x
image
ალექსანდრე ლექსო
იერუსალიმის სასამართლომ გააუქმა რუსეთის ფედერაციის უფლებების რეგისტრაცია ალექსანდრეს კომპლექსზე
ებრაული მედია ამტკიცებს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციას არ უკავშირდება... მოსამართლე მორდეჰაი კადურის თქმით, ასეთი საკითხები ექსკლუზიურად ქვეყნის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, იუწყება გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“.
image
ალექსანდრეს კომპლექსი იერუსალიმში უფლის საფლავთან ძალიან ახლოს მდებარეობს, მანძილი გოლგოთამდე 100 მეტრზე ნაკლებია, კომპლექსი მოიცავს პატარა მუზეუმს, წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესიას და რამდენიმე შენობას.

მიწა, რომელზედაც მდებარეობს ალექსანდრე კომპლექსი, შეძენილი იქნა იერუსალიმში რუსეთის კონსულის ძალისხმევით 1850-იანი წლების ბოლოს და განკუთვნილი იყო მასზე რუსეთის საკონსულოს ასაშენებლად.

ალექსანდრე კომპლექსზე რუსეთის ფედერაციის უფლებების ლეგალური რეგისტრაციის შესახებ ბრძანება გამოსცა პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 2015 წელს. რეგისტრაცია 2020 წელს განხორციელდა ისრაელის მოქალაქის ნაამა ისაჰარის გათავისუფლების შემდეგ, რომელიც მანამდე რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით იყო დაკავებული


ისრაელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იერუსალიმის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსანდრე კომპლექსზე რუსეთის უფლებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არანაირ კავშირში არ არის მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან და რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ სპეცოპერაციასთან.


რუსეთში კი ასეთი დამთხვევების არ სჯერათ. ებრაელები სამართლიანად შიშობენ, რომ მოსკოვმა შეიძლება მკაცრი რეაგირება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებაზე და "დამთხვევები" შეიძლება ამით არ დასრულდეს, რადგან კრემლმა შეიძლება დაიწყოს ისრაელის ინტერესების იგნორირება ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, ალექსანდრეს კომპლექსის გამო არ ღირს ებრაელებთან ურთიერთობის სერიოზულად გაფუჭება.

0
222
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0