საზოგადოება თუ თქვენი სასაპნე ხშირად ისვრება საპნის ნარჩენებით, ეს ხერხი გამოგადგებათ (+ ვიდეოინსტრუქცია) 2017, 5 ოქტომბერი, 20:29 დიასახლისების (ადა არა მხოლოდ დიასახლისების!) უმრავლესობას დიდ დისკომფორტს უქმნის მუდმივად გასარეცხი სასაპნე. არადა ბაზარზე არსებული თითქმის ყველა საპონი ძალიან მალე რბილდება, ლბება და სადებზე უსიამოვნო, წელვად, უფორმო ნარჩენებს ტოვებს. ამ ყველაფრის შედეგად კი ხშირად გვიწევს საპნის გამოცვლა და სასაპნის გაწმენდა. პირველი ზედმეტი თანხის, მეორე კი ზედმეტი დროის დახარჯვას იწვევს. ცხადია, ეს ყველაფერი არც თუ ისე სასიამოვნოა როგორც ოჯახის ბიუჯეტის, ასევე დიასახლისის ნერვებისთვის. ამიტომ, წარმოგიდგენთ ძალიან პრაქტიკულ, უჩვეულო, "ჭკვიან" სასაპნეს, რომლის დამზადებაც საკუთარი ხელით შეგიძლიათ. ასეთი სასაპნე თავიდან აგაცილებთ საპნის ნარჩენებთან დაკავშირებულ პრობლემას და საშუალებას მოგცემთ საპონიც ბოლომდე გამოიყენოთ. ამგვარი "ჭკვიანი" სასაპნის დასამზადებლად საჭიროა:
1. თუ ღრუბელი დიდია, გაჭერით ორად და მოუმრგვალეთ კიდეები (თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კუთხეებიანიც დატოვოთ). 2. დაადეთ საპონი და ფანქრით მოხაზეთ მისი ფორმა ღრუბლის ზედაპირზე. 3. საკანცელარიო დანით კონტურების მიხედვით ამოჭერით საპნის ადგილი. შემდეგ კი მაკრატლით ამოჭერით ჩაღრმავება. 4. "ჭკვიანი" სასაპნეც მზად არის! მოათავსეთ მასში საპონი და დარწმუნებული იყავით, რომ საპონი აღარც დალბება და აღარც უსიამოვოდ მოსვრის სასაპნეს. ესეც ვიდეოინსტრუქცია: ასევე დაგაინტერესებთ: 1. რომელია ყველაზე ეფექტური ჭურჭლის სარეცხი საშუალება - ტესტირების შედეგები 2. მყარი თუ თხევადი საპონი - რომელი ავირჩიოთ? 3. რომელი შამპუნია ყველაზე ეფექტური - რა აჩვენა ექსპერიმენტმა 4. რომელი კბილის პასტაა ყველაზე კარგი? - ტესტირების შედეგები 5. რატომ გვინაოჭდება კანი წყალში დიდხანს ყოფნის დროს და რაში გვეხმარება ეს? 6. რომელი სარეცხი ფხვნილია ყველაზე ტოქსიკური და ეფექტური - ექსპერტიზის შედეგები 7. "ემილიომანია" ანუ სახიფათოა თუ არა ბავშვისთვის სხვისი გართობის ვიდეოების ყურება 1089 7-ს მოსწონს
|