საზოგადოება ექიმის ფოტო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა და ბევრს რწმენა დაუბრუნა 2017, 14 სექტემბერი, 16:58 ეს საოცრად ამაღელვებელი ფოტო ორიოდე წლის წინ გამოჩნდა, ინტერნეტში გამოქვეყნებისთანავე ნამდვილ ჰიტად იქცა და მილიონობით მომხმარებლის გული დაიპყრო. ფოტოზე ასახულია ტრაგიკული მომენტის ძალიან ემოციური კადრი: სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც ვერაფრით ეგუება 19 წლის პაციენტის სიკვდილს. ექიმი, რომელმაც საკუთარი უძლურება იგრძნო, ვეღარ მოერია ემოციებს, გავიდა მოშორებით, ხელით მოაჯირს დაეყრდნო და ჩაიმუხლა. ფოტო გადაიღო ექიმის მეწყვილემ. მანვე განაცხადა, რომ კოლეგა მთელი ძალით ცდილობდა 19 წლის ბიჭისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ფოტო არაერთ სამედიცინო ჟურნალში იქნა გამოქვეყნებული. და წარმოულდგენლად პოპლარული გახდა. ჟურნალისტებმა შეძლეს ფოტოზე ასახული ექიმის პოვნა და მასთან გასაუბრება: " ვცდილობდი გადამერჩინა, ვცდილობდი მანამ, სანამ არ მოკვდა. მაშინ გარეთ გავედი, ჩავიმუხლე და ავტირდი, შემდეგ კი ავდექი და ისევ შევედი შიგნით. შევეცადე თავი ხელში ამეყვანა და უკეთ გავმხდარიყავი, რათა სხვებს დავხმარებოდი უკეთ გახდომაში." რა საჭიროა ძველი ფოტოს ხელახლა ამოტივტივებაო - იკითხავს ვიღაც. იქნებ მართალიც არის. მაგრამ ექიმების მხრიდან გულგრილობა დღეს განსაკუთრებით თვალშისაცემია, რაც საზოგადოებაში მთლიანად ამ სფეროსადმი უნდობლობას იწვევს. მაგრამ, საბედნიეროდ, მაინც არსებობენ ექიმები, რომლებიც პროფესიონალიზმთან ერთად ნამდვილი ადამიანებიც არიან და არ ღირს ყველაფრის განზოგადება... ასევე დაგაინტერესებთ: 1. ახალგაზრდა ექთნის ამ სიტყვებმა მთელი ინტერნეტი შეძრა! 2. ქირურგის ამ წერილმა მსოფლიო შეძრა - აი, რა ხდება დღეს საავადმყოფოებში! 3. შვედი პოლიციელის ამ სიტყვებმა მთელი მსოფლიო შეძრა - ეთანხმებით? 4. ჩაძინებული მამაკაცის ამ ფოტომ მთელი ინტერნეტი მოიარა - დააკვირდით სად სძინავს! 5. ჩაძინებული გოგონას ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით მის ხელს! 6. პოლიციელის ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით რატომ ზის მიწაზე! 7. ექიმის ამ ფოტომ მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა - დააკვირდით! 734 8-ს მოსწონს
|