x
image
natia.a
როგორ ბარდებოდნენ ტყვედ სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცები II მსოფლიო ომის დროს - ფაქტები, რომლებიც ბევრს დააფიქრებს
image
მეორე მსოფლიო ომის წლები გამოირჩეოდა არა მხოლოდ კოლოსალური რაოდენობით მსხვერპლით, არამედ დიდი რაოდენობით სამხედო ტყვეებითაც. ტყვედ ვარდებოდნენ როგორც ცალკეულად, ასევე მთელი რაზმებით: ზოგი ორგანიზებულად ბარდებოდა მტერს, ზოგი - დეზერტირობდა, ზოგსაც კი სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდა.

იტალიელები

იტალიელები გერმანელებისთვის არც თუ ისე საიმედო მოკავშირეები აღმოჩნდნენ. იტალიელი ჯარისკაცების ტყვედ ჩავარდნის ფაქტები ძალიან ხშირად ფიქსირდებოდა: ჩანს, აპენინის მცხოვრებლები ხვდებოდნენ, რომ ომი, რომელშიც ჩათრეულნი აღმოჩნდნენ სულაც არ პასუხობდა იტალიის ინტერესებს. როცა 1943 წლის 25 ივლისში მუსოლინი დააკავეს, იტალიის ახალმა ხელისუფლებამ მარშალ ბადოლიოს მეთაურობით, დაიწყო საიდუმლო მოლაპარაკება ამერიკელებთან დაზავების შესახებ. ბადოლიოსა და ეიზენჰაუერს შორის მოლაპარაკებას შედეგად მოჰყვა ის, რომ იტალიელებმა მასიურად დაიწყეს ამერიკელებთან ტყვედ ჩაბარება.
image
სურათზე: იტალიელი სამხედრო ტყვეები, ტუნისი, 1943 წ.



ამასთან დაკავშირებით საინტერესოა მოგონება ამერიკელი გენერალის, ომარ ბრედლის, რომელიც აღწერს, როგორი სიხარულით ბარდეოდნენ ტყვედ იტალიელი სამხედროები:

"მალე იტალიელთა ბანაკში საზეიმო განწყობა გამეფდა, ტყვეები კოცონების გარშემო ისხდნენ, თან წამოღებულ აკორდეონებს უკრავდნენ და მღეროდნენ".

ბრედლის აზრით, იტალიელების საზეიმო განწყობა უკავშირდებოდა "აშშ-ში უფასო გამგზავრების" პერსპექტივას. საინტერესო შემთხვევაზე საუბრობს ერთ-ერთი საბჭოთა ვეტერანი, რომელიც იხსენებს, როგორ შეხვდა 1943 წლის შემოდგომაზე დონეცკთან ექვსი იტალიელი დეზერტირი, რომლებიც ემუდარებოდნენ საბჭოთა ოფიცერს ტყვედ აეყვანა.

ამერიკელები

აშშ-ს არმაში არსებობს ომში დანაკარგის უჩვეულო კატეგორია – "ბრძოლაში გადაღლილები". ამ კატეგორიას პირველ რიგში მიეკუთვნება ტყვედ ჩავარდნილები. 1944 წლის ივნისში ნორმანდიაში ჩასვლისას "ბრძოლაში გადაღლილთა" რაოდენობამ დანაკარგის დაახლოებით 20% შეადგინა.

მთლიანობაში, მეორე მსოფლიო ომის დროს, "გადაღლილობის" გამო აშშ-ს დანაკარგმა 929 307-ს მიაღწია.
image
სურათზე: ტყვე ამერიკელი ოფიცრის დაკითხვა კორეხიდორზე, 1942 წ.



ყველაზე ხშირად ამერიკელები იაპონიის არმიის ტყვეები ხდებოდნენ. აშშ-ს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო გერმანული ჯარების ოპერაცია, სახელწოდებით "არდენის გარღვევა". მოკავშირე ჯარების წინააღმდეგ ვერმახტის კონტრიერიშს შედეგად, რომელიც 1944 წლის 16 დეკემბერს დაიწყო, ფრონდმა 100 კმ-ით გადაიწია მტრის ტერიტორიის მიმართულებით. ამერიკელი მწერალი დიკ ტოლენდი არდენში ოპერაციის შესახებ წერს, რომ "16 დეკემბრის ღამეს, ფრონტზე მყოოფი 75 ათასი ამერიკელი ჩვეულებრივ დაწვა დასაძინებლად. იმ საღამოს არც ერთ ამერიკელ მეთაურს აზრად არ მოსვლია გერმანელების თავდასხმა." გერმანელების შეტევას შედეგად მოჰყვა 30 ათასი ამერიკელის ტყვედ ჩაგდება.



საბჭოთა ხალხი

საბჭოთა სამხედრო ტყვეების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ეს რიცხვი მერყეობს 4, 5-დან 5, 5 მლნ.-მდე
image



სურათზე: ტყვედ ჩავარდნილი უცნობი საბჭოთა ჯარისკაცი დახვრეტის წინ.

ტყვედ ვარდებოდნენ, პირეველ რიგში, შემდგომი წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობის გამო - დაჭრილები, ავადმყოფები, იარაღის გარეშე დარჩენილები. ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა კიევთან გამართული ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნილი 600 საბჭოთა ჯარისკაცი.

ტყვედ საბჭოთა ჯარისკაცები ბარდებოდნენ ასევე ცალკეც ან ცალკეულ ფორმირებებად. ამის მიზეზი სხვადასხვა იყო, მაგრამ მთავარი მაინც სიკვდილის შიში იყო. თუმცა არსებობდა ასევე იდეოლოგიური მოტივებიც, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ სურდათ საბჭოთა ხელისუფლების მხარეზე ბრძოლა. შესაძლოა ამ მოსაზრებების გამო 1941 წლის 22 აგვისტოს მოწინააღმდეგის მხარეზე თითქმის სრული შემადგენლობით გადავიდა 436-ე ქვეითთა რაზმი მაიორ ივან კონონოვის ხელმძღვანელობით.


გერმანელები

თუ სტალინგრადის ბრძოლამდე გერმანელების ტყედ ჩავარდნა გამონაკლისი უფრო იყო, 1942-43 წლებში, ამ პროცესმა სიმპტომატური ხასიათი მიიღო: სტალინგრადის ოპერაციის მანძილზე ტყვედ ჩავარდა ვერმახტის დაახოებით 100 ათასი მებრძოლი. გერმანელები ბარდებოდნენ მთელი რაზმებით - მშივრები, ავადმყოფები, გაყინულები და უბრალოდ არაქათგამოცლილები. დიდი სამამულო ომის განმავლობაში მთლიანად დაახლოებით 2 388 443 გერმანელი ჩავარდა ტყვედ.


image
სურათზე: ტყვე გერმანელები, საფრანგეთი, 1944 წ.


ომის ბოლო თვეებში გერმანელ მეთაურებს დიდი ძალისხმევა სჭირდებიდათ იმისათვის, რომ ჯარისკაცები აეძულებინათ ებრძოლათ. განსაკუთრებით არასასურველი იყო სიტუაცია დასავლეთ ფრონტზე. იქ მყოფმი გერმანელი ჯარისკაცები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ინგლისი და აშშ სამხედრო ტყვეებს ჟენევის კონვენციით გათვალისწინებულად ეპყრობოდა, ტყვედ გაცილებით მეტი ხალისით ვარდებოდნენ, ვიდრე აღმოსავლეთში.

გერმანელი ვეტერანების მოგონებების მიხედვით, ბევრი ცდილობდა მოწინააღმდეგის მხარეზე გადასულიყო უშუალოდ შეტევის წინ. იყო ორგანიზებული ტყვედ ჩაბარების შემთხვევებიც. ამგვარად, ჩრდილოეთ აფრიკაში საწვავისა და იარაღის გარეშე დარჩენილი გერმანელი ჯარისკაცები რიგში დგებოდნენ ამერიკელებისა და ინგლისელებისთვის დასანებებლად.

იუგოსლაველები


image
სურათზე: იოგოსლაველი ტყვეები, 1941 წ.


იუგოსლავიმ, რომელსაც გერმანიის გარდა უნგრეთისა და იტალიის შეიარაღებული ძალებიც უტევდნენ, ვერ გაუძლო ზეწოლას და 1941 წლის 12 აპრილს კაპიტულაცია გამოაცხადა. იუგოსლავიის არმიის ნაწილებმა, რომლებიც ფორმირებული იყო ხორვატიელების, სლოვენიელების, ბოსნიელებისა და მაკედონიელებისგან, მასიურად დაიწყეს სახლებში დაბრუნება ან მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლა. სულ რამდენიმე დღეში გერმანელთა ტყვეობაში აღმოჩნდა დაახლოებით 314 ათასი იუგოსლაველი ჯარისკაცი და ოფიცერი - პრაქტიკულად იუგოსლავიის არმიის თითქმის მთელი შეიარაღებული ძალები.


იაპონელები

სამურაის კოდექსის ერთგული იაპონლები, კუნძულებზე ალყაშემორტყმული და ბლოკირებულიც კი, ბოლომდე იბრძოდნენ და ცდილობდნენ არ ჩავარდნილიყვნენ ტყვედ. შედეგად, კაპიტულაციის მომენტისთვის იაპონელი ჯარისკაცების დიდი ნაწილი უბრალოდ შიმშილისგან მოკვდა.
image
სურათზე: იაპონელი ჯარისკაცები ტყვედ ბარდებიან, ივოძიმა, 1945 წ. 5 აპრილი.



როცა 1944 წელს ამერიკელმა სამხედრო ძალებმა დაიკავეს იაპონელების მიერ ოკუპირებული კუნძული საიპანი, იაპონელების 30 ათასიანი კონტინგენტიდან ტყვედ მხოლოდ 1000 აიყვანეს.

დაახლოებით 24 ათასი მოკლული იქნა, 5 ათასმა კი თავი მოიკლა. ხოლო იმის მიზეზი, რომ დანარჩენები ტყვედ ჩავარდნენ, იყო 18 წლის საზღვაო ფეხოსანი, გაი გაბალდონი, რომელიც მშვენივრად ფლობდა იაპონურ ენას და კარგად იცნობდა იაპონლების ფსიქოლოგიას. გაბალდონი მარტო მოქმედებდა: იგი კლავდა ან ბოჭავდა იაპონლების თავშესაფრების გუშაგებს, შემდეგ ელაპარაკებოდა შიგ მყოფებს და არწმუნებდა მათ დანებებულიყვნენ. ყველაზე წარმატებული რეიდის დროს გაიმ ბაზაზე 800 იაპონელის მიყვანა შეძლო. ამისათვის, მას "საიპანელი ვირთხისმჭერელი" შეარქვეს.

კოღოებისგან საშინლად დაკბენილი იაპონელის ტყვედ აყვანის საინტერესო ეპიზოდს იხსენებს თავის წიგნში გეორგი ჟუკოვი. შეკითხვაზე, "ვინ და სად დაასახიჩრა ასე", იაპონელმა უპასუხა, რომ წინა დღიდან მოყოლებული სხვა ჯარისკაცებთან ერთად იჯდა სათვალთვალოში საიდანაც რუსებს ადევნებდნენ თვალს. იმისათვის, რომ თავი არ გაემჟღავნებინათ, მთელი ღამე მოუწიათ ხმის ამოუღბლად ეთმინათ კოღოების საშინელი თავდასხმა აეტანათ მათი ნაკბენებით გამოწვეული ტკივილი. "მაგრამ, როცა რუსებმა რაღაც დაიყვირეს და თოფები ამოიღეს, - ყვება ტყვე, - ავწიე ხელები რადგან აღარ შემეძლო ამ წამების ატანა".

ფრანგები


image
სურათზე: ფრანგი ტყვეების კოლონა ვერსალის სასახლესთან, პარიზი, 1940 წ.



ელვისებური დარტყმის დროს, 1940 წელს საფრანგეთის სწრაფი დაცემა ისტორიკოსებში დღესაც ცხარე კამათს იწვევს. ერთ თვეში ტყვედ ჩავარდა დაახლოებით 1, 5 მილიონი ფრანგი ჯარისკაცი და ოფიცერი. აქედან მხოლოდ 35 ათასი ჩავარდა ტყვედ ბრძოლის დროს, დანარჩენებმა იარაღი დაყარეს პეტენის მმართველობის ბრძანებით. ასე შეწყვიტა უმცირეს დროში არსებობა ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ბრძოლისუნარიანმა არმიამ.






5
4649
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4649
  
2016, 28 მაისი, 13:58
ფრანგებისთვის ეს არ იყო პირველი იარაღის დაყრა. პირველ მსოფლიო ომშიც იგივე ქნეს. უნარო მმართველების გამო
2016, 10 მაისი, 10:32
ფრანგების ასეთმა სწრაფ დაცემამ გადაარჩინა ფრანგები მასიურ სისხლის ღვრისაგან!!
იაპონელები ფანატიკოსები არიან რაც დღეისათვის ცოტა გასაკვირიცაა!!!
2016, 9 მაისი, 13:07
ნამდვილად ძალიან კარგი საინტერესო და შემეცნებითი სტატიაა!!!
2016, 9 მაისი, 12:57
მადლობა, ჩემო კარგო. არა უშავს, როცა იქნება ხო ამუშავდება :)
2016, 9 მაისი, 12:54
ძაან ძაან მაგარია....კი გავაზიარე, მაგრამ გვერდი არ მუშაობს :(
0 1 5