x
image
ლურჯი თოლია
პაოლო იაშვილის ტრაგიკული ცხოვრება

image

პაოლო იაშვილი - ცნიბილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს საჩხერის სოფელ გამოღმა არგვეთში ექვსშვილიან ოჯახში. ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი - მედეა.

პაოლო იაშვილი ერთ-ერთი პირველი პოეტი იყო, ვისაც რეპრესიები შეეხო. შერაცხეს აგენტად, შპიონად და ერის მოღალატედ. უშიშროების პარტიულ არქივში არსებული მონაცემების მიხედვით, ქართველ მწერლებს ჰქონდათ ფაშისტური, კონტრრევოლუციური ორგანიზაცია, რომელშიც შედიოდნენ მწერლები: მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, არჩილ მიქაძე.

"პაოლო იაშვილი თავად “ავერბოვკებდა" ხალხს კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის და ნაციონალისტურ ჯგუფებში საუკეთესო ორგანიზატორად ითვლებოდა. ის იყო საფრანგეთის, პოლონეთის, იტალიისა და გერმანიის შპიონი, აგენტი და ქვეყნის მოღალატე, " - წერია შსს-ს არქივში არსებულ დოკუმენტებში.

მას დაპატიმრება მიუსაჯეს თუმცა დაასწრო და 1937 წლის 22 ივლისს ჯაშუშად, კონტრრევოლუციონერად და ტერორისტად მონათლულმა პაოლო იაშვილმა პროტესტის ნიშნად მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა თოფით, რომელიც დაშლილ მდგომარეობაში შეუტანია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომის ოქმი, სადაც პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა შემდეგნაირადაა შეფასებული:

„პ. იაშვილის თვითმკვლელობა, რომელიც გამოაშკარავებული იქნა როგორც ჯაშუში და ხალხის მტერი, პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული გამოხტომაა, შესაბამისად, ის უნდა დაიკრძალოს როგორც ხალხის მტერი."

პაოლო იაშვილის სახელის რეაბილიტაცია მოხდა 1954 წელს, გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ.

"არა მხოლოდ ელვარე ნიჭის გამო, მე პაოლო იაშვილი იმ საბედისწერო გასროლისთვის მიყვარს, რადგან მისი ორლულიანი თოფიდან გამოვარდნილმა ცეცხლმა სიცოცხლეს აზრი მისცა, ღირსება შემატა და ჩვენ, მომდევნო თაობებსაც შეგვიტრუსა წამწამები, არ მოგვასვენა და ჩვენს არჩევანზე, ამ სოფლად ადამიანად ყოფნის, ადამიანად დარჩენის უძნელეს აუცილებლობაზე დაგვაფიქრა, " - წლების მერე დაწერა მწერალმა გურამ ასათიანმა.

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0