x
image
natia.a
„დაორსულება როგორ ვერ გაიგეთ, მარტო იყავით?“ - ქართველი ექიმების "მარგალიტები"
imageსაყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ექიმებს იუმორის განსაკუთრებული გრძნობა აქვთ და ხშირად ისეთ სიტუაციებზეც ხუმრობენ, რომლებიც ჩვეულებრივ, ადამიანებისთვის სასაცილო სულაც არ არის. თუმცა ამ ყველაფერს სხვა თვალითაც უნდა შევხედოთ, მათ ხომ გამუდმებით სტრესულ სიტუაციებში უწევთ ცხოვრება და იუმორი ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი დამხმარეა. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, აკა სინჯიკაშვილმა სახალისო პოსტი გამოაქვეყნა ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმების შესახებ. როგორც თავად აღნიშნავს, აღნიშნულ საავადმყოფოში იგი სიკვდილს გადაარჩინეს, თუმცა იმ ღამით ექიმებისგანაც და პაციენტებისგანაც ნამდვილი "მარგალიტები" მოისმინა:


"წუხელ ღუდუშაურის ექიმებმა სიკვდილს გადამარჩინეს და ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მათი მთელ ღამეში ერთმანეთთან გადაძახილები მაინც უნდა დავდო.



"წამლის ფულს არ გადავიხდიო და არყის ფული ხო ქონდა."


"ქალბატონო დაორსულება როგორ ვერ გაიგეთ, მარტო იყავით?"



" არ ჩამიფსიათქო გითხარი ექიმო და თუ გინდა მისვით მაინც ხელი"


" მაგას რო გახადეს, მე სანახავი ვნახე, ღმერთიც ვეღარ გამაკვირვებს სასწაულით."


" რომელი ხელიც არ აქვს იქედან დაუდექი და ვეღარ მოგიფათურებს."


" ექიმო არ მოვკვდე თორემ დედას მოგიტ**ავთ"


"რა ლამაზი გოგოა და რა ჭამა ამდენი, სამჯერ ქნა ერთ საათში"


" გინეკოლოგი არ მოსულა ქალბატონო და მე არ მინდა ნანახი მაქვს"


" შემიშვით ბიჭოო ჩემი ოცლარიანი აქვს ჯიბეში"


" ამ საწოლზე ვინმე ხომ არ მომკვდარა?"


" შანსი არ არის ღამე პაციენტი მოიყვანონ და დაბანილი იყოს რა, წამწიწკნა ცხვირი ამ უპატრონომ."

1
6898
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6898
  
2016, 8 ნოემბერი, 22:34
ამ ყველაფერს იწერდით ? :DDDDD
0 1 1