ბიოგრაფია "მონსტრი ანგელოზის სახით" - მსახიობი, რომელსაც ფრანგები აღმერთებდნენ 2017, 30 ოქტომბერი, 10:22
«ფანტომასი», 1965
ფრანგები მას აღმერთებდნენ და მომხიბვლელობის პრინცს ეძახდნენ. მასზე ათასობით ქალი იყო შეყვარებული. ამბობენ, რომ ზოგიერთი თაყვანისმცემელი ქალი, როდესაც მას ქუჩაში ხვდებოდა, გონებას კარგავდა.
ჩვენს კინოთეატრებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფილმები მისი მონაწილეობით: «კუზიანი», «კაპიტანი», «გრაფი მონტე-კრისტო», «პარიზის საიდუმლოებები», «ფანტომასი» და სხვა. ჟან მარე დედასთან ერთად ჟან ვილენ-მარე 1913 წლის 11 დეკემბერს მოევლინა ამ ქვეყანას. როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ის ძალიან პატარა იყო და მამა არ ახსოვდა. დედაც სახლიდან ხშირად ქრებოდა. დეიდა და ბებია პატარა ჟანს ეუბნებოდნენ, რომ დედა სამოგზაუროდ იყო წასული. მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო მან, რომ დედა კლეპტომანიით იყო დაავადებული და ქურდობის გამო, ციხეში ხშირად ხვდებოდა. მისი შვილი კი ქუჩაში იზრდებოდა. უბანში მას «მონსტრი ანგელოზის სახით» შეარქვეს, რადგან ის მატყუარა და ჩხუბისთავი იყო. შეურაწყოფას აყენებდა მასწავლებლებს და ცუდად სწავლობდა. რამდენიმე სკოლა გამოიცვალა. მეზობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის ცხოვრებას კატორღაზე დაასრულებდა. ჟანს კი მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდა, – მას სამსახიობობა უნდოდა. 15 წლის იყო ჟანი, კაბა ჩაიცვა და თანაკლასელმა მასწავლებელს ისე გააცნო, როგორც საკუთარი და. მასწავლებელს ის მართლა გოგონა ეგონა და საკუთარი მოსწავლე ვერ იცნო. ამის შემდეგ ჟანი დარწმუნდა, რომ ის მსახიობად იყო დაბადებული. პორტფელიო რომ გაეკეთებინა, ის ფოტოგრაფებთან თანამშრომლობდა. მათ რეპორტაჟების მომზადებაში ეხმარებოდა (ჟურნალ-გაზეთებისთვის ფოტოებზე ეფექტური გარეგნობის ადამიანის არსებობა უფრო მეტად იქცევდა მკითხველის ყურადღებას), ამის სანაცვლოდ ფოტოგრაფები მას ხარისხიანი ფოტოების შეგროვებაში ეხმარებოდნენ.
ჟან კოკტო და ჟან მარე
«გრაფი მონტე-კრისტო», 1954 «კაპიტანი», 1960 წ. «ბურგუნდიის სამეფოს კარის საიდუმლოებები», 1961 «ფანტომასი», 1964 «ფანტომასი», 1965 განსაკუთრებული პოპულარობა და მსოფლიო აღიარება მას «ფანტომასი» (1964—1966) სერიალში შესრულებუულმა როლებმა მოუტანა. ბოლო ფილმი, რომელშიც ცნობილმა მსახიობმა მონაწილეობა მიიღო, ბერნარდო ბერტოლუჩის «მოპარული სილამაზე» (1995) იყო. სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ჟან მარე ძალიან მორიდებული, თვითკრიტიკული და მეოცნებე ადამიანად დარჩა და ეს იმის ფონზე, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და ფილმებში ყველა ტრიუკს თვითონ ასრულებდა. მის შესახებ ამბობდნენ: «ათლეტის სხეულში დაკარგული ბავშვის სულიაო». და ის ასეთი დახასიათების წინააღმდეგი არ იყო: «მე ხომ მსახიობი ვარ, მსახიობები კი მოხუცებულობამდე ბავშვებად რჩებიან» - ამბობდა ის. ასაკის მატებასთან ერთად, ჟან მარე სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა გადასაღებ მოედანზე (1970 - 1995 წწ. მან მხოლოდ 9 ფილმში ითამაშა). არა იმიტომ, რომ მას არ იწვევდნენ, – ის თვითონ აღარ თანხმდებოდა, მისთვის ნაკლებად საინტერესო როლების შესრულებაზე. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ჟან მარე მსახიობობის გარდა, კიდევ ერთი გატაცება ჰქონდა. ის ნიჭიერი მხატვარი და მოქანდაკე იყო და თავისუფალი დროს ყოველთვის სახელოსნოში ატარებდა.
როდესაც პაბლო პიკასომ მისი ნამუშევრები ნახა, გაუკვირდა, თუ როგორ შეეძლო ადამიანმს, რომელსაც მოქანდაკეს ასეთი ნიჭი ჰქონდა, თავის დრო რაღაც კინოში გადაღებაზე და თეატრში მუშაობაზე დაეხარჯა?. ავტოპორტრეტი 1998 წლის 8 ნოემბერს, ჟან მარე 85 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ლუი დე ფიუნესი — მსახიობი, რომელიც მეზობლების გარდა, ყველას უყვარდა ლეგენდა მიდის… ალენ დელონი: «ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იყო!» გასაოცარი ფაქტები ალენ დელონის შესახებ რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული ანჟელიკას წყევლა
1467 13-ს მოსწონს
|