x
image
natia.a
რატომ არ იცინოდა ცხოვრებაში ყველასათვის საყვარელი კომიკოსი - მკრტჩიანის ტრაგიკული ბედი, რომელიც ბევრისთვის უცნობია
image

ფრუნზე მკრტჩიანი ან, უბრალოდ ფრუნზიკი - საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, კეთილი და მხიარული მსახიობი. ეკრაზე ის ხუმრობდა, იცინოდა და ასხივებდა უსაზღვრო პოზიტიურ ენერგიას, რომელიც იგვლივ ყველას დადებითად განაწყობდა... მაგრამ როცა კამერები ქვრებოდა, მის სახეზე ღიმილის დანახვა ძალიან ძნელად თუ შეიძლობდა. ამის მიზეზი კი ის ტრაგიკული ამბებია, რომლებითაც სავსე იყო მკრტჩიანის ცხოვრება - უფრო კონკრეტულად კი საქმე ცოლისა და ვაჟის ავადმყოფობას ეხებოდა.


კადრი ფილმიდან "ჩვენი ბავშვობის ტანგო".

image

მიუხედავად თანდაყოლილი სამსახიობო ტალანტისა, ფრუნზე თავიდანვე ვერ მოხვდა კინოს სფეროში. ახალგაზრდობაში ქარხანაში მუშაობდა მხოლოდ იმიტომ, რომ უნივერსიტეტში სწავლისთვის ფული არ ჰქონდა. ფრუნზეს დედა ჭურჭლის მრეცხავი იყო, მამა კი - უბრალო მეტაბელე, რომელსაც ერთხელ ქურდობაზე წაასწრეს. მართალია, ქურდობა სიმბოლური იყო: ოჯახისთვის საჭმლის საყიდელი ფულის გამოსამუშავებლად უფროსმა მკრტიჩიანმა ქსოვილის მცირე ნაჭერი მოიპარა. მაგრამ ეს "დანაშაული" მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთად დაუჯდა.



კადრი ფილმიდან "ალი-ბაბასა და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი.

image

კადრი ფილმიდან "ოცდაცამეტი".

image

ქარხანაში რამდენიმე წლის სამსახურის შემდეგ, ფრუნზიკმა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა მიეღო სამსახიობო განათლება და 26 წლის ასაკში ერევნის ინსტიტუტი დაამთავრა. თავიდან მკრტჩიანი ეპიზოდურ როლში გადაიღო ალექსანდრე როუმ, რასაც მოჰყვა მიწვევა გიორგი დანელიასგან. ფილმი "ოცდაცამეტი" მაყურებელმა თბილად მიიღო, "მიმინომ" კი, საბჭოთა კინოს ოქროს ფინდში დაიდო ადგილი. მძღოლი ხაჩიკიანი ხალხის საყვარელი პერსონაჟი გახდა, მისი გამონათქვამები კი დღემდე მოარულ ფრაზებად არის ქცეული.

კადრი ფილმიდან "მიმინო"

image

კადრი ფილმიდან "მიმინო".

image

ფრუნზე კიდევ ერთ ლეგენდარულ რეჟისორთან, გაიდაისთან არის გადაღებული. "კავკასიელ ტყვე ქალში" მან მთავარი გმირის, ნინას ბიძის როლი შეასრულა.


კადრი ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი".

image


კადრი ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი".

image


აღსანიშნავია, რომ ამ გადაღებებში ფრუნზეის მეუღლე, დანარაც მონაწილეობდა. მსახიობი ბედნიერი იყო საყვარელ ცოლთან ერთად მუშაობით, მაგრამ გადაღებების ბოლოსთვის მოხდა ის, რამაც სიტუაცია საერთოდ შეცვალა.


დანარა მკრტჩიანი, ფრუნზიკ მკრტჩიანის მეუღლე. კადრი ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი".

image

თავიდან დანარას უსაფუძვლო ეჭვიანობა დაეწყო, და მხოლოდ ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ გახდა გასაგები, რომ ქალს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ექიმების განაჩენმა ფრუნზე მკრტჩიანი სრულიად გაანადგურა: მის მეუღლეს შიზოფრენია აღმოაჩნდა. გარკვეული დროს შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დაავადება მემკვიდრეობით გადაეცა მათ ვაჟსაც.


ამ ამბავმე სრულიად შეცვალა ფრუნზეს ცხოვრება. ძველი ნთუზიაზმი სრულიად გაუქრა, ფილმებში იშვიათად მონაწილეობდა. ამბობენ, ღამ-ამობით ხშირად დახეტიალებდა ქალაქში, რათა მარტო დარჩენილიყო საკკუთარ თავთავ და აზრებთან.

image

უკანასკნელი პროექტი რომლის მიმართაც ფრუნზემ ინტერესი გამოავლინა, ერევანში თეატრის ჩამოყალიბება იყო. ამ იდეამ თითქოს სულიერად გამოაღვიძა და მის სიცოცხლეს ახალი მიზანი შესძინა. მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება. 1994 წლის დასაწყისში მკრტჩიანი გულის შეტევით გარდაიცვალა. გავიდა რამდენიმე ხანი და თეტრმა მუშაობა დაიწყო...დამფუძნებლის გარეშე.


0
9853
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
9853
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0