სხვა ექიმის ამ ფოტომ მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა - დააკვირდით! 2016, 12 დეკემბერი, 11:40 ეს ფოტო ერთმა მექსიკელმა ბლოგერმა განათავსა ინტერნეტში და მკაცრი კომენტარი დაურთო. იგი ამბობდა, რომ აღშფოთებული იყო ექიმის საქციელით, რომელსაც, ახალგაზრდა კრიტიკოსის თქმით, სამუშაო ადგილზე ეძინა იმის მაგივრად, რომ თავისი პირდაპირი მოვალეობა შეესრულებინა. ფოტოს სოციალურ ქსელში აურაცხელი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა, რომლებიც ფლეშ-მობში გადაიზარდა, სახელწოდებით "მეც ჩამეძინა". მთელი მსოფლიოს ექიმებმა ატვირთეს თავიანთი ფოტოები, რომლებზეც ასახული იყო, როგორ ძინავთ სამუშაო ადგილზე. სძინავთ არა იმიტომ, რომ სამუშაო მოვალეობების იგნორირებას ახდენენ, არამედ პირიქით, იმის გამო, რომ ზედმეტად იტვირთებიან და იქანცებიან. სხვათა შორის, ფოტო, რომელიც ბლოგერმა განათავსა და მაგიდაზე ჩაძინებული ექიმი ასე მკაცრად გააკრიტიკა, ღამის 3 საათზეა გადაღებული. ავტორის აზრით, ექიმები უნდა მუშაობდნენ, კი არ უნდა ეძინოთ. იგი წერს: "ამ დროს ხომ უამრავ ადამიანს სჭირდება დახმარება!" საპასუხოდ ხუან კარლოსმა, მექსიკელმა ექიმმაც გააზიარა თავისი, ფოტო, კომენტარით :"მეც ჩამეძინა". კარლოსს სხვებიც შეუერთდნენ. ექიმები თავდაუზოგავად შრომობენ სხვების სიცოცხლეის გადასარჩენად... ზოგიერთი მათგანის მორიგეობა 36, ზოგჯერ კი 80 საათსაც კი გრძელდება! ცხადია, ამგვარი სამუშაო ადამიანის შესაძლებლობების ზღვარზეა... როგორ ფიქრობთ, არის თუ არა სამართლიანი ექიმის გაკიცხვა იმის გამო, რომ ღამის 3 საათზე მაგიდაზე თავდადებულს ჩაეძინა? ასევე დაგაინტერესებთ: რატომ არის ექიმის ხალათი თეთრი და რაში ეხმარება ეს ფერი პაციენტებს - ის, რასაც ვერასოდეს იფიქრებდით! რატომ აცვიათ ქირურგებს ლურჯი ან მწვანე ფორმა - დაფიქრებულხართ? ახალგაზრდა ექთნის ამ სიტყვებმა მთელი ინტერნეტი შეძრა! „დაორსულება როგორ ვერ გაიგეთ, მარტო იყავით?“ - ქართველი ექიმების "მარგალიტები" 8744 7-ს მოსწონს
|