სამყაროს კიდევ ერთი უცნაური, შეშლილი და ყველაზე გამორჩეული წყვილი ჰყავს ბრაზილიაში.
ბრაზილიელი ჯოელისონ ფერნანდეს დე სილვა 30 წლისაა, ის სიმაღლით მსოფლიოში მესამე კაცია. ჯოელისონმა მომავალი მეუღლე 21 წლის ევემ მედეიროსი სოციალური ქსელიდან ფეისბუქიდან გაიცნო. როგორც მან აღნიშნა, ბრაზილიელ გიგანტს ევემი ერთი ნახვით შეუყვარდა. მათი ერთად ყოფნა ბევრს აღიზიანებს, თუმცა ჯოელისონის თქმით, ხალხს დამცირებას და ცინიზმს ხუმრობაში უტარებს და თვლის, რომ მათი რეაქცია ნორმალურია. "ჩვენი სასიყვარულო ცხოვრება ნორმალურია, ჩვენ ზომაშიც ვერგებით ერთმანეთს.“- ამბობს "ნაზი გიგანტი".
ჯოელისონ და სილვას თქმით მან ნამდვილი სიყვარული იპოვა.ის სიმაღლით მსოფლიოში მესამე კაცია.
როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე მაღალი გიგანტის ცოლი ევემ მედეიროსი, რომელიც სიმაღლეში მხოლოდ 1, 52 სანტიმეტრია, ხოლო სამყაროს გიგანტური ადამიანი 2, 33 სანტიმეტრი ანუ დედამიწაზე მსგავსი სიმაღლის ადამიანების სამეულშია. მართალია, თინეიჯერობაში სიმაღლის გამო კომპლექსი ჰქონდა, დაცინვაც ხშირად აუტანია და ხალხთან კონტაქტი რომ არ ჰქონოდა, სკოლაში სიარულიც კი შეწყვიტა, მაგრამ დღეს ბედნიერია - სიყვარული იპოვა და ოჯახიც შექმნა. როგორც აღვნიშნეთ მისი რჩეული 21 წლის ევემ მედეიროსია. დაქორწინებული წყვილი ძალიან ბედნიერია.როგორც წყარო წერს, სუპერ"გიგანტი" ცხოვრების ნახევარს დამცირების და ხალხისგან მიღებული ცინიზმის გამო სახლში იყო გამოკეტილი.აი რას ამბობს ჯოელიონ ფერნანდეს და სილვა: - " ცხოვრებაში პირველად შემხვდა სიყვარული ერთი შეხედვით. მე მოხიბლული ვიყავი მისით და მინდოდა სულ ჩემას გვერდით ყოფილიყო. მნიშვნელობა არა აქვს მის ზომას.თავდაპირველად ბევრი მეკითხებოდა ამის შესახებ, რაც მაღიზიანებდა, მაგრამ დღეს ეს ნორმალურია და კარგ ხასიათზე მაყენებს" - ასე ხსნის რეალური გოლიათი.ბავშვი, რომელიც კატასტროფული სისწრაფით იზრდებოდა და დედა ფეხსაცმლის ზომას ვეღარ ყიდულობდა, ექიმების იმედად იყო დარჩენილი, რომლებიც აწყნარებდნენ, რომ მოზარდის ზრდა დასრულდებოდა, მაგრამ დედა ივანდელ ფერნანდეს და სილვა, რომელიც 45 წლის იყო იმედგაცრუებული უყურებდა შვილს, რომელიც მწარედ განიცდიდა რეალობას. ის ებრძოდა ტანჯვას და მოგვიანებით სკოლის დატოვებაც კი გადაწყვიტა. 8 წლის ასაკში არანორმალური ზრდა ჰქონდა და 18 წლის ბიჭს ჰგავდა.- " ჩვენ სოფელში ვცხოვრობდით და მას არავინ იცნობდა. თუ ვინმე სახლში მოვიდოდა, იმდენად მორცხვი იყო, იმალებოდა. მე ნამდვილად შეწუხებული ვიყავი. ექიმებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ მას ჰქონდა ჰიპოფიზირებული სიმსივნე, რომელიც იწვევდა მის ორგანიზმში ზრდის ჰორმონების უკონტროლო რაოდენობას" - აცხადებს დედა.გოლიათი ექიმების ქირურგიული ჩარევით განიკურნა და დღეს ბედნიერად ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.