x
image
natia.a
რატომ ჩაიშალა საკავშირო ყრილობა სომხეთის რადიოს წარმომადგენლის გამოჩენაზე - იხალისეთ!
ამბობენ, "სომხეთის რადიოს" ისტორია დაიწყო ერევნელი დიქტორის გამონათქვამით: "კაპიტალიზემის დროს ადამიანი ადამიანს ჩაგრავს, სოციალიზმის დროს კი პირიქითა ხდება." ამის შემდეგ რადიოსადგური ერთგვარი პერსონაჟი გახდა ანეკდოტების სერიისა, რომლებიც როგორც წესი იწყებოდა ფრაზით: "სომხეთის რადიოს ეკითხებიან..."


image


ეს ანეკდოტები იმდენად პოპულარული იყო, რომ ნამდვილი სომხეთის რადიოს წარმომადგენლებს უხერხულ მდგომარეობაშიც კი აგდებდა. ერთხელ, 70-იანი წლების დასაწყისში, მოსკოვში რადიო და ტელემუშაკთა საკავშირო ყრილობა ტარდებოდა. როცა თავმჯდომარემ განაცხადა: სიტყვა ეძლევა სომხეთის რადიოს წარმომადგენელსო, დარბაზში ისეთი სიცილი ატყდა, რომ საცოდავ მომხსენებელს დიდხანს მოუწია ლოდინი, სანამ დამსწრე საზოგადოება დაწყნარდებოდა. როცა სიცილი, ბოლოსდაბოლოს ჩაწყნარდა, სომხეთის რადიოს წარმომადგენელმა აიღო მიკროფონი და როგორც იქნა დაიწყო დაგეგმილი სიტყვის წარმოთქმა: "ჩვენ ხშირად გვეკითხებიან..." მაგრამ, ამბობენ, ამ ფრაზის შემდეგ სხდომის მუშაობის გაგრძელება საერთოდ შეუძლებელი გახდა.


ყველაზე ხშირად სომხეთის რადიოს პოლიტიკაზე და ქალებზე ეკითხებოდნენ. ხუმრობდნენ ასევე ქართველებისა და სომხების ურთიერთობებზეც.



ქვემოთ ამ სერიიდან რამდენიმე პოპოულარულ ანეკდოტს შემოგახსენებთ:



1. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

- თუ თქვენთან ყველაფერი ასე კარგადაა, მაშინ რატომ არის ყველაფერი ასე ცუდად?

- იმიტომ, რომ აქ მოქმედებს განსხვავებულთა ერთობის დიალექტიკური კანონი.

სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

- რა განსხვავებაა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის?

- დემოკრატიის დროს ხალხი ღიად აცხადებს უკმაყოფილებას თავისი ხელისუფლების მიმართ. დიქტატურის დროს კი - სხვისის მიმართ.


2. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

- რა განსხვავებაა ტელევიზორსა და ღამის ქოთანს შორის?

- ძალიან მცირე: ორივეში ნეხვია. უბრალოდ ღამის ქოთანში უკეთ ჩანს."


3. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

- როგორ განვასხვავოთ მართალი ახალი ამბები პროვოკაციისგან?

- თუ ახალ ამბავს BBC-ზე გადმოცემენ და „Правда“ უარყოფს, მაშინ ეს ამბავი სიმართლეა."


4. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

–იქნება თუ არა კომუნიზმის დროს ფული?

- იუგოსლაველი რევიზიონისტები ამტკიცებენ, რომ იქნება. ჩინელი დოგმატიკოსები აცხადებენ, რომ არა. ჩვენ კი საკითხს დიალექტიკურად ვიდგებით: ზოგისთვის იქნება, ზოგისთვის - არა.



5. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:


– რომელი ერია ყველაზე ლამაზი?
– გმადლობთ კომპლიმენტისთვის.


6. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:


– რა მოხდება ქართველი, რომ კოსმოსში გაფრინდეს?
– დიდი უბედურება. ქართველები სიამაყით დაიხოცებიან, სომხები — შურით და ყველაფერი აზერბეიჯანელებს დარჩებათ.


7. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:


– რა ემუქრება სიძეს, რომელიც სიდედრს ზღვაში დაახრჩობს?
– დაადანაშაულებენ გარემოს დაბინძურებაში.


8. სომხეთის რადიოს ეკითებიან:

- რატომ არ იცის სტივ ვანდერმა კითხვა?
- იმიტომ, რომ ზანგია!

- მაშინ ყოველთვის რატომ იღიმება?
- იმიტომ, რომ არ იცის რომ ზანგია.


9. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

- უნდა გადაიხადოს თუ არა კომუნისტმა აღებული ქრთამიდან საპარტიო შენატანი?

- თუ ჭეშმარიტი კომუნისტია, უნდა გადაიხადოს.


10. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

- როდის იქნება უკეთესი დრო?

- უკვე იყო.


11. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

- რა არის ძირითადი განსხვავება ცარიზმსა და განვითარებულ სოციალიზმს შორის?

-ცარიზმის დროს ხელისუფლება გადადის მამიდან შვილზე, განვითარებული სოციალიზმის დროს - ერთი იდიოტიდან მეორეზე.


12. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

- რა განსხვავებაა პესიზმისტსა და ოპტიმისტს შორის?

- პესიმისტი ამტკიცებს, რომ მეტი უარესი აღარ შეიძლება იყოს, ოპტიმისტს კი სჯერა, რომ იქნება.


13. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

- ვის ესაზღვრებს საბჭოთა სოციალისტური ქვეყნების კავშირი?

- ვისაც უნდა იმას ესაზღვრება.


14. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

- რამდენი შეგრძნება აქვს საბჭოთა ადამიანს?

- ექვსი: მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა, გემოვნება და ღრმა კმაყოფილების შეგრძნება.


15. სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

- რომელ საათზე უნდა დაწვეს პატიოსანი ქალი?

- ქალი უნდა დაწვეს 9 საათზე, იმისათვის, რომ 12 საატზე უკვე სახლში იყოს.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ მოიქცა მოხერხებული ქმარი, რომელსაც ცოლი ძმაკაცებთან არ უშვებდა - იხალისეთ!image



2. 11 რჩევა, რომელიც უცხოელებს ქართულ სუფრაზე მოხვედრისას გამოადგებათimage


3. წაიკითხეთ, თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ დიეტაზე...

image



4. ვინ არიან სინამდვილეში ექიმები - ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!image


5. ანეკდოტი, რომელსაც ქალები ვერ იტანენ... ანუ რატომ მისცა ღმერთმა კაცს ჭკუაimage



6. ერთსიტყვიანი წერილი, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა - რა უთხრეს ქალიშვილებმა დედას?image


7. რატომ არ იცინოდა რეალურ ცხოვრებაში ყველასათვის საყვარელი კომიკოსი - მკრტჩიანის ტრაგიკული ბედი, რომელიც ბევრისთვის უცნობიაimage

4
2499
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2499
  
2018, 27 აგვისტო, 22:08
:)))))))
2018, 27 აგვისტო, 19:24
სომეხს ეკითხებიან, ყველაზე გამყიდველი და აფერისტი ერი რომელიაო? დაფიქრდა და სამაგიეროდ კარგი კონიაკი გვაქვსო
2017, 10 ოქტომბერი, 15:19
კაი იყო..სომხეთის რადიოს ეკითხებიან ბავშვობიდან მესმოდა..აი საიდან წამოვიდა ეგ ფრაზა არ ვიცოდი..მოკლედ სიბერემდე სწავალაო))))))
2017, 10 ოქტომბერი, 13:39
მე–6 და მე–14 განსაკუთრებით მომეწონა :))
0 1 4