საზოგადოება ლონდონის შოუდან ქართველ ფერმერობამდე 2017, 11 დეკემბერი, 23:03 ![]() ![]() აქამდე კარგად მახსოვს სურათი: ჩვენ ვიჯექით ერთ - ერთ რესტორანში, გადავყურებდით ალაზნის ხეობას და ვაგემოვნებდით ქართულ ღვინოს. ჩემი სამუშაოთი გადაღლილი ვიყავი, მე ვიყავი სხვადასხვა ივენთების ორგანიზატორი და გამუდმებით ღამის ცხოვრება და ხმაური მძიმე სამუშაოა მოგეხსენებათ. სულს უნდოდა მარტოობა და მშვიდობა და სწორედ სიღნაღში წარმოიშვა ეს გრძნობები. ![]() ცოტა ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე აქ დარჩენა. მინდოდა უფრო მეტის ცოდნა მეღვინეობაზე და რაც მთავარია, მინდოდა ცხოვრების წესის შეცვლა. ჩემი მეგობრების ოჯახი სიამოვნებით დათანხმდა და დახმარების ხელი გამომიწოდეს. ერთი ქვევრის თავგადასავალს მოგიყვებით - ყველამ დაიწყო ქვევრის ყიდვა. თავდაპირველად კახეთის სოფლებში ვმოგზაურობდი და ადგილობრივებს ვეკითხებოდი, სად შეიძლებოდა ქვევრის ყიდვა? ჩემი ქართული ენა იმდენად მწირი იყო მხოლოდ ჟესტებით ვაგებინებდი ქართველებს და სიტყვა " ქვევრი" ზუსტად ვიცოდი. გაოცებული ვიყავი ქართველი ხალხის კეთილგანწყობით, ყველა გულრწფელად ცდილობდა დახმარებას და საბოლოოდ ქვევრის ქარხანაში ამოვყავი თავი. იყო სხვადასცვა ზომის - დიდი, პატარა, საშუალო, ფართო კისრით, ვიწროთი და ა.შ.მეც ავირჩიე დიდი ზომის ქვევრი, რომელიც მანქანაში მოვათავსე და ეს ცოტა კომიკურიც კი იყო.ქვევრი კისრით იყო მიჯაჭვული, შემდეგ სავარძლებზე გრძელდებოდა მისი ტანი და ეს დიზაინი ჯერ კიდევ საეჭვოა ჩემთვის. ![]() ჩემმა მეგობრებმა ვაშლის სიდრის წარმოებაში ჩამრთეს და დღეს საუკეთესოს ვყიდით არა მარტო სიღნაღში, არამედ თბილისშიც. თანდათან მივხვდი, რომ ასეთი მშვიდი და ზომიერი ცხოვრება მომწონს. მე მიყვარს დედამიწა და ვუყურებ ფანჯრიდან თოვლით დაფარულ დიდებულ მთებს. მე მიყვარს, რომ ჩემი სახლი ტყეშია და რაც მთავარია, მე ვცხოვრობ ბუნებასთან ჰარმონიაში. ლონდონში ასეთი ფუფუნება არ მქონდა. ვიყიდე სახლი შორეულ კახეთში, სადაც 30 ადამიანი ცხოვრობს. ახლა ვცხოვრობ დედამიწის კიდეზე და ბედნიერი ვარ. აქ მყავს საყვარელი ქალი, რომელსაც თბილისში შევხვდი. რამდენიმე წლის შემდეგ დავქორწინდით. აი, ასე პატარა ქვეყანა საქართველომ მომცა ყველაფერი, რაც დღეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჩემი ოჯახი, ჩემი სამსახური, ჩემი სახლი ( რა თქმა უნდა ჩემი ღვინო) . დღეს მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა ჩემი სახლია და აქ არის ის, რაც მაბედნიერებს"! 65 3-ს მოსწონს
|