x
image
natia.a
ბავშვებზე განხორციელებული ნაცისტების საიდუმლო ოპერაცია და ლეგენდარული "ABBA"
image

როგორც ცნობილია, მესამე რეიხის იდეოლოგიას საფუძვლად ედო არიული რასის უპირატესობის ცნება. არიული ეთნოსის სამომავლო განვითარებას ნაცისტები ხედავდნენ საკუთარი გენეტიკური მემკვიდრეობის გაუმჯობესებასა და გასუფთავებაში. ამ მიზნით შეიქმნა განსაკუთრებით გასაიდულოებული პროგრამა სახელწოდებით Lebensborn, რომელიც შეიძლება გადავთარგმნოთ, როგორც "სიცოცხლის წყარო". თავიდან იგი მდგომარეობდა იმაში, რომ ესესის ოფიცრებისთვის არჩევდნენ "სუფთა რასის" მქონე ქალებს, რათა გაეჩინათ და აღეზარდათ "სუპერბავშვები", რომლებსაც უნდა ემართათ მომავალში გერმანია. ამგვარი კავშირის შედეგად დაბადებულთა შორის იყო ანი-ფრიდ ლიუნგსტადი, ლეგენდარული ABBA-ს სოლისტი. მაგრამ დროთა განმავლობაში პროექტის კონცეფცია შეიცვალა და საშინელი, შემაძრწუნებელი სახე მიიღო...

image


პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეული ქალები ცხოვრობდნენ და მშობიარობდნენ სპეციალურ ინსტიტუტებში, სადაც მაქსიმალურად კომფორტული პირობები იყო შექმნილი. პირველი მსგავსი სახლი გაჩნდა მიუნხენთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში, 1936 წელს. ხოლო მას შემდეგ, რაც გერმანიამ თითქმის მთელი ევროპის ოკუპირება მოახდინა, სუპერბავშვების "წარმოება" საზღვარგარეთაც დაიწყეს.

image

ყველაზე დიდი მასშტაბი აღნიშნულმა პროცესმა ნორვეგიაში მიიღო. ცისფერთავალა, ქერათმიან ნორვეგიელ ქალებს ნაცისტები თვლიდნენ არიული რასის ჭეშმარიტ წარმომადგენლებად. თავად ნორვეგიელი ქალებისთვის კი გერმანელი ოფიცრებისგან შვილის გაჩენა ომის პერიოდში ნორმალური საცხოვრებელი პირობების შენარჩუნების ერთადერთ პერსპექტივას წარმოადგენდა.. ამიტომ, ქალების უმეტესობას არც კი სჭირდებოდა ბრძანება, საკუთარი ნებით შედიოდნენ შვილის გაჩენის მსურველთა რიგებში.

image


Lebensborn-ის არსებობის მანძილზე გერმანიის ტერიტორიაზე დაახლოებით რვა ათასი წმინდა არიული სისხლის ბავშვი დაიბადა, ნორვეგიაში კი 1, 5-ჯერ მეტი.

1938 წელს შობადობის ტემპის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს და პროგრამაში ჩართეს ის ორსული ქალებიც, რომელთა მხოლოდ გარენობაც შესაფერისი იყო. გარკვეული თანხისა და ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ მათ სთავაზობდნენ შვილების გავშვთა სახლში ჩაბარებას. იქ ბავშვები, შერჩევას გადიოდნენ და "გადარჩეულ" აღსაზრდელებს განსაკუთრებულად ზრდიდნენ და კვებავდნენ. ქალებს კი, რომლებიც რამდენიმე ბავშვით "მოამარაგებდა" პროექტს, "რკინის ჯვრით" აჯილდოებდნენ.


image

ერთი წლის შემდეგ, ესესის რაიხსფიურერისა და პროექტის კურატორის, ჰენრიხ ჰიმლერის გადაწყვეტილებით, ესესელებმა ბავშვების მოტაცება დაიწყეს. იტაცებდნენ ძირითადად პოლონეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან და იუგოსლავიიდან. გერმანიაში ჩამოყვანილ ბავშვებს ექიმები სინჯავდნენ და ყოფდნენ სამ ჯგუფად, იმის მიხედვით, რამდენად ჰგავდნენ გარეგნულად ტიპიურ არიელებს.

imageimage


ბავშვებს, რომლებიც "გამოუსადეგარად" ჩაითვლებოდნენ, საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ. დანარჩენებს კი "გერმანიზაციის" პროცესი უტარდებოდათ. აძლევდნენ ახალ სახელებს, ავიწყებდნენ მშობლებს, სამშობლოს და უნერგავდნენ ნაცისტურ ღირებულებებს. ამისათვის შექმნილი იყო სპეციალური საგანმანათლებლო კურსი.

imageimage

"გერმანიზაციის " პროცესში ბავშვებს ულტრაიისფერ სხივებს ასხივებდნენ, რათა მათი თმის ფერი ჭეშმარტი არიელი ბავშვის თმის შეფერილობას უფრო მეტად დამსგავსებოდა. საბაზისო აღზრდის მიღების შემდეგ ბავშვებს ესესელების ოჯახებში აგზავნიდნენ.


imageimage

ომის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე პროგრამა Lebensborn-თან დაკავშირებული თითქმის ყველა დოკუმენტი განადგურდა, ამიტომ იმის დადგენა, თუ ზუსტად რამდენმა ბავშვმა გაიარა "გერმანიზაციის" პროცესი, დღეს უკვე შეუძლებელია. თუმცა მკვლევარები სავარაუდო ციფრად ორასი ათასს ასახელებენ...

imageimage


გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ის ნორვეგიელი ქალები, რომლებიც არიული რასის გამდიდრებაში იღებდნენ მონაწილეობას, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მათ საჯაროდ შეურაცხყოფდნენ და სცემდნენ. ესესელებისგან დაბადებული ბავშვებიც ასევე გარიყა საზოგადოებამ. მათგან რამდენიმე ასეული მეზობელმა შვეციამ შეიფარა. სწორედ ასე გახდა შვედი ანი-ფრიდ ლიუნგსტადი, რომლის მამა ესესის სერჟანტი იყო და ომში დაიღუპა.

image

ასევე დაგაინტერესებთ:

1. სტალინის პირადი მანქანის საიდუმლო - რა საოცრება იმალებოდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტომობილის მიღმაimage

2. დაუჯერებელი ისტორიის გაკვეთილი, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდოimage

3. რატომ ჩაიშალა საკავშირო ყრილობა სომხეთის რადიოს წარმომადგენლის გამოჩენაზე - იხალისეთ!image

4 რას ნიშნავს "სტოკჰოლმის სინდრომი" - უცნაური მძევლობის ამბავი, რომელმაც მსოფლიო საგონებელში ჩააგდოimage

5. ვინ იყო სინამდვილეში სტალინის შვილი და რა აკავშირებდა მას სადამ ჰუსეინთან - სიმართლე, რომელსაც დიდხანს მალავდნენimage

6. როგორ ბარდებოდნენ ტყვედ სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცები II მსოფლიო ომის დროს - ფაქტები, რომლებიც ბევრს დააფიქრებსimage

7. ნაცისტების საიდუმლო იარაღები, რომლებსაც მსოფლიო ისტორიის შეცვლა შეეძლო - ის, რაც დიდხანს დაფარული იყოimage

2
2875
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2875
  
2017, 19 ოქტომბერი, 9:22
მანჩო სასიამოვნოა საუკეთესო სტატიების ავტორისგან ამის მოსმენა ;)
2017, 19 ოქტომბერი, 0:08
ძალიან საინტერესო ისტორია იყო, ყოჩაღ ნათი
0 1 2