრუზის დამსახურება იყო. გარდა ამისა, ქმარმა ცოლს შესთავაზა, მილიონი დოლარი დაებანდებინა და მეტ მილიონ მოგებას ნახავდა უინონა, რაც სრული კრახით დასრულდა და მაშინ დაუსვა წერტილი მსახიობმა მეთთან ურთიერთობას. მათი სიყვარულის ისტორიაც მარტივად დასრულდა. შავი ლამაზმანი იმდენად იყო შეყვარებული 19 წლით უფროს რობერტ დე ნიროზე, მზად გახლდათ, მისგან შვილიც კი გაეჩინა...და 50 წლის მამაკაცი, რომელსაც სრულიად სამყაროს ქალბატონები ეტრფოდნენ, საკმაოდ ნარცისი აღმოჩნდა და წყვილის სასიყვარულო ორთიერთობამ მხოლოდ ერთ წლს გაუძლო. ნაომი ქემპბელი დღესაც საკუთარ ბოიფრენდად მოიხსენიებს დე ნიროს. ის მსახიობს აღიარებდა ერთადერთ გულშემატკივრად და რთულ მომენტებში მის მესაიდუმლედ. მსახიობი ტუკი სმიტი უფრო მოქნილი და გამოცდილი აღმოჩნდა კაცებთან ურთიერთობაში და მოახერხა ტყუპის გაჩენა მისგან. სალმა ჰაიაკი და ედვარდ ნორტონი - ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ანუ მთელი ოთხი წელი ერთად ცხოვრობდნენ და ბედნიერადაც. ედვარდი ჰაიაკის ყველა კაპრიზს მშვიდად იტანდა და სიყვარულით ასრულებდა ყველაფერს. იმდენად უყვარდა სალმა, ვერც კი ამჩნევდა, რომ ქალს სხვა მამაკაცი ჰყავდა და მას ღალატობდა. როგორც აღმოჩნდა, არაბმა შეიხმა მოხიბლა სალმა ჰაიაკი და წყვილი ერთმანეთს უხმაუროდ დაშორდა. დღეს ისინი მხოლოდ ჰოლივუდის საღამოებზე თუ შეხვდებიან ერთმანეთს. 230 3-ს მოსწონს
|