რელიგია ბზის უნიკალური თვისება, რის გამოც იგი ბზობის სიმბოლოდ იქცა - ეს ბევრმა არ იცის 2018, 30 მარტი, 9:16 მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას - ბაიაობას ანუ ბზობას. იგი არის ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. ბზობა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს დიდებით შესვლის აღსანიშნავად იდღესასწაულება - უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყო უფალს და პალმების რტოებით, ფეხქვეშ გაგებული სამოსითა და მადიდებელი შეძახილებით შეეგება. "იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9). აქედან გამომდინარე, ჩნდება შეკითხვა, რა კავშირშია აღნიშნულ დღესასწაულთან ბზა - იესოს ხომ ხალხი პალმის რტოებით შეხვდა. იმ ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე გამოიყენება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს. საქართველოში ასეთ მცენარედ ბზა ორი მიზეზით აირჩიეს: 1. მსოფლიოში, იშვიათია მცენარე რომელიც არის ერთდროულად მარადმწვანეც და ფოთლოვანიც, ბზა კი ამ იშვიათ მცენარეთა შორის არის. აქედან გამომდინარე, გაზაფხულზე, როცა აღნიშნული დღესასწაული დგება, საქართველოში ის ერთადერთი ფოთლოვანი მცენარეა, რომელიც იმ დროს ხარობს. 2. კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია "კავკასიური პალმის" ან "პალმის ხის" სახელწოდებით, შესაბამისად, ახლოს დგას აღნიშნულ დღესასწაულთა ასოცირებულ ნამდვილ მცენარესთან. ბზობის სადღესასწაულო მსახურებაზე, მორწმუნეებს ხელთ უპყრიათ ბზის ტოტები ნიშნად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეუერთდეს იმ გუნდს, რომელიც სიყვარულისა და რწმენის გამოსახატავად გზაზე უფენდა უფალს საკუთარ სამოსსა და პალმის ტოტებს, ანუ თავიანთ რწმენას. წირვის შემდეგ ბზას აკურთხებენ. ერთი წლის განმავლობაში სახლში შენახული ბზა ამ დღეს სახლიდან გამოაქვთ, ეკლესიის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ტოვებენ, ან "სუფთა" ადგილზე წვავენ. ახალი, ნაკურთხი ბზა კი სახლში მიაქვთ და ხატებისთვის გამოყოფილ კუთხეში ათავსებენ. გარდა ქრისტიანული სიმბოლოს მნიშვნელობისა, ბზას სამკურნალო და მაგიური თვისებებიც აქვს. ბზის სამკურნალო თვისებები ბზის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბზა გამოიყენებოდა ხველის საწინააღმდეგო საშუალებად, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ქროიკული ცხელების (მაგალითად, მალარიის) სამკურნალოდ. დღეისთვის ბზისგან დამზადებულ ჰომეოპათიურ პრეპარატებს იყენებენ ოფლმდენ, ცხელების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევ, ჭრილობის შემახორცებელ, სადეზინფექციო, ანტიბაქტერიულ, ნაღველმდენ, შარდმდენ და დამამშვიდებელ საშუალებებად. ბზის პრეპარატები ასევე წარმატებით გამოიყენება რევმატიზმის, პარაზიტული ინფექციებისა და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების დროს. ჰიპერტონიკები კი აღნიშნული მცენარისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ მომატებული წნევის დასარეგულირებლად. კოსმეტიკაში ბზისგან დამზადებბული საშუალებები გამოიყენება თმის ცვენის, გამელოტებისა და სებორეას დროს. თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება სახლშიც ადვილად შეგვიძლია მოვამზადოთ: 50 გრ. ახალი ბზის ფოთლი დავაქუცმაცოთ, დავასხათ 500 მლ. 45%-იანი სპირტის ხსნარი (შეიძლება მისი ჩანაცვლება არაყით ან რომით). გავაჩეროთ ორი კვირის მანძილზე, შემდეგ გავწუროთ, დავამატოთ ნებისმეირ ნატურალური არომატიზატორი (როსზმარინი, ლავანდა). მიღებული სითხე ყოველდღურად შევიზილოთ თმაში. გაფრთხილება: სამურანლო თვისებების გარდა, ბზა შეიცავს განსაკუთრებით საშიშ მომწამვლელ ნივთიერებებს, რის გამოც იგი ერთ-ერთ ძლიერ ტოქსიკურ მცენარედ ითვლება. ამიტომ, ბზისგან დამზადებული პრეპატარები, მიუხედავად ეფექტუროისა, მაინც ძალიან დიდი სიფრთხილით გამოიყენება. ამგვარი პრეპარატების ჭარბი რაოდენობით მოხმარება მძიმე მოწამვლას იწვევს, რასაც შეიძლება თან სდევდეს დიარეა, ღებინება, კანის საფარისა და მკერდის უჯრედებზე ჰიპერემია, კრუნჩხვები, სუნთქვის გაჩერება. ცნობილია ფაქტებიც, როცა ბზის პრეპარატით მოწამვლა ლეტალური შედეგით დამთავრებულა. ბზის მაგიური თვისებები ბზა გამოიყენება ასევე თილისმანების დამზადებისთვის. ითვლება, რომ ბზის ტოტები კარგად იცავს "ბოროტი თვალისგან", შავი მაგიისგან, ენერგეტიკული ვამპირიზმისგან. ბალიშის ქვეშ ამოდებული ბზის ტოტები ადამიანს ცუდი სიზმრებისგანაც იცავს. ასევე ითვლება, რომ თუ ადამიანი გამუდმებით ატარებს ბზის ტოტს, ეს მას მჭერმეტყველების უნარს სძენს და უბედური შემთხვევებისგან იცავს. ადრე ბზის თილისმანები გამოიყენებოდა ჯადოქრების წინააღმდეგ "ჩაკეტვის" საშუალებად და იცავდა ადამიანს ბოროტი ჯადოსგან. ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ გავზარდოთ და გავაფორმოთ სააღდგომო ჯეჯილი - ულამაზესი იდეები 2. იდეალური სააღდგომო პასკის (კულიჩის) 10 საიდუმლო - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს! 3. იცით, სინამდვილეში რა არის საკმეველი და რა სამკურნალო თვისება აქვს? - უძველესი საიდუმლო 4. რატომ იკურთხება ფერიცვალებაზე ხილი და აკრძალულია თუ არა ყურძნის მიღება მანამდე? - ეს ბევრმა არ იცის! 5. რა განსხვავებაა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის 6. სტუდენტი, რომელმაც გამოცდაზე სამოთხის არსებობა დაამტკიცა - ჰიტად ქცეული პასუხი 7. რა არის ნაკურთხი წყალი და რატომ აქვს მას ჩვეულებრივისგან განსხვავებული თვისებები? 1469 10-ს მოსწონს
|