ბიოგრაფია გაიცანით მარკ ცუკერბერგის მეუღლე - პრისცილა ჩანი 2018, 4 მარტი, 21:23 პრისცილა ჩანი დაიბადა მასაჩუსეტსში 1985 წლის 24 თებერვალს. მის მშობლებს აქვთ ჩინური წარმომავლობა. მას ჰყავს ორი და. პრისცილა არის ბუდისტი. 2003 წელს მან დაამთავრა ქვინსის უმაღლესი სკოლა, სადაც არჩეული იქნა "კლასის გენიოსად" მისი თანაკლასელების მიერ. ამავე წელს სწავლა გააგრძელა ჰარვარდის უნივერსიტეტში, რომელიც 2007 წელს დაამთავრა ბიოლოგიაში ბაკალავრის ხარისხით. 2008-2012 წლებში სწავლობდა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში და გახდა პედიატრი. 2015 წელს კი გაიხსნა მისი პედიატრიული რეზიდენცია. ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლისას მან გაიცნო მარკ ცუკერბერგი. მეგობრობა მალევე სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. პრისცილა აქტიურად უჭერდა მხარს მარკის ინიციატივას facebook-ის შესახებ. 2011 წელს წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო. 2012 წელს დაქორწინდა საიდუმლო ცერემონიალით, რომელიც საკუთარ სახლში გამართეს.
პრისცილა ჩანი სულაც არაა გატაცებული გლამურული ცხოვრებით, ძვირადღირებული სამოსით და ბრილიანტებით. ის აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, რაშიც ფოკუსირებულია განათლებაზე, ჯანდაცვაზე და მეცნიერებაზე. დიდი გავლენა აქვს მეუღლის საქველმოქმედო საქმიანობაზეც. წყვილს ქველმოქმედებაში უკვე 4.6 მილიარდი აქვს დახარჯული.
231 6-ს მოსწონს
|