თავის მოვლა 10 ჩვევა, რომელიც დაბერების პროცესს აჩქარებს - გაითვალისწინეთ! 2016, 3 ნოემბერი, 11:28 ის, თუ როგორ გამოვიყურებით ამ თუ იმ ასაკში, დიდწილად არის განპირობებული გენეტიკის მიერ. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი - ჩვენ თავად შეგვიძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ დაბერების პროცესებზე. ქვემოთ გესაუბრებით ათ ჩვევაზე, რომელიც თანდათანობით გვართმევს ახალგაზრდულ იერს და აჩქარებს დაბერებას. ასე რომ, გაითვალისწინეთ - უარის თქმა არასოდეს არის გვიან! 1. რაციონიდან ცხიმის სრულიად ამოღება ბევრი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით უფრთხილდება ფიგურას, შეცდომას უშვებს და რაციონიდან სრულიად იღებს ცხიმის შემცველ პროდუქტებს. ამგვარ დიეტას ზიანი მოაქვს როგორც მთელი ორგანიზმისთვის, ასევე კანისთვისაც, რომელიც სწრაფად ნაოჭდება. აუცილებელია დიეტაში ჩართოთ წითელი თევზი, თხილეული, არაჟანი და კარაქი. 2. სასმელის დალევა საწრუპი ჯოხის საშუალებით როცა სასმელს საწრუპიდან ვისრუტავთ, ტუჩები იკუმშება, რის გამოც პირის გარშემო ნაოჭების ფორმირება ხდება. იგივე ეხება სიგარეტის მოწევასაც (თუმცა სიგარეტი მთლიანად ცალკე თემაა!). 3. გვერდზე წოლა როცა გვერდზე ან მუცელზე ვწევართ, სახე ბალიშში გვაქვს ჩარგული. ეს ახდენს ლოყებსა და ნიკაპზე ნაოჭების ნაადრევი გაჩენის პროვოცირებას. თუ ძილის პოზებს კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მხრივ განვიხილავთ, საუკეთესო იქნება ზურგზე წოლა. 4. ზურგის იგნორირება როცა წამოწოლილი ვართ ან ვზივართ არასწორ მდგომარეობაში, ხერხემალი მრუდდება. კუნთებზე არათანაბარი დატვირთვა მოდის, რაც იწვევს ტკივილსა და დაღლილობას. ამას გარდა, სწორი ხერხემალი კარგი ფიგურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, გავლენას ახდენს სიარულის მანერაზე და მთლიანობაში ადამიანის გარეგნულ იერზე. 5. მზისგან თავის დაცვა მხოლოდ დასვენების დროს უტრაიისფერი სხივები კანის ნაადრევი დაბერების მთავარი მიზეზია. ამიტომ, საჭიროა სახის დღის კრემის არჩევა მზისგან დამცავი ფაქტორის გათვალისწინებით. ამგვარი კრემის გამოყენება აუცილებელია მოღრუბლული ამინდის დროსაც, რადგან, როგორც ვიცით, ღრუბელი ატმოსფეროში მოხვედრილი ულტრაიისფერი სხივების 80 %-ს ატარებს. 6. შენობის ზედმეტად გათბობა შენობის გათბობისას ჰაერი ძალიან შრება. ეს მაშინვე აისახება ჩვენს თმასა და კანზე, რომლებიც სწრაფად კარგავს ტენს. შეეცადეთ დაარეგულიროთ გათბობა იმგვარად, რომ სახლში იყოს ოდნავ სიგრილე, განსაკუთრებით საძინებელში. 7. მენიუდან შაქრის სრულიად გამორიცხვა დიდი რაოდენობით ტკბილი საზიანოა. მაგრამ სულიერი გაწონასწორებულობაც ხომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეალური ფიგურა. კარგ ხასიათზე ყოფნა კი, თავის მხრივ, სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამიტომ, დროგამოშვებით აუცილებელიც არის ტკბილის მირთმევა, თუმცა, გახსოვდეთ, რომ აქ მთავარი სიტყვა არის "დროგამოშვებით". 8. ტელევიზორის დიდხანს ყურება როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ტელევიზორის წინ ერთი საათის გატარება სიცოცხლეს ამოკლებს დაახლოებით 22 წუთით. იგივე ითქმის ინტერნეტსა და კომპიუტერზეც. ამიტომ, ყოველ ნახევარ საათში ადექით და გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები. 9. არასაკმარისი ძილი მოზრდილ ადამიანს სჭირდება დღეღამეში 7-8 საათი ძილი. როცა უფრო ნაკლები გვძინავს, ორგანიზმი ვერ ასწრებს ძალების აღდგენას - ეს კი აისახება შრომისუნარიანობის დაქვეითებასა და გარეგნობაში. სპეციალისტები გვირჩევენ დასაძინებლად დავწვეთ 22:00-23:00-საათზე. 10. სტრესი არასაკმარისი ორგანიზებულობის გამო ქრონიკული სტრესი სერიოზულ დარტყმას აყენებს უჯრედებს, რადგან ხელს უშლის მათ რეგენერაციას, რის გამოც ორგანიზმი სწრაფად ბერდება. ხშირად სტრესს ჩვენ თავად ვიწვევთ ჩვენივე არაორგანიზებულობის გამო. იმისათვის, რომ ნერვიულობა შევამციროთ, შევეცადოთ საქმეები მოვაგვაროთ დროულად და თავი ავარიდოთ ყველაფრის "ბოლო მომენტში" კეთებას. 247 9-ს მოსწონს
|