საზოგადოება ამერიკელი დედის პოსტი ფეისბუკზე 4 დღეში 400 000 –ჯერ გააზიარეს 2017, 4 ოქტომბერი, 17:31 ჯენა კესარდო რებერმანი, რომელიც ადრე არ გამოირჩეოდა სოციალურ ქსელებში აქტიურობით, მოულოდნელად ძალიან პოპულარული გახდა. მისმა სიტყვებმა 168 000 მოწონება დაიმსახურა. მისი ორი მცირეწლოვანი ბიჭი, ერთი სამი წლისა და მეორე 6 კვირის, ცოცხალი გადარჩნენ საზარელი ავტოავარიის შემდეგ. ამის შესახებ იყო მისი ემოციური პოსტი, სასწაულზე, რომელსაც საკმაოდ უბრალო ლოგიკური ახსნა აქვს. «მე არ მიყვარს ფეისბუკზე პირადულზე და ტრაგიკულზე წერა, მაგრამ ... აი რისთვის წვალობთ თქვენ, ბავშვების ავტოსავარძელზე დამაგრებისას ყოველი გამგზავრების წინ, მაშინ, როცა ბავშვები ტირიან, რადგან ქამრები არ მოსწონთ, რადგან ისინი უხერხულად აწვებიან მკერდს». ფოტო ორი, ავტოკატასტროფას გადარჩენილი საბავშვო ავტოსავარძლისა, დამსხვრეული ავტომანქანის ფონზე კომენტარს არ საჭიროებს. «გუშინ საბავშვო ბაღიდან სახლში ვბრუნდებოდით, გზად მაღაზიასთან გავჩერდით რძის საყიდლად. ამ დროს მეორე ავტომობილი დაგვეჯახა. ჩემი ბიჭები სასწაულებრივად გადარჩნენ, მხოლოდ განაკაწრები აქვთ. ექიმებმა მითხრეს, რომ ყველაფერი სხვანაირად დამთავრდებოდა, მე რომ ზედმეტი ორი წუთი არ დამეხარჯა ბავშვების სავარძელში ჩასმისა და დამაგრებისას». «ღმერთს მადლობა! მეც კარგად ვარ და ბავშვებიც, მთავარი კი ესაა». 1900 –1920 წლებში 100 მილიონიან ამერიკაში წელიწადში საშუალოდ 500 ადამიანი კვდებოდა ავტოავარიის შედეგად. ამ დროს ქალაქებში სიჩქარე იზღუდებოდა და მთავარი ქვეითად მოსიარულე იყო. ავტოსაგზაო შემთხვევებში დამნაშავე ყოველთვის მძღოლი ითვლებოდა, გარდა იმ შემთხვევების, როცა თვითმკველობა ხდებოდა. სიჩქარის შეზღუდვის გამო ავტოშეჯახებები არც ისე საშიში იყო, შემდგომში წესები შეიცვალა და სიკვდილიანობამაც მკვეთრად იმატა. პუბლიკაციის შემდეგ ჯენამ ბევრი კომენტარი მიიღო. შემდეგ მან დაამატა შემდეგი სიტყვები: «მე არ ველოდი, თუ ჩემ სიტყვებს ამდენი ნახვა ექნებოდა, მე მხოლოდ ახლობლებისა და მეგობრებისათვის დავწერე. იმედი მაქვს ჩვენი ამბავი ბევრს დააფიქრებს და გამგზავრებისას ბავშვებს მეტ ყურადღებას მიაქცევენ». 385 1-ს მოსწონს
|