რას წერს რუსული პრესა ქართველ კონტრაბანდისტ - დიპლომატის სამარცხვინო საქციელზე? ( + ფოტოები )
"ქართველი დიპლომატი შეეცადა უკრაინის საზღვრის გავლით 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი გადაეტანა საზღვარზე" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "newsone".უკრაინაში დაკავებული კონტრაბანდისტი აჭარის შს ექსმინისტრი და ვიცე-კონსულის მეუღლე აღმოჩნდა.
უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე უკრაინელმა მესაზღვრეებმა დააკავეს უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლის ქმარი, რომელსაც საზღვარზე დიდი რაოდენობით კონტრაბანდა გადაჰქონდა. 22 დეკემბერს უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე მდებარე ჩოპის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში საქართველოს საპატიო კონსული მივიდა. მხოლოდ მისი ნებართვით შეძლეს უკრაინელმა მესაზღვრეებმა "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსის ტვირთის შემოწმება, რომლის მძღოლი მანქანაში ჩაიკეტა და კატეგორიულ უარს აცხადებდა კონსულის მისვლამდე - კარს არ გაგიღებთო. საქმე იმაშია, რომ მძღოლს დიპლომატიური
პასპორტი ჰქონდა, რაც იმუნიტეტს (ხელშეუხებლობას) ითვალისწინებს.დამატებითი შემოწმება საზღვარზე მაშინ გახდა აუცილებელი, როდესაც ძაღლმა მიკროავტობუსის გარშემო დაიწყო აქტიური მოძრაობა.როგორც გაირკვა, უკრაინის საზღვარზე კონტრაბანდის გადამტანი პირი აჭარის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, დავით ღლონტია. ის უკრაინაში ვიცე-კონსულის, ეკა პატარაძის, მეუღლეა. სწორედ ამ მიზეზით ჰქონდა მას დიპლომატიური პასპორტიც.დავით ღლონტს აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა წინა ხელისუფლების დროს ეკავა, საიდანაც ის 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიცე-კონსული ეკა პატარაძე უკრაინის საელჩოდან უკვე გამოიწვია.შემთხვევა უჟგოროდის გამშვებ პუნქტზე მოხდა. ამოღებულია 21 სხვადასხვა ფორმის და ზომის ჩანთა, სადაც 45 ყუთი სიგარეტი იყო მოთავსებული.წინასწარი შეფასებით, სიგარეტების საერთო ფასი 540 ათასი გრივნას შეადგენს, მისი რეალიზებით კი, თუ ათყუთიანი ბლოკი 240 გრივნად გაიყიდება, კონტრაბანდისტი 3 მლნ-ზე მეტ გრივნას მიიღებდა მოგების სახით. ჯერჯერობით უცნობია კანონდამრღვევს ჯარიმა დაეკისრება მხოლოდ სასჯელის სახით თუ სხვა სახის პასუხისგება ემუქრება.