x
image
natia.a
ამ 5 ტანსაცმელს უბედურება მოაქვს - მოიშორეთ ისინი თავიდან!

image
ადამიანის განწყობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის გარემოზე, ახლობლებთან ურთიერთობაზე, მოკლევადიან სიამოვნებებზე (როგორიცაა დლლით ყავის მირთმევა ან ახალი ვარცხნილობა). თუმცა, არის მომენტები, როცა თითქოსდა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაც მაინც გვიფუჭებს ხასიათს. სწორედ ამ დროს უნდა გავიხსენოთ, რომ შესაძლოა, უგუნებობის მიზეზი გარემომცველ საგნებშია.


დიდი ხანია ცნობილია, რომ საგნები, რომლებიც ჩვენს გარშემოა, შეიძლება დადებითი ან უარყოფითი ენერგიით იყოს დამუხტული. მიუხედავად იმისა, თან ვატარებთ მათ თუ კარადაში ვინახავთ, ნივთები შეიძლება არც თუ ისე უწყინარნი აღმოჩნდნენ. ქვემოთ ვისაუბრებთ იმ ხუთ ნივთზე, რომლებსაც განსაკუთრებით უარყოფითი აურის შექმნა და თქვენი ენერგეტიკის გამოცლა შეუძლია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მათი თავიდან მოშორება.


1. გარდაცვლილის ნივთები


image


გარდაცვლილი ადამიანის კუთვნილი სამოსი უნდა დაიწვას, მიუხედავად იმისა, რამდენად ძვირფასი იყო ეს ადამიანი თქვენთვის ან რამდენად ახალი თუ ძვირია მისი დატოვებული სამოსი. გაჩუქების შემთხვევაშიც კი, გარდაცვლილი ადამიანის ნივთები კარგს არაფერს მოგიტანთ არც თქვენ და არც მას, ვისაც აჩუქებთ.

თუმცა ეს არ ეხება ოჯახურ ძვირფასეულობას. მათი ენერგეტიკა შეიძლება გაიწმინდოს წყაროს წყლის ან სპეციალური ლოცვების საშუალებით.
2. ნივთები და სამოსი, რომლებშიც რაღაც უბედურება შეგემთხვათ


image

ჯერ აუცილებელია განვსაზღვროთ რას ნიშნავს უბედურება. წვრილ-წვრილი უსიამოვნებები თითქმის ყოველდღე ხდება ჩვენს ცხოვრებაში: ვაგვიანებთ სამსახურში, ვკამათობთ ან ვჩხუბობთ ახლობლებთან, გვიფუჭდება მანქანა. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც წვრილმანია. მოცემულ კონტექსტში უბედურებას ეკუთვნის ისეთი მოვლენები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე გაგვახსენებს თავს და ყოველ ჯერზე გულისტკენას გამოიწვევს. ასეთებია, ავადმყოფობები, ახლობლის დაკარგვა, ავტოშემთხვევა. სამოსი, რომელიც ამ დღეს გვეცვა, უარყოფთ ენერგეტიკას იკრებს. ასე რომ, თუ ქვეცნობიერად გრძნობთ, რომ ესა თუ ის ნივთი - ტანსაცმელი იქნება ეს, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი, უსიამოვნო გრძნობას გიღვივებთ, თავიდან მოიშორეთ იგი.


3. უხერხული ფეხსაცმელი


image

აღმოსავლურ სიბრძნეს თუ დავუჯერებთ, დიდხანს სიცოცხლე მთლიანად ტერფების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. შეიძლება მართლა დავეთანხმოთ ამ მტკიცებას, თუ გავიხსენებთ, როგორ შვებას გვგვრის უხერხული ფეხსაცმლის გახდა. ფეხსაცმელი, რომელიც გვიჭერს, თუნდაც ყველაზე მოდური და ძვირადღირებული, შლის ჩვენს ენერგეტიკას. თუ დღის მანძილზე უსიამოვნებები თავს არ განებებთ, დაიხედეთ ფეხებზე: ხომ არ ატარებთ ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც გართმევთ ძალას და დადებით ენერგიას?

4. ფერთა გამა


image

შესაძლოა მოსაწყენი და უჟმური ფერები პოპულარულიც იყოს, მაგრამ ირგვლივ მთლიანად ასეთი ფერები მაინც არ უნდა შემოვიკრიბოთ. ცხადია, კლასიკური ფერები ყოველთვის მოდურია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება მათი გამოცოცხლება ნათელი აქსესუარით. თუ დადებითი ემოციების მიღება გსურთ, გაიფერადეთ ცხოვრება ნათელი ფერებით ან ყვავილებით.

5. მეორადი ტანსაცმელი


image

ბევრი ბავშვი იზრდება უფროსი დედმამიშვილების გამონაცვალ ტანსაცმელში და ამით არაფერი მოსდის. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ შემთხვევაშიმ მთავარია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ტანსაცმელი უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელს არ ეკუთვნოდა. ცნობილია შემთხვევები, როცა მეორადი ტანსაცმლის ყიდვის შემდეგ ადამიანებს მკვეთრად გაუუარესდათ განწყობა ან ჯანმრთელობა. ამიტომ ე.წ. "სექენდ ჰენდში" შეძენილი ტანსაცმელი ძალიან სარისკოა, რადგან არასოდეს ვიცით, როგორი ადამიანი იყო მისი ადრინდელი მფლობელი. ბიოენერეგეტიკოსების კვლევების თანახმად, ტანსაცმელი განსაკუთრებით კარგად "იმახსოვრებს" ინფორმაციას, ამიტომ უმჯობესია შევიძინოთ იაფი და არაბრენდული, მაგრამ მაინც ახალი ტანსაცმელი.


ასევე უნდა იცოდეთ:

1. საგნები, რომელთა ჩუქებაც არ შეიძლება - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

image

2. არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

3. თუ თქვენ ძალიან პატარა სამზარეულო გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

4. ტანსაცმელი, რომელიც მინიმუმ 5 კილოს მოგაკლებთ - ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

image

5. 10 საგანი, რომელსაც სახლში წარუმატებლობა მოაქვს - მოიშორეთ ისინი!

image





1
1626
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1626
  
2018, 13 ივნისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1