საზოგადოება რატომ მოხსნეს პროცესიდან ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმის პროკურორი? 2018, 28 მაისი, 15:30
ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი ახალგაზრდების სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. გუშინ კი მოგეხსენებათ, გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა დედაქალაქის ცენტრში, სადაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. რა მოხდა სასამართლო პროცესზე და რამ გაამწარა ისედაც გამწარებული ლევან დადუნაშვილის დედა, რომელმაც ჟურნალისტებს ამდენხნიანი დუმილის შემდეგ პირველი კომენტარი მისცა?
ცნობისათვის, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ნიკოლეიშვილი სასამართლოზე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაიკითხა. მისი ინფორმაციით, პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან. საინტერესოა, რა დასკვნა წარმოადგინა სასამართლო პროცესზე მაია ნიკოლეიშვილმა? როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ თქვა, "ექსპერტმა კატეგორიულად განაცხადა, რომ დავით სარალიძის სხეულზე, რამდენიმე ჭრილობაზე საერთოდ არ არის გამოყენებული დანა. ასევე, დაადგინა ის, რომ დანის ნაცვლად გამოყენებულია სხვა საგნები, რითიც მიყენებულია დავით სარალიძის სხეულზე უმთავრესი დაზიანებები. ესპერტმა თქვა, რომ სხვა საგნებიდან შესაძლოა გამოყენებული იყო მაკრატელი. "ეს არა ერთი, არამედ რამდენიმე საგანია. ამასთან, ექსპერტმა მეცნიერულ დონეზე ახსნა და დაამტკიცა, რომ მომაკვდინებელი ჭრილობა საერთოდ არ არის მიყენებული იმ დანებით, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს წარმოდგენილი. ამით დასტურდება, რომ სხვა ადამიანებმა და რამდენიმე პიროვნებამ მოკლა დავით სარალიძე . თუმცა ბრალდება კვლავ იმ ჩვენებაზეა, რომ მხოლოდ ორმა ადამიანმა და ორმა დანამ მიაყენა მას დაზიანებები. არსებობს სხვადასხვა გარემოება - მოწმე, რომელიც პირდაპირ ადებს ხელს სხვადასხვა პირებს. როგორ შეიძლება ეს არ გაითვალისწინო გამოძიებამ და დაეყრდნო მხოლოდ იმ მოწმეს, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება და რომელსაც თავად ამხელენ ჩადენილ დანაშაულში და რომლის მიმართაც უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული". როგორც ირკვევა, დადუნაშვილების ოჯახი თავის მხრივ უკმაყოფილოა ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიერ მომზადებული დასკვნით. როგორც დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი აცხადებს, ექსპერტიზის დასკვნა დადუნაშვილის ნაწილში მიზანმიმართულად არის მიმართული ბრალდებულის გამართლებისაკენ. გუშინდელ სასამართლო პროცესზე განცხადება გააავრცელა ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ: "ამის თქმის უფლებას მაძლევს ბევრი ფაქტობრივი გარემოება, კონკრეტულად კი, ექსპერტმა განაცხადა, რომ მას არ გამოუკვლევია გვამი, არ შეუსწავლია კანის ნიმუშები, არ ჩაუტარებია სამედიცინო ექსპერტიზა. მიუხედავად ამისა, მაია ნიკოლეიშვილმა გასცა დასკვნა, რომლითაც პირდაპირ გამორიცხა დანის გამოყენება ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო ჭრილობაზე. გარდა ამისა, ყველა პოზიციაზე, რომელსაც აცხადებდა ექსპერტი, განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდი. სამწუხაროა, რომ ბავშვების მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტი იღებს პასუხისმგებლობას და გასცემს დასკვნას ვარაუდის დონეზე, რომელიც მიმართულია ბრალდებულის გამართლებისკენ. დასკვნა რომ არაკომპეტენტური და მიკერძოებულია, ისიც ადასტურებს, რომ ექსპერტს მხოლოდ იმ დაზიანებებთან აქვს გამორიცხული დანის გამოყენება, რომელიც მიჩნეულია სასიკვდილოდ. ქალბატონი მაია ასევე ურცხვად აცხადებს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლისაგან მის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას და მუქარას. დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ანუ ლევან დადუნაშვილის დედა იმდენად შეაშფოთა ექსპერტის "ჭორაობამ" პროცესზე, რომ სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა დასახმარებლად. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი, ინა გუგუშვილი დღეს პროცესიდან მოხსნეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარის წარმომადგენლის პროცესიდან მოხსნა გუშინ, რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ მრავალათასიან აქციას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ფხაკაძისა და გუგუშვილის მისამართით პრეტენზიები არსებობს. ამასთან, როგორც დღეს გაირკვა, ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. 344 6-ს მოსწონს
|