საზოგადოება სიახლე – უსაფრთხოების ბალიში ველომრბოლელთათვის 2017, 8 ოქტომბერი, 13:50 კომპანია ჰევდინგმა (Нovding) შვედეთიდან, მსოფლიოში პირველმა, შეიმუშავა უსაფრთხოების ბალიშები ველომრბოლელთა და ველომოყვარულთათვის.
უსაფრთხოების ბალიში საყელოშია ჩამალული, რომელსაც ველომრბოლელი იკეთებს. ჩამონტაჟებული სენსორები წამში 200 – ჯერ ააანალიზებენ მოძრაობის მსვლელობას. დაცემის, შეჯახების ან სხვა რაიმე საშიშროებისას საყელო ელვისებურად იხსნება და მუზარადად გადაიქცევა, რომელიც იცავს როგორც თავის ქალას ასევე კისერსაც. ფირმის სპეციალისტები სტატისტიკას აწარმოებდნენ: მათი მონაცემებით, სიახლის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ მოწყობილობამ 1000 – ჯერ იმოქმედა, შემთხვევებში, რომელიც პოტენციურად სასიკვდილოდ ითვლება. ფრედერიკ კარლინგი, ფირმის დირექტორი: “სტენფორდის უნივერსიტეტის ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი საყელო 8 – ჯერ უფრო იცავს ადამიანს, ვიდრე ჩვეულებრივი ჩაფხუტი”. ფირმამ უკვე გაყიდა 30 000 ცალი უსაფრთხოების საყელო ევროპასა და იაპონიაში. 5 2-ს მოსწონს
|