x
image
natia.a
რას ნიშნავს "სტოკჰოლმის სინდრომი" - უცნაური მძევლობის ამბავი, რომელმაც მსოფლიო საგონებელში ჩააგდო
image

ტერმინი "სტოკჰოლმის სინდრომი" ნიშნავს ფსიქიკურ მდგომარეობას, რომლის დროსაც ადამიანი, რომლის მიმართაც ძალადობა ხორციელდება, აგრესორის მიმართ შიშისა ან ზიზღის მაგივრად სიმპატიითა და თანაგრძნობით იმსჭვალება. ამგვარ მდგომარეობას საფუძვლად ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი უდევს. თავად ტერმინი პირველად გამოიყენა ფსიქიატრმა და კრიმინალისტმა ნილსომ ბეიერუტმა Kreditbanken-ის ძარცვისა და მძევლების აყვანის გახმაურებული საქმის გაანალიზების დროს.

1973 წლია 23 აგვისტოს ციხიდან გაქცეული დამნაშავე, იან-ერიკ ოლსონი ძარცვის მიზნით შევიდა სტოკჰოლმის ცენტრში, ნორმალმსტორგის მოედანზე მდებარე ბანკის შენობაში და დაიყვირა: "გართობა მხოლოდ ახლა იწყება".

მძარცველმა მძევლად აიყვანა სამი ქალი - ბირგიტა ლუნდბლანი, კრისტინ ენმარკი და ელისაბეტ ოლდგრენი - და ერთი მამაკაცი, სცენ სეფსტრომი. მძევლად ყოფნა 131 საათი გაგრძელდა. მძევლებს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა და ბანკის საცავში შეიყვანა.


image

დამნაშავემ მოითხოვა თავისი მეგობრისა და თანამზრახველის, კლარკ ულოფსონის მოყვანა. ასევე ითხოვდა სამ მილიონ შვედურ კრონს, ორ ცალ იარაღს, ჯავშანჟილეტებს, ჩაფხუტებსა და სწრაფ ავტომობილს.

ფოტო გადაღებულია პოლიციის მიერ 1973 წლის 26 აგვისტოს, მძევლად ყოფნის მე-4 დღეს.

image

კლარკ უოფსონი მეორე დღესვე მოიყვანეს. ოლსონმა მოითხოვა მანქანა, რათა გაქცევა მოეხერხებინა, მაგრამ მას უარი უთხრეს. იმავე დღის ნაშუადღევს დამნაშავე დააკავშირეს მოქმედ პრემიერ-მისტრთან, ულოფ პალმიესთან. ერთ-ერთმა მძევალმა, კრისტინ ენმარკმა სატელეფონო საუბრის დროს თქვა: "თქვენ გულს მტკენთ, მე არ მეშინია ამ ორი მამაკაცის, ისინი ჩვენ გვიცავენ ". უფრო მეტიც, იგი ითხოვდა ნება მიეცათ რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო მძარცველებთან. გოგონას ამ მოქმედებამ მთელი შვედეთი და მოგვიანებით მთელი მსოფლიო საგონებელში ჩააგდო.

image
სნაიპერები იმ ბანკის წინ, რომელშიც მძარცველებს მძევლები ჰყავდათ ავანილი.

მძევლების აყვანიდან მესამე დღეს რადიოარხებით გადასცეს, რომ პოლიცია აპირებდა შენობის კედელში ხვრელის გაკეთებას, რათა "გაზით შეტევის" განხორციელების საშუალება ჰქონოდა. ცხადია, რადიოს დამნაშავეებმა და მძევლებმაც მოუსმინეს. 28 აგვისტოს იან-ერიკ ოლსონმა მოთმინება დაკარგა, ჭერში სროლა დაიწყო და პოლიციელი დაჭრა.

image
მძევლების აყვანის მე-4 დღეს, ბანკის ირგვლივ ჩასაფრებული პოლიციელები.

იმ დროს მძევლები სრულიად ემორჩილებოდნენ გამტაცებლებს, ასრულებდნენ მათ ყველა მოთხოვნას და მათში სიმპატიასაც კი იწვევდნენ. მოგვიანებით ოლსონმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მძევლები "ისე იქცეოდნენ, რომ უბრალოდ არ შეგვეძლო მათი მოკვლა". თავის მოგონებებში ოლსონი წერს: "რამდენჯერმე მძევლები თავად დაგვიდგნენ ცოცხალ ფარად ისე, რომ პოლიციელებს არ შეძლებოდათ ჩვენი დახოცვა."

პოლიციელები ბანკთან

9 საათზე გაზით შეტევა როგორც იქნა დაიწყო. აგენტებმა შეძლეს ბანკის შენობაში შეღწევა და დამნაშავეების გაუვნებელყოფა. გათავისუფლების ოპერაციის დროს კრისტინ ენმარკმა დაიყვირა: "ხელი არ ახლოთ, მათ ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ." ბანკიდან გამოსვლისას კი, ასობით კამერის წინაშე მან კლარკ ულოფსონს დაუყვირა: "მომავალ შეხვედრამდე."


image
იან-ერიკ ოლსონის დაკავება.

ენმარკისა და სხვა მძევლების ამგვარმა ქცევამ ქვეყანა საგონებელში ჩააგდო. "მე მათი აღარ მეშინია, მაგრამ მეშინია პოლიციელების", - განაცხადა ენმარკმა. ელისაბეტ ოლდგრენი კი მოგვიანებით გამოტყდა, რომ ოლსონს "ძალიან კეთილად" თვლიდა, რადგან იატაკზე დაწოლილს საშუალება მისცა ემოძრავა. სეფსტრომმა კი განაცხადა, რომ მადლობელიც კი იყო გამტაცებლების. "როცა ოლსონი კარგად გვექცეოდა, თითქმის ღმერთად ვთვლიდით."

image

იან-ერიკ ოლსონს (ფოტოზე) ამნისტია შეეხო ცოხეში გატარებული 8 წლის შემდეგ. თუმცა ძველი საქმიანობა არ მიატოვა, რის გამოც საერთაშორისო ძიებაშიც კი იმყოფებოდა და იძულებული გახდა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ტაილანდში გადასულიყო. სხვათა შორის, ციხეში ყოფნისას ოლსონი უამრავ წერილს იღებდა თაყვანისმცემელი ქალბატონებისგან - სწორედ ერთ-ერთ მათგანზე დაქორწინდა იგი მოგვიანებით.

image
აირწინაღებიან პოლიციელებს გამოჰყავთ ხელბორკილებით ოლსონი.

"გათავისუფლების შემდეგ მრავალი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ჩვენი დაკითხვა, მაგრამ არავის არ აინტერესებდა ჩვენი სურვილები და საჭიროებები. მხოლოდ სტოკჰოლმის სინდრომზე გვეკითხებოდნენ", - იხსენებდა ენმარკი. მოგვიანებით გოგონამ ბანკში სამსახურს თავი დაანება, სოციოლოგია შეისწავლა და ფსიქოთერაპევტი გახდა. მანვე დაწერა და გამოაქვეყნა წიგნი "მე სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა" (I Had Stockholm Syndrome).

კრისტინ ენმარკი.

ენმარკმა აღიარა, რომ ერთ-ერთი დამნაშავის - კლარკ ულოფსონის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები ჰქონდა. მძევლად აყვანიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი იგი რეგულარულად აკითხავდა გამტაცებელს ციხეში და წერილებს უგზავნიდა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ამ ისტორიამ მსოფლიო შეძრა! - გოგონა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 360 ადამიანი გადაარჩინაimage

2. იაპონური მაფიის საიდუმლო ცხოვრება - შიშის ქვეშ გადაღებული უნიკალური ფოტოებიimage

3. 20 აკრძალული ფოტო, რომელიც უპილოტო აპარატით არის გადაღებული - ეს არავის უნდა ენახა!image

4. იშვიათი ფოტოები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან, რომლებიც რუსეთში არ გამოაქვეყნესimage

5. როგორ ხდება გოგოების წინადაცვეთა ინდონეზიაში - შოკისმომგვრელი ფოტოებიimage

6. 7 პიკანტური ისტორიული ფაქტი, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიანimage

5. ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის ატომური დაბომბვის მიზეზი გახდა - ეს საინტერესოაimage


6
1203
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1203
  
2017, 29 სექტემბერი, 21:08
არაფერს ნათი
2017, 29 სექტემბერი, 21:06
მაინც დამაინტერესა, ვნახავ და ვუყურებ მადლობა მაკა.
2017, 29 სექტემბერი, 18:16
შევცდი, "ბერლინის სინდრომი" ჰქვია.
2017, 29 სექტემბერი, 18:14
თუ არ ვცდები "სტოკჰოლმის სინდრომი" ასე ჰქვია ნათი, აბა გადავაზუსტებ ეხლავე და მოგწერ.
2017, 29 სექტემბერი, 18:13
ფილმის სახელი ხომ არ გახსოვს, მაკა? დამაინტერესა.
2017, 29 სექტემბერი, 18:11
სტატიაში "სტოკჰოლმის სინდრომის" ამბავი რა ლამაზია, ფილმი მაქვს ნანახი პედადოგ ბიჭზე, რომელსაც "სტოკჰოლმის სინდრომი" აქვს და ყურების განმავლობაში სულ დაძაბული ვიყავი, მისი მოკვლაც კი მინდოდა. :)
0 1 6