x
image
ალექსანდრე ლექსო
როგორ ქორწინდებიან თანამედროვე პრინცები და პრინცესები
მეფური ქორწინებები კვლავაც ლამაზი და მდიდრული სანახაობაა, რომელიც ბევრის ყურადღებას იპყრობს.


1. დიდი ბრიტანეთი: პრინც უილიამისა და ქეთრინ მიდლტონის ქორწიება
image


უილიამისა და ქეითის ქორწინებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სამეფო YouTube-არხით. იგი 72 მილიონმა ადამიანმა ნახა. ქორწილში 1 900 სტუმარი იყო მიწვეული. დიადემა კი ქეითს თავად დედოფალმა ელისაბედმა მისცა.



2. მაროკო: პრინც მულაი რაშიდისა და უმ კელტუმ ბუფარესის ქორწინება
image



ქორწილი მაროკოს ტრადიციების გათვალისწინებით ჩატარდა და ორი დღე გაგრძელდა. ფოტოზე ახალდაქორწიებულები ნათესავებთან ერთად არიან.


3. გერმანია: ჰანოვერის პრინც ერნესტ ავგუსტისა და ეკატერინე მალიშევას ქორწიება
image
ბრიტანეთის მონარქების შთამომავლისა და რუსული წარმოშობის დიზაინერის ჯვრისწერა ჰანოვერის მთავარ ლუთერანულ ტაძარში ჩატარდა. ცერემონიის შემდეგ ახალდაქორწინებულები კარეტით ციხესიმაგრეში ოფიციალურ მიღებაზე გაემგზავრენ. ზეიმს არ ესწრებოდა პრინცის მამა, რომელიც ქორწინების წინააღმდეგი იყო.
4. ლუქსემბურგი: ხელმოწერის ცერემონია ლუქსემბურგის ჰერცოგის გიიომისა და გრაფინია სტეფანია დე ლანუასი



image

მიუხედავად იმისა, რომ საქმროც და საცოლეც არისტოკრატებია, მათ მაინც დაარღვიეს ტრადიცია და ხელმოწერა ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგების სასახლის ნაცვლად ქალაქის მერიის შენობაში ჩატარდა. ჯვრისწერა კი ტრადიციის სრული დაცვით მეორე დღეს შედგა.

5. ბრუნეი: პრინცესა ხაფიზი სურურულისა და მუჰამედ რუზაინის ქორწინება


image



პრინცესა ხაზიფა მსოფლიოში ერთერთი უმდიდრესი კაცის – ბრუნეის სულთანის ჰასანალა ბოლკიახის ქალიშვილია. ქორწინება 1700 ოთახიანი სასახლის სამეფო დარბაზში ჩატარდა და მრავალი დღე გაგრძელდა.



6. ბელგია: პრინც ამადეო ბელგიელისა და ელიზაბეტ მარია როსბოხ ფონ ვოლკენშტაინის ქორწინება.


image



ბელგიის მეფის ძმისშვილისა და იტალიელი არისტოკრატის ქორწილი რომში ჩატარდა. წყვილმა დალოცვა რომის პაპისგან მიიღო, ცერემონიას მრავალი სამეფო ოჯახების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




7. ბუტანი: ბუტანის მეფის ჯიგმე კხესარ ნამგიალ ვანგჩუკისა და ჯეცუნ პემას ქორწილი


ცერემონია ბუდისტური ტრადიციის მიხედვით ციხე–მონასტერ პუნაკხაძონგში ("დიდი ბედნიერების სასახლე") ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი ზეიმი გაიმართა.
8. შვედეთი: კრონპრინცესა ვიქტორიასა და დანიელ ვესტლინგის ქორწილი


კრონპრინცესა ვიქტორიასა და მისი პირადი ფიტნეს მწვრთნელის ქორწილი ისეთი გრანდიოზული იყო, რომ ის პრინცი ჩარლისა და პრინცესა დიანას სამეფო ქორწილსაც კი შეადარეს. ბევრი შვედეთის მოქალაქე უკმაყოფილო იყო ასეთი ხარჯებით. მაგრამ ეკონომიაც იყო – დედოფალს 150 წლის ფატა ეხურა.
9. იორდანია: პრინც ალი ბინისა და რიმ ბრახიმის ქორწილი

ქორწილი იორდანიის მეფის აბდალა II –ს სასახლეში ჩატარდა. დედოფალი CNN – ის ყოფილი ჟურნალისტი და გაეროს წარმომადგენლის ქალიშვილია.
10. ავსტრია: ერცჰერცოგ კრისტოფისა და ადელაიდა დრაპ–ფრიშის ქორწილი


ქორწინება დედოფლის სამშობლოში საფრანგეთში ჩატარდა.


როგორც ხედავთ სამეფო ოჯახები ყველაზე მეტად იცავენ ქორწინების ჩატარების ტრადიციებს. გაქვთ სურვილი დაესწროთ ასეთ ცერემონიებს? რა აზრის ხართ საქართველოში მონარქიის აღდგენაზე?

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0