ქალი და მამაკაცი რა შესთავაზა ანჯელინამ ბრეტ პიტს? 2017, 27 ოქტომბერი, 21:02 რას წერს ყვითელი პრესა ანჯელინა ჯოლის შეთავაზებაზე ბრედ პიტის მიმართ? გუშინ ამერიკულმა გამოცემამ გაავრცელა ახალი სენსაციური ინფორმაცია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობის შესახებ.ინსაიდერების ცნობით, მსახიობი 12 წლიან სასიყვარულო ურთიერთობას ბრედ პიტთან აფასებდა, როგორც "двенадцатью годами ада".მეორე მხრივ კი დღეს პრესაში გაჩნდა სრულიად სხვა ინფორმაცია: - ჯოლიმ შესთავაზა პიტს ერთად გაატარონ ჰელოუინის დღესასწაული.- " ანჯელინამ მოიწვია ბრედ პიტი საკუთარ სახლში ლოს - ანჟელესში, რათა ერთად, ბავშვებთან ერთად გაატაროს დრო" - გვიამბობენ ინსაიდერები.ამასთან ერთად დაამატეს, რომ ჰელოუინი ბრედ პიტის უსაყვარლესი დღესასწაულია, რომელიც მსახიობს არასოდეს გამოუტოვებია საჩუქრებისა და ბავშვებისადმი გამორჩეული ყურადღების გარეშე, რითაც მის ექვსივე შვილს ბედნიერს და მხიარულს ხდიდა ვარსკვლავი. ოჯახის გარემოცვის ცნობით, ამ წელს ბავშვებმა ძალიან ბევრი უსიამოვნო ამბავი გადაიტანეს და ახლა სულაც არ არის დრო წყენისა და გაბრაზებისა.ბავშვებმა ორგანულად განიცადეს საყვარელი მშობლების განშორების ფაქტი და დრო მოვიდა, რომ მათაც გაიხარონ დროებით მაინც. რაც შეეხება თავად მიმართვის ობიექტს ჰოლივუდის ვარსკვლავს ბრედ პიტს, მას ყოფილი მეუღლისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია, რამდენადაც მსახიობს საკუთარი გეგმები აქვს დღესასწაულთან დაკავშირებით და არავისთვის დამალული არ არის, რომ საქმე ეხება მის სრულიად ახალგაზრდა შეყვარებულს, 21 წლის ელა პერნელს.საგულისხმოა, რომ ბრედი ყოველთვის ოჯახის სასარგებლოდ იღებდა ხოლმე გადაწყვეტილებებს. როგორც ყოველთვის, ახლაც არაფერი იქნება დამალული. ცოტა ხნის წინ წერდა დასავლური მედია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს და ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს სასიყვარულო კავშირი ძალიან არასერიოზულად ეჩვენება, რამდენადაც 21 წლის ელლასა და მის უფროს ვაჟს მედოქსს შორის სხვაობა მხოლოდ ხუთი წელია. ანჯელინა როგორც მისი თაყვანისმცემლები აცხადებენ, "ბრედთან განშორების შემდეგ აშკარად გამოკეთდა და როგორც იტყვიან "снова расцвела"- მან კვლავ დაიბრუნა ძველი ფორმა, დაამარცხა ანორექსია და მასთან ერთად დეპრესიაც.მსახიობის უახლოესი გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ყველა ტკივილი და ცუდი განწყობა ბრედ პიტს უკავშირდებოდა.არა და ფაქტი სახეეა - ანჯელინა ჯოლი თავად უთვლის ყოფილ მეუღლეს დღესასწაულზე. 91 3-ს მოსწონს
|