x
image
natia.a
რომელი შამპუნია ყველაზე ეფექტური - რა აჩვენა ექსპერიმენტმა

image
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე რამდენიმე დასახელების შამპუნი არ მოესინჯოს იდეალური თმის საბანი საშუალების ძიებაში. გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებული შამპუნის ლაბორატორიული ტესტირების შედეგებს. მათგან თითქმის ყველა საკმაოდ კარგადაა ქართველი მომხმარებლისთვის ცნობილი და ალბათ ერთ-ერთი მაინც ყველას გამოგვიყენებია. ტესტირება ჩაატარა პროდუქტების ტესტირებისა და შეფასების საიტმა ProductTest.


მაშ ასე, ვნახოთ, როგორია ტესტირების შედეგები: რომელი შამპუნი აღმოჩნდა ყველაზე მისაღები და რატომ.


Shamtu 100% მოცულობა
image

pH: 6, 3. рН ახლოსაა ნეიტრალურთან. განსხვავდება თავის კანის ბუნებრივი pH-სგან (4, 5—5, 5). ამგვარი рН-ის მქონე შამპუნი ეფექტურად აშორებს ცხიმს, მაგრამ ამავდროულად თმას ზედმეტად აფუებს, ამიტომ ნორმალური მოცულობის დასაბრუნებლად რეკომენდებულია დაბანის შემდეგ კოდიციონერის ხმარება. იგი პირველ რიგში გამოდგება ნორმალური და ცხიმიანი თმისთვის. თუ თქვენ მშრალი და ხშირი ღებვისგან დასუსტებული თმა გაქვთ, უმჯობესია შეარჩიოთ უფრო მჟავე გარემოს მქონე საშუალება.
image

ქაფწარმოქმნა: 4, 2 ქულა. შამპუნი კარგად ქაფდება. უკეთესი შედეგი წარმოდგენილი ბრენდებიდან აჩვენა მხოლოდ Syoss Volume Lift-მა.
image

დაბანის უნარი: 4, 5 ქულა. შამპუნი კარგად გაუმკლავდა დავალებას და თითქმის მთელი ხელოვნური ცხიმი ჩამობანა თმის ტესტირებულ ნიმუშებს.
image

შემადგენლობა. შამპუნის მთავარი საბანი კომპონენტი — ნატრიუმის ლაურეტსულფატი - საკმაოდ რბილი და ეფექტური ნივთიერებაა. მეორე საბანი კომპონენტი - კოკამიდოპროპილ ბეტაინი - საბავშვო შამპუნების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ამ შემადგენლობაში იგი თამაშობს დამატებითი მაკონდიცირებელი დანამატის როლს, რომელიც ასევე აუმჯობესებს ქაფწარმოქმნას. შამპუნის შემადგენლობაში შედის სილიკონიც, რომლის წყალობით თმა ადვილად ივარხნება და ბზინვარებას იძენს. ნატურალური კომპონენტებიდან ამ შამპუნის შემადგენლობაში არის ლეღვის ექსრაქტი, რომელიც ხელს უწყობს დატენიანებასა და ტენის შენარჩუნებას. კივისა და კუმკვატის ექსტრაქტი არბილებს და აუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას. შამპუნის შემადგენლობაში არის ასევე პოტენციური ალერგენები - არომატები, რომლებიც მართალია იშვიათად იწვევს რეაქციას, მაგრამ, თუ თქვენ მათზე ალერგია გაქვთ, მაშინ მის გამოყენებას უნდა მოერიდოთ. კონსერვანტების სახით დამატებულია მეთილიზოთიაზოლინონი და მეთილქლორიზო თიაზონინონი - გამაღიზიანებელი ნივთიერებები, რომლებიც შეილება არ იყოს მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის მისაღები.

2. Syoss Volume Lift
image

рН: 4, 7. სუსტმჟავიანი рН. ასეთი შამპუნი გამოდგება მშრალი და ხშირი შეღებვით დასუსტებული თმისთვის.
image

ქაფწარმოქმნა: 5 ქულა. შამპუნი ძალიან კარგად ქაფდება. ამ მხრივ მას ტესტირებული 5 შამპუნიდან საუკეთესო შედეგი აქვს.
image

დაბანის უნარი: 5 ქულა. შამპუნი შესანიშნავად უმკლავდება თმის გაწმენდას კანის ხელოვნური ცხიმისგან.
image

შემადგენლობა: წინა შამპუნის მსგავსად, აქაც ძირითადი კომპონენტი ნატრიუმის ლაურეტსულფატია - საკმაოდ რბილი და ეფექტური საშუალება. კოკამიდოპროპილ ბეტაინიც შედის ქაფწარმოქმნისა და კონდიცირების ეფექტისთვის. აქტიური კომპონენტებიდან შემადგენლობაში არის ჰიდროლიზებული კერატინი, რომელიც არბილებს და აუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას. პანტენოლი, ანუ პროვიტამინი В5 ტენის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არბილებს და ატენიანებს კანს. გარგარისა და აბუსალათინის ზეთი ატენიანებს და აძლიერებს თმას. შამპუნის შემადგენლობაში არის ასევე პოტენციური ალერგენები - არომატები, რომლებიც იშვიათად იწვევს რეაქციას, მაგრამ მაინც ყურადღება უნდა მიაქციონ მომატებული მგრძნობიარობის მქონე ადამიანებმა. კონსერვანტების სახით შამპუნში დამატებულია ფენოქსიეთანოლი, ჭიანჭველის მჟავა და ბენზილის სპირტი - მცირე კონცენტრაციით ესენი საკმაოდ უსაფრთხო ნივთიერებებია.

3. Garnier Fructis
image

рН: 5, 0. სუსტმჟავიანი рН. ოპტიმლაური рН ყველა ტიპის თმისთვის. ასეთი შამპუნი არ დააზიანებს და არ გამოაშრობს თმას, მაგრამ ცხიმიანი თმის მქონე ადამიანებს მისი მეორად წასმა მოუწევთ.
image


ქაფწარმოქმნა: 3, 0 ქულა. გამოკვლეულ საშუალებებს შორის ეს ყველაზე სუსტი შედეგია.
image
დაბანის უნარი: 4 ქულა. მართალია, შამპუნმა ხელვნურ ცხიმთან ბრძოლაში კარგი შედეგი აჩვენა, მაგრამ ეფექტურობით სხვა ტესტირებულ ნიმუშებს აშკარად ჩამოუვარდება.

image

შემადგენლობა: შამპუნის ძირითადი საბანი კომპონენტებია - ნატირუმის ლაურეტსულფატი და კოკამიდოპროპილ ბეტაინი, რომლებიც რბულად და ეფექტურად წმენდს თმას და თავის კანს. დანარჩენი ინგრედიენტები დამარბილებლები და დამხმარეებია, ამიტომ ეს საბანი საშუალება არც ისე კარგად ქაფდება. შამპუნში ძალიან ბევრი დამარბილებელი კომპონენტია. მცირე რაოდენობით დამატებულია სალიცილის მჟავა, რომელიც ქერტლს ებრძვის. მის შემადგენლობაშია ასევე სილიკონი - იგი თმას ბზინვარებას ანიჭებს და ადვილად დავარცხნადს ხდის. ნიაცინამიდი ანუ ვიტამინი В3, აუმჯობესებს თავის კანში სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს თმას. მცირე რაოდენობით გვხვდება ასევე ხილის ექსტრაქტები: შაქრის ლერწამი, რომელიც ატენიანებს თავის კანს და მოქმედებს ქერტლის საწინააღმდეგოდ; მწვანე ჩაის ექსტრაქტი, რომელსაც ანტიმიკრობული ეფექტი აქვს და ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც გვეხმარება; ლიმნის კანის ექსტრაქტი, რომელსაც ასევე ანტიმიკრობული ეფექტი აქვს და არ არის რეკომენდებული მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. კონსერვანტებად შამპუნში დამატებულია ბენზილის სპირტი და ნატიუმის ბენზოატი - საკმაოდ უსაფრთხო კომპონენტები. თუმცა შამპუნში არის ასევე დანამატები, რომლებიც პოტენციური ალერგენებია და შეიძლება არ გამოდგეს მგრძნობიარე კანისთვის.

4. Pantene Pro-V
image

рН: 6, 4. рН ახლოსაა ნეიტრალურთან. იგი ეფექტურად წმენდს, მაგრამ დაბანის შემდეგ საჭიროა კონდიციონერის გამოყენება, რათა აფუებული თმა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს, დატენიანდეს და ბზინვარება მიეცეს.
image

ქაფწარმოქმნა: 3, 2 ქულა. საშუალო შედეგი. მისი ქაფის წარმოქმნის უნარი უმნიშვნელოდ აჭარბებს Garnier Fructis-ს.
image

დაბანის უნარი: 5 ქულა. ხელოვნური ცხიმის წმენდაზე ტესტირებისას შამპუნმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა.
image

შემადგენლობა: შამპუნის ძირითადი შემადგენელი ნატრიუმის ლაურილ სულფატია. ეს მძიმე კომპონენტია, რომელიც სულ უფრო იშვიათად გამოიყენეა კოსმეტიკურ საშუალებებში თავისი გამაღიზიანებელი ეფექტის გამო. მოცემულ შამპუნში მას დამატებული აქვს ნატრიუმის ლაურეტსულფატი და კოკამიპროპილ ბეტაინი. შემადგენლობაშია ასევე სილიკონი - მაკონდიცირებელი დანამატი, რომელიც თმას ბზინვარებას აძლევს და ადვილად დავარცხნადს ხდის. პანთენოლი (პროვიტამინი В5)
და ეთილპანთენოლი - დამატენიანებელი კომპონენტებია. სამწუხაროდ აქაც გვხვდება პოტენციურად ალეტგენული ინგრედიენტები, რომლებიც მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს არ გამოადგებათ. მასში შემავალმა კონსერვატებმა - მეთილქლორიზოთიაზოლინონმა და მეთილიზოთიაზოლინონმა- შეიძლება მგრძნობიარე კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

Чистая Линия Фитотерапия
image

рН: 5, 3. ნაკლებმჟავიანი рН. ოპტიმალური рН ყველა ტიპის თმისთვის. კარგია მშრალი და დასუსტებული თმისთვის. მისი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია შეღებვის შემდეგ თმის აღსადგენად.
image

ქაფწარმოქმნა: 3, 8 ქულა. შამპუნი მოცემულ კვლევაში ტესტირებულ სხვა საშუალებებს ამ მხრივ ჩამუვარდება.
image

დაბანის უნარი: 4, 5 ქულა. შამპუნმა კარგად მოაშორა ხელოვნური ცხიმი.
image

შემადგენლობა: ძირითად საბან ინგრედენტად შამპუნში გამოყენებულია ნატრიუმის ლაურეტსულფატი, რომლსაც დამატებული აქვს სხვა საბანი საშუალებები ქაფწარმოქმნის, ტექსტურისადა მაკონდიცირებელი ეფექტის გასაძლიერებლად. მთავარი მცენარეული ინგრედიენტია ჭინჭრის ექსტრაქტი. იგი არბილებს თმას, აუმჯობესებს მის გარეგან იერს და ებრძვის თმის ცვენას. ქრისტესისხლა და ფარსმანდუკი - ბალახები, რომლებიც ქერტლის წინააღმდეგ მოქმედებს. გვირილისა და კრაზანას ექსტრაქტები ანთებსაწინააღმდეგო დანამატებია. შამპუნში გამოყენებულია რამდენიმე კონსერვანტი. ესენია საკმაოდ უსაფრთხო ფენოქსიეთანოლი და ბენზილის სპირტი. თუმცა არის ასევე შედარებით სახიფათო მეთილიზოთიაზოლინონი და მეთილქლორთიაზოლინონი, რომლებსაც შეუძლიათ მგრძნობიარე კანის გაღიზიანება. შამპუნი შეიცავს ასევე პოტენციურ ალერგენებს, რომლებმაც ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანებში შეიძლება რექცია გამოიწვიოს.

საბოლოო ჯამში, ამ შედეგებიდან გამომდინარე, მკვლევარებმა შეადგინეს რეიტინგი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

1. Чистая Линия Фитотерапия
2. Garnier Fructis
3. Syoss Volume Lift
4. Shamtu 1
5. Pantene Pro-V



თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კვლევის ფარგლებში არ მომხდარა მოცემული შამპუნების ადამიანზე გამოცდა. ტესტირება ემყარება მხოლოდ მოცემული თმის დასაბანი საშუალებების рН-ის, ქაფწარმოქმნისა და დაბანის უნარებისა და მწარმოებლის მიერ ეტიკეტზე დეკლარირებული შემადგენლობის ანალიზს.





0
23190
15-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
23190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0