x
image
ვიზა კოხაძე
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მეორე შვილისათვის მზად არიან
imageჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედლი კუპერი და რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი მზად არიან მომდევნო შვილი გააჩინონ.როგორც ჩანს, შეყვარებულ წყვილს იმდენად მოსწონთ მშობლის ამპლუაში ყოფნა, კიდევ რამდენ შვილს გააჩენენ, დღესდრეობით უცნობია. თუმცა ცნობილია მათი სურვილი კიდევ ერთი შვილის გაჩენისა, რომელიც ინსაიდერების ტქმით მომავალ წელს არის დაგეგმილი: - " ირინას უყვარს დედის ამპლუაში ყოფნა" - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "E! News".

ახლობლებისა და მეგობრების თქმით, შეიკი და კუპერი წარმატებით ართმევენ თავს გოგონას აღზრდას, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მრავალ ქალაქში უწევთ მოგზაურობა და მუშაობა მშობლებს - ლოს ანჟელესში, ლონდონსა თუ ნიუ - იორკში. წყვილი გეგმიურად ანაწილებს საკუთარ დროს.

image

- " ისინი გამუდმებით მუშაობენ, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მაინც ახერხებენ საყვარელი და მზრუნველი მშობლები იყვნენ."


როგორც წყარო წერს, " გარდა ამისა, ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დიდ დროს უთმობენ, ისინი ხშირად ჩნდებიან ერთად სხვადასხვა შეხვედრებზე და ღონისძიებებზე, რომანტიკულ საღამოებს ატარებენ ერთად და როგორც ინსაიდერები წერენ, კუპერის ურთიერთობა ირინასთან ისევ ისეთი ვნებიანი და სრულყოფილად რომანტიკულია, როგორც დასაწყისში იყო, რაც შეეხება სუპერმოდელს, წყაროს თქმით, ირინა შეიკი დამოუკიდებელი და ძლიერი ქალია, მაგრამ ' მათ შორის ნაპერწკალი ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. ბრედლის გიჟურად უყვარს ირინა".

გოგონას გაჩენიდან რამდენიმე თვეში თურქმა ფოტოგრაფმა მერტ ალასმა ირინა შეიკის სრულიად შიშველი ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, რომელმაც მთელი სოციალური მედია მოიცვა. თავისი სრულყოფილი სხეულის პარამეტრებით ის კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში - ანუ სუპერმოდელმა მშობიარობის შემდეგაც სასწაულად შეინარჩუნა ფორმები და კვლავ სასურველია გულშემატკივართათვის. ალბათ ესეც არის ერთერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა წყვილმა მეორე შვილის გაჩენა.


image



0
97
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0