x
image
ვიზა კოხაძე
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გამთენიისას გარდაიცვალა - რას აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადვოკატი?
imageპანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. ის რამდენიმე კვირაა უმძიმეს მდგომარეობაში თბილისში მკურნალობდა.როგორც ექიმები ამბობენ დღეს გამთენიისას ვითარება ძალიან გართულდა და გულის ოთხჯერ გაჩერება დაფიქსირდა. მედიკოსებმა ვითარების დასტაბილურება ვერ შეძლეს.მაჩალიკაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი შვილი უდანაშაულოა და სპეცრაზმმა მას უსაფუძვლოდ, მძინარეს ესროლა.
უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები ახლავს აღნიშნულ სპეცოპერაციას. როგორც ამბობენ, ტერორიზმში ბრალდებულების ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის წევრებთან კავშირს და მათ დახმარებას დებენ ბრალად გარდაცვლილს. გავრცელებული ინფორმაციით, 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი მაჩალიკაშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და დროს წელავდნენ უცხოეთში გადაყვანაზე.რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია ზუსტად არავინ იცის. როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის ექიმი ლურსმანაშვილი აცხადებს, ღამით ავადმყოფს მდგომარეობა გაუარესდა და გამთენიისას ის გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ
26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. ამასთან, მათი თქმით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს და ხელში, ხელყუმბარა კი არა, მობილური ტელეფონი ეჭირა. ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, აიზა მარგოშვილმა საავადმყოფოში განაცხადა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ.
მთელი საქართველო ჩართულია და არა ერთი კომენტარი კეთდება როგორც პოლიტიკოსების, ასევე ოჯახის წევრების მხრიდან. რას აცხადებს დედა აიზა მაჩალიკაშვილი: - "დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის".
ადვოკატის განცხადებით კი, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აგრესიას არა ექიმების, არამედ დაცვის წევრების მიმართ გამოთქვამდნენ. კუბლაშვილის განმარტებით, საუბარია სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლებზე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მაჩალიკაშვილის პალატაში იმყოფებოდნენ და მის დაცვას ახორციელებდნენ. როგორც მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, ცხედრის ექსპერტიზის დასრულებისთანავე მას პანკისში გადაასვენებენ და სავარაუდოდ ხვალ დაკრძალავენ.
უფრო შემზარავი და გაუსაძლისია ხეობის სოფელ დუისში მაჩალიკაშვილის ბებიის ელენე მაჩალიკაშვილის მდგომარეობა, რომელიც მეზობლების და ახლობლების გარემოცვაში იღებს სამძიმრებს.კურიერთან ინტერვიუში მოხუცი აცხადებს: - ""უდანაშაულოდ ჩაცხრილეს ჩემი შვილიშვილი. ოთახის კარი შეანგრიეს და საწოლში მყოფი ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს. დღეს ყველა დახოცილები ვართ. კიდევ მოვიდნენ, სახლს ცეცხლი წაუკიდონ და ყველა ერთად დაგვწვან, ისედაც დახოცილები ვართ".




0
9
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0