x
image
ვიზა კოხაძე
ვინ იფიქრებდა, რომ რუსი სუპერმოდელი მეწყვილის გარეშე გამოჩნდებოდა პაპარაცებთან

imageჯერ კიდევ გუშინ წერდა ყვითელი პრესა და სოციალური მედია მათი ვნებიანი და თავაწყვეტილი სიყვარულის შესახებ, თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი და როგორ ატარებდნენ დროს ერთად. საუბარია რუს სუპერმოდელე ირინა შეიკზე და ჰოლივუდის ვარსკვლავ ბრედლი კუპერზე, რომელთაც რამდენიმე წლის წინ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ. რუსული მედია დღეს აქტიურად განიხილავს წყვილს შორის არსებულ უთანხმოებას და წერს; - " ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა შენიშნეს ახალგაზრდა დედა ირინა შეიკი თავის ოთხი თვის გოგონასთან ლეისთან ერთად ბევერლი ჰილზე, სადაც მოდელი შოპინგობდა.მასთან ერთად არ იყო არც ძიძა, არც სამშობლოდან ჩაყვანილი დედა, რომლებიც მოდელს შვილის გაზრდაში ეხმარებოდნენ და არც მოსიყვარულე ქმარი, რომელმაც დასაწყისშივე აღუთქვა ირინას, რომ მუდამ ცოლ - შვილის გვერდით გაატარებდა თავისუფალ დროს.ფოტოგრაფების არა ერთი მცდელობისა, მაინც ვერ შეძლეს გოგონას სახის დაჭერა, რადგან მას დედამ "პილიონკა გადააფარა".ეს ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც მოდელის გულშემატკივრების მკაცრი განხილვა გამოიწვია.კომენტარებში ფანების გულისწყრომა ბრედლი კუპერის არაადექვატურ საქციელს უკავშირდება, რომ ვარსკვლავი მამა ცოლ - შვილთან ერთად არ გადაადგილდება. ბრედლი კუპერი ცოტა ხნის წინ გაემგზავრა უიმბლდონის ტენისის საერთაშორისო ტურნირზე ირინას გარეშე და სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც არ ჩნდება საყვარელი ქალის და შვილის გვერდით არც შოპინგებზე, არც გასართობ პარკებში თუ სუპერმარკეტებში.არა და ადრე ცნობილი მშობლები ერთად ასეირნებდნენ პატარა ქალიშვილს და რომ იტყვიან ცივ ნიავსაც არ აკარებდნენ მას, არა თუ პაპარაცებს.ეს არის ერთადერთი ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში მოხვდა და რომელმაც ასეთი რეაქცია გამოიწვია" - წერს rambler.image

0
276
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0