x
image
ალექსანდრე ლექსო
უცნაური სახლი
image

ერთი შეხედვით ამ სახლში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ჩვეულებრივი ორსართულიანი სახლის ფასადი პატარა აივნით. მაგრამ თუ შენობას გვერდიდან შემოვუვლით, ვნახავთ, რომ უკანა მხარეს კედლები არაა. მხოლოდ დიდი მიწის ბორცვია.


image
ეს უჩვეულო სახლი 2006 წელს, ამერიკის კლივლენდის შტატის ქალაქ კლინტონში კომპანია Formworks Buildings Inc.– მა დააპროექტა. რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სახლებს აშენებს. სახლების უმეტესობა მთლიანად ან ნაწილობრივ მიწის ქვეშაა მოქცეული. ეს ენერგოეფექტური ნაგებობა ნებისმიერ ამინდს გაუძლებს. მიწის ფენა ზემოდან 1 მეტრამდე სისქისაა, გვერდებზე კი 7, 5 მეტრს აღწევს. რითაც საუკეთესო იზოლაცია მიიღწევა.


image



image


300 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია 3 საძინებელი, სასტუმრო ოთახი, 2 აბაზანა, სამზარეულო, სასადილო და საკუჭნაო ოთახები. გვერდიდან კი სახლს გარაჟი აქვს ორი ავტომობილისათვის.


image


image


image
ამ სახლის ერთადერთ ნაკლად სახლის მფლობელები ბუნებრივი განათების დეფიციტს თვლიან. მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი მაღალ დონეზეა. კომუნალური ხარჯები დაახლოებით 90%– ით ნაკლებია ანალოგიური სიდიდის ჩვეულებრივ სახლებთან შედარებით. კომფორტული მიკროკლიმატის გამო სახლში ზამთარში თბილა, ზაფხულში კი სიგრილეა.


image


image
თანამედროვე არქიტექტორები სულ უფრო ხშირად აპროექტებენ ეკო–სახლებს. ასეთი მიწის ლანდშაფტს ინტეგრირებული სახლები ბევრს გააკვირვებს. თუმცა ძველად ჩვენთანაც, განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოში სულ მიწური სახლები იყო.

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0