ბიოგრაფია დავით აღმაშენებლის ოჯახი 16 ნოემბერი, 17:27 ახალგაზრდა უფლისწული და მეფის ერთადერთი შვილი ადრეულ ასაკში უნდა დაქორწინებულიყო. მისი პირველი ქორწინების შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა შემონახული. ტახტზე ასვლისას სავარაუდოთ მას უკვე ჰყავდა ცოლი, ან მალე დაქორწინდა. ქორწინება პოლიტიკური იყო სომეხ მოკავშირეებთან ურთიერთობის განმტკიცების მიზნით. მისი პირველი ცოლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ წარმოშობით სომეხი ყოფილა. ზოგიერთი წყარო მას რუსუდანად მოიხსენიებს, თუმცა არც ესაა დადასტურებული. დავითს მისგან შეეძინა სამი შვილი: უფროსი თამარი, ვაჟი - დემეტრე (მოგვიანებით საქართველოს მეფე), რომელიც დაიბადა დაახლოებით, 1093 წელს და ქალიშვილი - კატაი. თამარი უფროსი იყო მეფის შვილებს შორის. 1105-1106 წლებში იგი შირვანში გაათხოვეს აფრიდუნ შირვანშაჰის ძე მანუჩარზე. კატაი გათხოვილი იყო ბიზანტიის იმპერატორის, ალექსი კომნენოსის უმცროს ვაჟზე - ისააკზე და დედოფლობისას ეწოდა ირინა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კატაი შესაძლებელია ყოფილიყო ნიკიფორე ბრიენოსისა და ანა კომნენოსის ვაჟის, დიდი დუკას, ალექსი ბრიენოსის მეუღლე. მოგვიანებით, დავითი ასევე პოლიტიკური მიზეზით იძულებული გახდა, დაქორწინებულიყო მეორედ. ამიტომ გაშორდა პირველ ცოლს, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა. უცნობია მისი გარდაცვალების თარიღი. დავით აღმაშენებელს მეორე მეუღლე იყო ყივჩაყთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი, რომელთან ქორწინება პოლიტიკური იყო და შედგა დაახლოებით 1107 წელს. ქორწინებიდან დაიბადა ვაჟი — ვახტანგი (1112-1138). გურანდუხტ დედოფალს ქალიშვილებიც შესძენია, ერთ-ერთი თამარ მრწემი და მეორეს სახელი უცნობია, სავარაუდოდ - რუსუდანი. ისინი მეფის ანდერძში მოიხსენიებიან. თამარ მეფის დროინდელი ისტორიკოსის თქმით, დავითის ერთი ასული, რომელიც სწორედ გურანდუხტ დედოფლისაგან უნდა შესძენოდა მეფეს, გათხოვილი ყოფილა ოსეთში. ზოგიერთი წყაროს ცნობით, გურანდუხტს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდა გიორგი, რომელიც ახალგაზრდა დაიღუპა. დავითის გარდაცვალების და დემეტრეს ტახტზე ასვლის შემდეგ გურანდუხტმა სასახლე დატოვა. უცნობია, როგორ განვითარდა მისი ცხოვრება და როდის გარდაიცვალა. ძლიერი მმართველი მეუღლის ფონზე დედოფლების ძალაუფლება ნომინალური იყო და ძირითადად შვილების აღზრდით შემოიფარგლებოდა. მათი სურათები ან ფრესკები არ არის შემორჩენილი. 300 2-ს მოსწონს |
ცოტა გამიგრძელდა,თუმცა უნდა ითქვას სათქმელი,თორე სიშტეერე შეიწირავს ამ ქვეყანას და ჩვენ შევწყვეტთ არსებობას.