სხვა ჩაძინებული მამაკაცის ამ ფოტომ მთელი ინტერნეტი მოიარა - დააკვირდით სად სძინავს! 2017, 23 იანვარი, 14:40 კარგი მამობა - ეს არც თუ ისე ადვილია, თუმცა მამაკაცი, რომელიც ქვემოთ მოცემულ ფოტოზეა აღბეჭდილი სწორედ ასეთია. მორიგეობიდან დაბრუნებულმა ანდრე პალმერმა უფროსი გოგონა საბავშვო ბაღიდან სახლში მიიყვანა და მაშინვე საავადმყოფოში გაქანდა - ცოლთან და პატარა ვაჟიშვილთან. როცა ანდრე საავადმყოფოს იმ პალატაში შევიდა, სადაც მისი პატარა ბიჭი იწვა სამკურნალოდ, დაინახა, რომ ცოლს, ემის, სკამზე ჩასძინებოდა, ბიჭუნას კი თავის საწოლზე ტკბილად ეძინა. იმის ნაცვლად, რომ საავადმყოფოს პერსონალისთვის სავარძელი ეთხოვა (აშკარა იყო, ამით ცოლ-შვილს გააღვიძებდა), ანდრემ დასასვენებლად სხვა ადგილი არჩია. როცა ემიმ გაიღვიძა, დაინახა, რომ საყვარელი მეუღლე მოკუნტულიყო და ბიჭუნას საწოლის ქვეშ, პირდაპირ ცივ კაფელზე ჩასძინებოდა. ქალმა ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა კომენტარით: "ეს არის ფოტო მოსიყვარულე მამისა, რომელიც მხოლოდ საკუთარ ოჯახზე ფიქრობს. სამი დღე-ღამე გადაბმულად მორიგეობის შემდეგ მოვიდა თავის ბიჭთან, რომელიც საავადმყოფოში იწვა. აშკარაა, რომ არაქათგამოცლილი იყო. ვფიქრობ, ის მსოფლიოში საუკეთესო მამაა. სიტყვებით ვერც გამოვხატავ, როგორ ძლიერ მიყვარხარ." ასევე დაგაინტერესებთ: 1. ექიმის ამ ფოტომ მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა - დააკვირდით! 2. პოლიციელის ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით რატომ ზის მიწაზე! 3. ჩაძინებული გოგონას ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით მის ხელს! 4. სახალისო ამბავი, რომელიც ორ დღეში ინტერნეტჰიტად იქცა 5. იცით რისთვის გამოიყენება ეს საგანი? - მორიგი თავსატეხი, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა! 2341 5-ს მოსწონს 1-ს არა
|