საზოგადოება "ბრმების, ყრუების და ცუდი ადამიანების გასაგონად" - ინგა გრიგოლია "facebook" - ზე სტატუსს აქვეყნებს ( + ფოტოები ) 2017, 10 ოქტომბერი, 12:54 ![]() ორიოდე დღის წინ ქართული ჟურნალისტიკის ერთადერთმა თუ არა ერთ - ერთმა აქტიურმა და ცნობილმა სახემ ინგა გრიგოლიამ ქალიშვილის ქორწილი გადაიხადა, სადაც ქართული ბომონდის და ჟურნალისტების გარდა პოლიტიკოსებიც ( მათ შორის როგორც სახელისუფლებო პარტიიდან, ასევე ოპოზიციური პარტიებიდანაც ) მრავლად იმყოფებოდნენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტოებმა, სადაც "ქართული ოცნების" მოქმედი და უკვე ყოფილი პრემიერ - მინისტრები ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ, საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილში აღშფოთება გამოიწვია, რაც ფეისბუქზე გამოთქმულმა სტატუსებმა და ათასობით კომენტარებმა გვაუწყა.როგორც ვკითხულობთ, საზოგადოება აქაც ორ ნაწილად გაიყო - ერთნი ინგა გრიგოლიას შვილს ბედნიერებას უსურვებენ და მოუწოდებენ აღშფოთებულ ადამიანებს თავი შეიკავონ ამგვარი სიბინძურისაგან, მეორენი კი - პირდაპირ ბრალს დებენ ჟურნალისტს "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში. მაგალითად, როგორ ეხმაურება ირაკლი ზაქარეიშვილი ყოველივეს:Irakli Zakareishvili ყოფილი და მოქმედი პრემიერ მინისტრები, ასევე ყველა მინისტრის GDS მინისტრი - ერთად უჭახუნებენ ჭიქებს "დამოუკიდებელი ჟურნალისტის" ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილში. პროკურატურის პრესცენტრის ცოცხალ ფილიალთან მისალოცად რიგში დგანან ხელისუფლებისა და ოპოზიციის გრანდები, მეცნიერებისა და კულტურის კორიფეები! კაშკაშებს და ანათებს რეჟიმის პროჟექტორი!.. ბადრი პატარკაციშვილის, ბერეზოვსკის და გირგვლიანის ლოცვები ზეციური საქართველოდან თავზე ეფრქვევა "დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დედას"! მისალოცი ღაღადისით აღტყინებულან მისდამი ქრონიკული სიყვარულით გამსჭვალული კოლეგები და ლენჩი მოსა@ლეობა! ამაზე ბედნიერ ერს ვერ ნახავთ დედამიწის ზურგზე! – _P.S. "ტელევიზია @ლეობას - უჩვენებს მოსახლეობას!"– _______________ იმავე გვერდზე ვკითხულობთ: - " ყოველმხრივ დააფასეს "დამოუკიდებელი ჟურნალისტი." ![]() ![]() ![]() გრიგოლია, რომელსაც დამეთანხმებით ნამდვილად არ ცხელა ახლა საზოგადოების მაჯისცემას უსმინოს და თვალი ადევნოს, მაინც ახერხებს "ბრმების, ყრუების და ცუდი ადამიანების გასაგონად" ვრცელი სტატუსი მიუძღვნას მათ. აი, რას წერს ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 796 8-ს მოსწონს
|