რელიგია რატომ იკურთხება ფერიცვალებაზე ხილი და აკრძალულია თუ არა ყურძნის მიღება მანამდე? - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 18 აგვისტო, 23:48 ფერიცვალება მართლმადიდებლური სამყაროს 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა და ყოველწლიურად 19 აგვისტოს აღინიშნება. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს, იესო ქრისტემ თაბორის მთაზე თავისი სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს, წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულებით წარსდგა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ და იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ ესაუბრებოდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ნათელი ღრუბელი დაადგა, საიდანაც გაისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. ჩვენში რელიგიური დღესასწაულების უმეტესობას გარკვეული ტრადიცია უკავშირდება. ფერიცვალებას, როგორც წესი, მოქმედ ტაძრებში ხილი და თაფლი იკურთხება. აღნიშნული ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს - როდესაც კაენმა და აბელმა უფალს სამადლობელად თავიანთი შრომის ნაყოფი შესწირეს. გარდა ამისა, ამ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იგი იბრუნებს იმ სიწმინდეს, რომლითაც მოსილი იყო ედემის ბაღში. გავრცელებული აზრის თანახმად, ფერიცვალების დღესასწაულამდე მორწმუნე ადამიანებს ყურძნის მირთმევა ეკრძალებათ. აღნიშნული აზრი ნაწილობრივ სწორია. ასეთი ნორმა მართლაც არსებობს ტიპიკონში, სადაც ნათქვამია, რომ ბერებს არა აქვთ ახალი ხილის (ყურძენი, ხოლო სადაც ყურძენი არ მოდის, იქ - ვაშლი) მიღების უფლება მანამ, სანამ ფერიცვალების დღესასწაულზე არ იკურთხება. აღნიშნული აკრძალვის დამრღვევ ბერებს კი ყურძნის მიღება ეკრძალებათ 14 სექტემბრამდე. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს წესი მხოლოდ ბერებს ეხებათ და არა საერო პირებს. თუმცა ბევრი მოძღვარი აღნიშნულ აკრძალვას თავის მრევლზეც ავრცელებს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რატომ აცხობენ ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანებს - ეს ბევრმა არ იცის! 2. რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს - კვლევამ საიდუმლოს 3. ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის! 4. რა საოცარი თვისება აქვს ბზას და რატომ არის იგი "ბზობის" სიმბოლო - ეს ბევრმა არ იცის! 5. რატომ ვზეიმობთ ნათლისღებას და რატომ კურნავს ნაკურთხი წყალი - რა დაადასტურა სამეცნიერო კვლევებმა 1765 9-ს მოსწონს 1-ს არა
|