ბიოგრაფია "ეს – ცხოვრებაა“ - გენიალური ჩარლი ჩაპლინი 2019, 29 ნოემბერი, 17:28 როდესაც დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება მივხვდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე ვარ სწორ ადგილას, სწორ დროში და ყველაფერი ხდება ზუსტად საჭირო მომენტში. ამიტომაც, მე შემიძლია ვიყო მშვიდად. ახლა მე ამას ვეძახი „თავდაჯერებულობას“. როდესაც მე ვიწყებდი საკუთარი თავის შეყვარებას გავიაზრე, რომ გონებას შეუძლია გამიფუჭოს განწყობა და ამისგან შეიძლება ავად გავხდე კიდეც. მაგრამ როცა ის დავაკავშირე ჩემს გულთან, გონება გახდა ჩემი შეუფასებელი მოკავშირე. დღეს ამ ურთიერთკავშირს მე ვეძახი „გულის სიბრძნეს“. როდესაც მე ვიწყებდი საკუთარი თავის შეყვარებას, მე განვნთავისუფლდი ყველაფრისგან, რაც კი ზიანს აყენებდა ჩემს ჯანმრთელობას – საკვები, ადამიანები, მოვლენები, ნივთები. ყველაფერი რაც მექაჩებოდა ძირს და მაშორებდა საკუთარ თავს. თავიდან მე ამას ვუწოდე, ჯანმრთელი ეგოიზმის პოზიცია. დღეს კი ამას ვუწოდებ „საკუთარი თავის სიყვარულს“. როდესაც მე შევიყვარე საკუთარი თავი, შევწყვიტე დარდი იმაზე, რომ მუდმივად უნდა ვიყო მართალი და სწორედ იმ დღიდან, ნაკლებად ვუშვებდი შეცდომებს. დღეს მე მივხვდი, რომ ეს არის „თავმდაბლობა“. როდესაც მე შევიყვარე თავი, შევწყვიტე წარსულით ცხოვრება და მომავაზე დარდი. დღეს მე ვცხოვრობ მხოლოდ აწმყოში, სად ხდება ყველაფერი. უკვე მე ვცხოვრობ ყოველ დღე, დღიდან- დღემდე და ვეძახი ამას „განხორციელებას“. როდესაც მე შევიყვარე საკუთარი თავი, შევწყვიტე საკუთარი დროის ქურდობა და უდარდელი მომავალის პროექტირება. დღეს მე ვაკეთებ მხოლოდ იმას, რასაც მოაქვს სიხარული და ბედნიერება, იმას რისი გაკეთებაც მიყვარს და რასაც ჩემი გული მოჰყავს მხიარულ ხასაითზე. მე ამას ვაკეთებ ჩემი მეთოდით და ჩემს რითმში. დღეს ამას მე ამას ვეძახი „უბრალოებას“. როდესაც მე შევიყვარე საკუთარი თავი, მე აღარ მინდოდა სხვისი ცხოვრებით ცხოვრება და უცებ დავინახე, რომ ცხოვრება რომელიც ეხლა მაქვს მაძლევს ზრდის საშუალებას. დღეს მე ამას ვეძახი „სიმწიფეს“. როდესაც მე შევიყვარე საკუთარი თავი მე გავიგე, რომ დარდი და ტანჯვა – ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშანები, რომ მე ვცხოვრობ ჩემი საკუთარი ჭეშმარიტებების საწინააღმდეგოდ. დღეს მე ვიცი – ამას ჰქვია „ნამდვილობა“. როდესაც მე შევიყვარე საკუთარი თავი მე მივხვდი, როგორ ძლიერ შეიძლება აწყენინო ვინმეს თუ თავს მოახვევ მას მისივე სურვილებისავე ასრულებას, როდესაც ჯერ ამისი დრო არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის არ არის მზად. ეს ადამიანი ვარ – მე თავად. დღეს მე ამას ვეძახი „აღიარებას“. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს კამათის, კონფრონტაციის და სხვადასხვა სახის პრობლემების საკუთარ თავთან თუ სხვებთან. ვარსკვლავებიც კი ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახებიდან იბადებიან ახალნი. დღეს ამას ვეძახი: „ ეს – ცხოვრებაა“.
165 1-ს მოსწონს
|