x
image
ლურჯი თოლია
Mediator image
ეგვიპტის ქართველი მამლუქი მმართველი - ტყვედ გაყიდული ქართველი ბიჭის ისტორია
იბრაჰიმ-ბეგი (აბრამ შინჯიკაშვილი) ეგვიპტის მმართველი და მამალუქთა მეთაური. დაიბადა 1735 წელს სოფელ მარტყოფში მღვდლის ოჯახში. 15 წლის ასაკში მოიტაცეს და მონად გაყიდეს ეგვიპტეში.
იბრაჰიმ
ეგვიპტეში თავისი საუკეთესო ფიზიკური მონაცემების წყალობით ჩაირიცხა ეგვიპტის მამლუქთა სკოლაში, სადაც ბრწყინვალედ დაეუფლა საბრძოლო ხელოვნებას. ეგვიპტის მამლუქთა რიგებში დაწინაურდა 1768 წელს ბეგის ტიტული მიიღო.
1775 წელს 39 წლის ასაკში იბრაჰიმმა შაიხ-ალ-ბალადის თანამდებობა მიიღო და ეგვიპტის მმართველი გახდა.
1811 წლის 1-ელ მარტს მუჰამადმა ეგვიპტელი მამლუქების დიდი ნაწილი კაიროში გაჟლიტა. იბრაჰიმ-ბეგი გადარჩენილ თანამებრძოლებთან ერთად სუდანში გადაიხვეწა. გარდაიცვალა იქვე 1816 წელს.
მაგრამ სამშობლოდან შორს მყოფს იბრაჰი-ბეგს არასდროს დავიწყებია საქართველო და მშობლიურ სოფელ მარტყოფში დარჩენილი მოხუცი დედა; როგორც მისი თანამედროვენი აღნიშნავენ, ის ქართველ მამლუქებს ათავისუფლებდა და უკან აბრუნებდა. მას მეუღლეც ქართველი ჰყავდა.
მშობლის და სამშობლოს სიყვარულის შედეგად 1778 წელს მეფე ერეკლე მეორეს ესტუმრენ იბრაჰიმ-ბეგის გამოგზავნილი ელჩები, რომელთაც საქართველოში დიდძალი ოქრო და საჩუქრები ჩამოიტანეს ქართული ჯარისთვის იარაღის და საბრძოლო აღჭურვილობის შესაძენად. სანაცვოდ მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა იბრაჰიმ-ბეგი - აეშენებინათ მის სახლთან ახლოს ეკლესია, რადგანაც მოხუც დედას სოფლის განაპირას, მთაზე მდგარ ეკლესიაში (წმ. ნიკოლოზის) სიარული უჭირდა; ააგეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, რომელიც დღესაც დგას სოფელ მარტყოფში შინჯიკაშვილების საგვარეულო კოშკის ახლოს.
0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0