x
image
ვიზა კოხაძე
"მარკ ცუკერბერგიდან ბილ გეიტსამდე" - მილიარდელები და მათი ცოლების ჩაცმის სტილი ( + ფოტოები )

imageმილიონობით დოლარის ღირებულების არაჩვეულებრივი კარადები ათასობით დიზაინერების მიერ შექმნილი კოსტიუმებითა და დახვეწილი ძვირფასეულობით არის გადავსილი - ზუსტად ასეთად წარმოგვიდგენია მილიარდელის "ჩვეულებრივი მეუღლის გარდერობი. თუმცა სინამდვილეში სიტუაცია გარკვეულწილად განსხვავდება რეალობისგან. ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ ფოტოარქივები და გავარკვიეთ როგორ გამოიყურებოდა მსოფლიოს უმდიდრესი მამაკაცების ცოლები მარკ ცუკერბერგიდან ბილ გეიტსამდე.imageპრისცილა ჩანი ( მარკ ცუკერბერგის ცოლი ). მათი სიყვარულის ისტორია სრულყოფილად ამტკიცებს ჭეშმარიტი სიყვარულის არსებობას - წყვილმა 2003 წელს უნივერსიტეტში გაიცნო ერთმანეთი და მას შემდეგ არ დაშორებულან. 2012 წელს შედგა წყვილის ქორწილი, რომლისთვისაც პატარძლის მიერ მოხდ აშერჩევა მოკრძალებული და ლაკონური თეთრი კაბის.თავშეკავებული და დემოკრატიული Priscilla კაბები ჩვეულებრივ ცხოვრებაში არის კომფორტული და მარტივი ტანსაცმელი.imageასტრიდ მენქსი ( უორენ ბაფეტას ცოლი ) - წყვილი უკვე 40 წელია ერთად ცხოვრობს, მაგრამ მათ მხოლოდ 10 წლის წინ იქორწინეს.ოთხი ათეული წლის მანძილზე ბიზნესმენს ყველა სახის ღონისძიებაზე და საქმიან მოგზაურობებში მეუღლე თან ახლდა, სადაც ასტრიდი მუდამ მონოქრომულ კაბებს ანიჭებდა უპირატესობას, ყოველდღიური გასეირნებისთვის კი კომფორტულ მარტივ ტანსაცმელს ირჩევს.imageმირანდა ქერი ( ივან შპიგელის მეუღლე ) - მირანდა ქერი წელს მეორედ დაქორწინდა 27 წლის მილიარდელზე და "Snapchat" დამფუძნებელზე.სუპერმოდელს პროფესია და სტატუსი ავალდებულებს ყველაზე მოდურად გამოიყურებოდეს და ვარსკვლავის ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში მოდის კრიტიკოსების მუდმივი დაკვირვების ობიექტია, რასაც დადებითი აღიარება მოჰყვა როგორც თაყვანისმცემლების, ასევე კრიტიკოსების მხრიდან.imageჰელენ მერსე ( ბერნარდ არნოს მეუღლე ) - ბერნარდ არნო ჯგუფ LVMH კომპანიის პრეზიდენტი, რომელიც მფლობელია ისეთი აღიარებული ბრენდების, როგორიცაა "Louis Vuitton, Givenchy, Guerlain" და სრულიად არაა გასაკვირი მისი მეუღლის უახლესი ტენდენციებით ჩაცმა, რომელიც უპირატესობას მეუღლის კომპანიების მიერ შექმნილი სამოსს ანიჭებს.imageიულია კოხი ( დევიდ კოხის მეუღლე ) - ქალბატონი, რომელიც იშვიათად იღებს სურათებს, რადგან ის მთელ დროს ოჯახს და ქველმოქმედებას უთმობს, თუმცა არ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ მის თანდაყოლილ გრძნობებში ჩაცმის სტილის მიმართ.imageლუსინდა საუტვორტი ( ლარა პეიჯის ცოლი ) - 10 წლის წინ ლარა პეიჯი "Google" - ს ერთ - ერთი საძიებო სოსტემის დამფუძნებელი და მილიარდელი დაქორწინდა ლუსინდაზე, რომლის შესახებ დღემდე ცოტა რამ იციან ჟურნალისტებმა, გარდა იმისა, რომ გოგონას პროფესიაა ბიოლოგიური კომპიუტერული მეცნიერებების სწავლა. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ლუსინდას გემოვნებაში ყველაფერი რიგზე აქვს - წერს წყარო.imageკაროლინ დენიზ პერსონი ( სტეფან პერსონის მეუღლე ) Stefan Persson H&M - კომპანიის უმსხვილესი აქციონერი, რომელიც სტეფანს მამისგან ერლინგ პერსონისგან მემკვიდრეობით ერგო. მისი მეუღლე კი ითვლება სკანდინავიური სტილის მოყვარულად - უბრალო, მარტივი და დასასვენებელი.imageმელინდა გეიტსი ( ბილ გეიტსის ცოლი ) - მელინდას ჩაცმის სტილი კლასიკური პერანგებითაა გამორჩეული და ელეგანტური კაბებით. რაც შეეხება ფეხსაცმელებს, ბილ გეიტსის მეუღლე უპირატესობას ანიჭებს ყოველთვის დაბალ "heel".


0
397
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0