x
image
ვიზა კოხაძე
" ჩვენ მივხვდით, რომ გვაქვს გრძნობები ერთმანეთის მიმართ" - ადრიანა ლიმას სექსუალურმა და ვნებიანმა ფოტოებმა სოციალური მედია დაიპყრო ( + ბევრი ფოტო )
image"ვიქტორია სეკრეტის" ერთ - ერთი სერიოზული სახე და ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა საზოგადოებისა და თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო.არა ერთხელ წერდნენ მოდელის გულრწფელ სიყვარულზე და ოჯახურ ჰარმონიაზე როგორც მოდის კრიტიკოსები, ასევე ყვითელი პრესის წარმომადგენლები. იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა ცნობილი კალათბურთელის გვერდით, მაგრამ.....

ჯერ კიდევ სამი თვის წინ ვარსკვლავმა ინსტაგრამზე 34 წლის თურქი მსახიობის მეთინ ჰარას ფოტო გამოაქვეყნა და ატვირთულ ფოტოს ასეთი შინაარსის სტატუსი მიუძღვნა: - " მე დავიცავ ჩემს ბედნიერებას და სიყვარულს".

imageროგორც წყარო წერს, ადრიანა ლიმა ამჟამად ახალი რომანით არის გატაცებული და წყვილი შვებულებას თურქეთის უმშვენიერეს სანაპიროზე, კონკრეტულად კი ბოდრუმში ატარებენ.36 წლის მოდელი პაპარაცებმა დილით ზღვაში შეამჩნიეს ძვირადღირებულ იახტაზე ბოიფრენდ მეთინ ჰარასთან ერთად რომანტიკული ღამის შემდეგ.ადრიანა გამოიყურებოდა როგორც ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ორად გაყოფილი საცურაო კოსტუმით და მისმა სხეულმა აბსოლუტურად ყველა მოაჯადოვა.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილი შვებულებას მეთინის მშობლიურ ქვეყანაში ატარებს და მათი სასიყვარულო ურთიერთობა ჯერ კიდევ დასაწყის ფაზაშია.როგორც მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ჯერ კივ ივნისის დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთში და სწორედ აქედან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია: - " ჩვენ მივხვდით, რომ გვაქვს გრძნობები ერთმანეთის მიმართ" - აცხადებს მეთინი.

როგორც ვიცით, სუპერმოდელი დაქორწინებული იყო სერბ კალათბურთელზე მარკო ჯარიკოზე, რომელთანაც ვარსკვლავს ორი შვილი - შვიდი წლის ვალენტინა და ოთხი წლის სიენა ჰყავს. მათი ქორწინება გასული წლის სექტემბერში დასრულდა. ცნობისათვის, ქმართან განშორების შემდეგ მოდელმა ურთიერთობა გააბა რამდენიმე თვის გაცნობილ ინგლისელ ვარსკვლავზე ჯულიან ედელმანზე, რომელიც თებერვლის თვეში დაასრულა.


წყვილი პაპარაცებმა რომანტიკული ღამის შემდეგ თურქულ თევზის რესტორანში სახელწოდებით "Мемедоф" დააფიქსირეს.imageimageimageდღეს კი ისინი ბოდრუმის უმშვენიერეს სანაპიროზე სეირნობენ და სიყვარულით ტკბებიან - წერს dailymail.
image


0
643
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0