ქალი და მამაკაცი ბრედ პიტთან რომანს აღიარებს ქეით ჰადსონი? 2017, 9 ნოემბერი, 16:44 ჰოლივუდის მსახიობი ქეით ჰადსონი ამჟამად შეყვარებულია და ის თავს ბედნიერად გრძნობს.ვარსკვლავს რომანი აქვს მუსიკოსთან დენი ფუძიკავასთან და მასთან ურთიერთობას არც მალავს. ახლახანს მსახიობი სტუმრად იყო ენდი კოენის სატელევიზიო შოუში - Watch What Happens, სადაც მსახიობს არა ერთი უხერხული კითხვა დაუსვეს განვლილი ცხოვრებიდან, მათ შორის ვარსკვლავის სასიყვარულო კავშირებზეც. მიმდინარე წლის დასაწყისში დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ ქეით ჰადსონსა და ბრედ პიტს საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთთან.ამბობდნენ, რომ მსახიობები ვარსკვლავურ ცერემონიაზე ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ.ბრედ პიტს ამის შესახებ დღემდე არც ერთი კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება ქეით ჰადსონს, მსახიობმა ზემოთ აღნიშნულ შოუში თამამად განუცხადა შოუს წამყვანს ენდი კოენს, რომ ეს არც ისე უსაფუძვლო ჭორი იყო: - " ეს იყო ჭკვიანი ჭორი" - სრული სიმართლე კი ის არის, რომ ბრედი თითქმის ოთხი წელია, თვალით არ მინახავს. - " დიახ, ეს იყო სიგიჟე, მაგრამ აქედან რაღაც მომეწონა. როცა ტელეწამყვანმა მსახიობს ჩაეკითხა, შეხვდნენ თუ არა ვარსკვლავები ერთმანეთს, მსახიობმა იუმორით უპასუხა: - " მადლობთ, კარგად ვართ, და ჩვენი ტყუპებიც იზრდებიან. ნამდვილად? დარწმუნებული ხართ რომ შევხვდით ერთმანეთს? და ა. შ.შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბრის თვეში ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის ოფიციალურად დაშორდა ( თუმცა განქორწინების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა), და ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავს ბრედ პიტს, რომელიც 53 წლისაა, სასიყვარულო კავშირი აქვს ბრიტანელ სრულიად ახალგაზრდა (23 წლის ) მსახიობ ელლი პერნელთან, რომელთანაც თავს ბედნიერად და ახალგაზრდად გრძნობს - წერს წყარო. 110 3-ს მოსწონს
|