x
image
ალექსანდრე ლექსო
ძაღლმა პატრონი სასიკვდილო დაავადებისგან იხსნა

დიდ ბრიტანეთში ძაღლმა პატრონის მკერდზე უმიზეზოდ ახტომა დაიწყო და სასიკვდილო ავადმყოფობისგან იხსნა. იტყობინება LancsLive.

image

კარენამ, 53 წლის ლანკაშირის ქალაქ ბლეკპულის მცხოვრებმა, თქვა, რომ მისმა იორკშირის ტერიერის ჯიშის ძაღლმა, სახელად ბელა ბუმ, უცნაურად ქცევა 2013 წელს დაიწყო. ადრე მას უყვარდა დიასახლისის ფეხებთან ძილი, მაგრამ მოულოდნელად კარენას მკერდზე აცოცება და წკმუტუნი დაიწყო. თუკი გააძევებდნენ, ცოტა ხნის შემდეგ ისევ ცდილობდა მკერდზე აძვრომას.

პატრონმა იფიქრა, რომ ძაღლი ავად გახდა, რადგან მისი ქცევა ძალიან შეიცვალა.„ბელამ მუდმივად მკერდზე ხტუნვა დამიწყო, ერთ დღესაც ტკივილი ვიგრძენი და ნატკენი ადგილი დავათვალიერე“, - იხსენებს ქალი. მან იმ ადგილზე სადაც ძაღლი ახტებოდა და მუწუკი იპოვა. კარენა მაშინვე მივიდა ექიმებთან, რომლებმაც დაადგინეს, რომ მას მკერდის კიბო ჰქონდა.

როგორც გაირკვა, მეტასტაზები უკვე გავრცელდა ლიმფურ კვანძებში. მიუხედავად ამისა, დაავადება საკმაოდ ადრეულ სტადიაზე გამოვლინდა და რამდენიმეწლიანი თერაპიის შემდეგ სრულიად განიკურნა. "როგორც კი სიმსივნე გაქრა, ძაღლმა მაშინვე შეწყვიტა უცნაურად ქცევა და ისევ ჩემს ფეხებთან დაიწყო ძილი", - თქვა ქალმა.


კარენა ძალიან მადლიერია თავისი ძაღლის და თვლის, რომ ეს გარდაცვლილმა დედამ შთააგონა ბელა ბუს, რადგან შინაურმა ცხოველმა სწორედ დედის დაბადების დღეზე დაიწყო უცნაური ქცევა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთმა ქალმა დიდი ბრიტანეთიდან ძაღლის წყალობით აღმოაჩინა, რომ მას კიბო ჰქონდა. ჩიჰუაჰუას ძაღლი პატრონს მუცელზე დაახტა, რის შემდეგაც მან ექიმთან მისვლა გადაწყვიტა.


0
233
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0