საზოგადოება დახარჯული 60 ათასი დიდებული საათი და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბაღი ( + ფოტოები ) 2017, 13 დეკემბერი, 22:57 ინგლისელი სტიუარტ გრინდლი, რომელიც 74 წლისაა, აგერ უკვე 40 წლის განმავლობაში ზრუნავს საკუთარ ეზოზე და გასაკვირიც არ არის, რომ ის ბრიტანეთის ერთ - ერთ საუკეთესო გაზონად იქცა.როგორც ბატონი სტიუარტი აცხადებს, მან თავის საყვარელ მეუღლესთან ანნასთან ერთად 60 ათასი დიდებული საათი დაახარჯა უმშვენიერესი გაზონის შექმნას, რომელიც ტიხილში - დონკასტერში მდებარეობს.ბატონი გრინდლი, რომელიც პირველად მსოფლიო მებაღეობის სამყაროში BBC 2 ეთერში გამოჩნდა, ამბობს, რომ ყოველ კვირაში ის 30 საათს ანდომებს ბაღის მოვლა - პატრონობას.მის მეუღლე ანნა, რომელიც ასევე 74 წლისაა ამბობს, რომ თუ უნდა ბაღში შესვლა, აუცილებლად სტიუარტს უნდა აცნობოს ამის შესახებ და საერთოდაც ბაღში შესვლის და თამაშოს უფლებას არავის აძლევს ბატონი სტიუარტი.როგორც ინტერვიუში თქვა: - " გაზონი ჩემი სიამაყე და სიხარულია. მე ზამთარშიც კი გაზონებს ვუვლი. მრავალი წელი გავატარე ჩემს ბაღში და 40 წლის მანილზე ვნებად ჩამომიყალიბდა მისი მოვლა. ჩემი მეუღლე ყოველ დღე მეუბნება, რომ შევწყვიტო შრომა. გაზონი 30 მეტრია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ კვადრატული ფორმის.ის ულამაზესია და მე ვამაყობ ჩემი მიღწევებით.სტივ როსკელი, რომელიც "EGO" ევროპის მარკეტინგის დირექტორია და ასევე ერთმა მოსამართლემასეთი კომენტარი გააკეთეს სტიუარტის გაზონებზე: – " მისი ფანტასტიკური გაზონი ნამდვილად იმსახურებდა ჩვენს ხმას კონკურსზე. ის დამსახურებულად არის გამარჯვებული და ვფიქრობთ მას ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი იარაღები ზედმეტ შრომას აარიდებს და განმუხტავს მის დატვირთვას." სტიუარტ გრინდლის ჯილდო ეროვნული კონკურსის გამარჯვებისთვის, რომელიც დაფუძნებულია მებაღეობის ფირმა "EGO Power+"- გან ( დღეს მისი ბაღი მსოფლიოს საუკეთესო სახლის ბაღებს შორის არის დასახელებული ). მიზნად ისახავდა მრავალრიცხოვან ხელსაწყოს, საჭრელ აპარატურას, უსადენო ელექტრო მოწყობილობებს გაზონების მოსავლელად, თუმცა ბატონი სტიუარტი ამბობს, რომ ძველ მეთოდებს ვერ უღალატებს და დარჩება ლოიალური მათ მიმართ.ბატონი სტიუარტი პროფესიით დურგალია, მაგრამ ეს საქმე მისი ცხოვრების ერთ - ერთი მთავარი გატაცებაა. 79 5-ს მოსწონს
|