სხვა იშვიათი ფოტოები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან, რომლებიც რუსეთში არ გამოაქვეყნეს 2016, 4 მაისი, 12:59 ![]() მარცხნივ: დოზიმეტრისტები იგორ მიხაილოვი და იური კობზარი ცენრალური რეაქტორის დარბაზში. მარჯვნივ: ხედი მეოთხე ბლოკზე. მოხრილი ფიჭვი ყოველთვის ასეთი იყო და რადიაციის ზემოქმედებით სულაც არ მოხრილა, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ![]() მარცხნივ: დაშლილი ნიკონი, რომლითაც ეს ფოტოებია გადაღებული. აპატარს სამედიცინო სპირტით გაქმენდა დასჭირდა. მარჯვნივ: იგორ მიხაილოვი და ვიქტორია ივლევა მეოთხე ბლოკის ცენტრალური რეაქტორის დარბაზის მონახულების შემდეგ. ![]() ტურბინა სამანქანო დარბაზში ![]() დოზიმეტრისტი იური კობზარი ცენტრალური რეაქტორის დარბაზში ამავალი კიბის საფეხურთან. ბევრს ჰგონია, რომ იურა რადიაციისგან ანათებს - ასე არ არის. საქმე ის არის, რომ თეთრ სპეცსამოსზე მას კიდევ სპეციალური პლასტიკის საფარი აქვს ჩაცმული. მანათოებლი ეფექტი კი იქმნება სოფიტების ძლიერი შუქის გამო, რომლებიც იმისათვის დააყენეს, რომ სრულ სიბნელეში არ ემუშავათ. ![]() მილსადენები სამანქანო დარბაზში ![]() მე-4 ბლოკის სამანქანო დარბაზი. სინათლის სხივები სარკოფაგში არსებული ხვრელებიდან მოდის. ![]() მე-4 ბლოკის მართვის პანელი. ![]() დოზიმეტრისტები იგორ მიხაილოვი და იური კობზარი მეოთხე ბლოკის კორიდორებში დადიდან. ![]() დოზიმეტრისტი იგორ მიხაილოვი ცენტრალური რეაქტორის დარბაზში. ტოტი, რომელიც მიხაილოვის ფეხებთან გადის მარცხნიდან მარჯვნივ, არის "ელენას" ნაწილი - ასე ეძახდნენ რეაქტორის სახურავს. ![]() ეს თეთრი ქაფი არის "რადეზი" - რადიაციული დეზაქტივატორი, რომლითაც სადგურის ყველა თანამშრომელს უნდა დაებანა სამსახურიდან გასვლისას. ![]() სადგურის ყველა თანამშრომელი, განსაკუთრებით მე-4 ბლოკის, ვალდებული იყო სამსახურიდან გამოსვლისას გაევლო სპეციალური შემოწმება რადიაციაზე. თუ თანამშრომელი არ იყო საკმარისად "სუფთა", ინთებოდა წითელი შუქი და გასასვლელი ავტომატურად იკეტებოდა. აუცილებელი იყო უკან, აბაზანაში დაბრუნება და სპეციალური საშუალებით კიდევ ერთხელ დაბანა. ![]() ნატურმორტი საბჭოთა ეპოქიდან, გადაღებული ატომურის ელექტროსადგურის მიდამოებიდან. ![]() გამოსხივების საზომი ქალაქ ჩერნობილში, სადაც ავარიის შემდეგ ცხოვრობდნენ კურჩატოვის ინსტიტუტის ექსპედიციის თანამშრომლები. ![]() მიტოვებული აუზი ხედით ეშმაკის ბორბალზე, რომელიც უკვე აღარასოდეს იმუშავებს. აუზის ფერი მეტყველებს მასში ჭაობის მცენარეების არსებობაზე და არაფერი აქვს საერთო რადიაციასთან. ![]() მარცხნივ: საბავშვო ბაღი ქალაქ პრიპიატში, საიდანაც ევაკუირებული იყვნენ მაცხოვრებლები. მარჯვნივ: ლენინი, რომელმაც ახლა უკვე სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი პრიპიატის მიტოვებულ საბავშვო ბაღში. ![]() ქალაქ პრიპიატის საბავშვო ბაღის საძინებელი. ![]() 1536 7-ს მოსწონს
|