x
image
ვიზა კოხაძე
ოლიგარქებმა შვილებს ქორწილი ჰოლივუდის "დელბის" თეატრში ანუ იგივე "ოსკარის სახლში" გადაუხადეს ( + ბევრი ფოტო )
imageდღეს როგორც იტყვიან, მთელი რუსეთის ელიტარული საზოგადოება, ყვითელი პრესა და ბეჭდვითი მედია მხოლოდ და მხოლოდ ამ გრანდიოზულ და ეპიკურ ქორწილზე საუბრობს, რომელიც შაბათს 1 ივლისს გაიმართა ჰოლივუდის ბულვარში. როგორც არა ერთი რუსული თუ ბრიტანული საიტი გვაცნობებს, მილიარდელი ოლიგარქების შვილების ქორწილი 10 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა, აქედან კი ნახევარი მილიონი მარტო ყვავილებში და ლედი გაგას გადაუხადეს.imageimageimageimageimageimageლოს ანჟელესში ცნობილი რუსი ენერგო მაგნატის ელდარ ოსმანოვას ქალიშვილის ლოლიტა ოსმანოვასა და გაზპრომის მაგნატის ალბერტ ავდოლიანის ვაჟის გასპარის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. წყვილმა ჰოლივუდის ოლიმპიური " დელბის" თეატრი აირჩია - ანუ იგივე ოსკარის სახლი, სადაც არა ერთხელ გრემის ჯილდოს მფლობელი ლედი გაგა იყო წარმოდგენილი.კლასიკური მევიოლინეების რიგები, ათასობით სანთლები და რაც ყველაზე მთავარია, 500 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ცოცხალი ყვავილების ულამაზესი გვირგვინები.imageimageimageimageვერ ვიტყვით, რომ რუსმა ოლიგარქმა რეკორდი მოხსნა და ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი გადაუხადა საკუთარ შვილს ( გასულ წელს რეკორდი მოხსნა ასევე რუსმა მაგნატმა საიდ გუცერიევმა, რომლის ქორწილზე მსოფლიო პრესა საუბრობდა და რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით ოლიგარქს 1 მილიარდი ამერიკული დოლარი დაუჯდა. გავრცელებული ინფორმაციით ქორწილი ორი თვე გრძელდებოდა და მსოფლიოს ვარსკვლავები: ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, ელტონ ჯონი და ენრიკე იგლესიესი მღეროდნენ).

თუმცა მაინც მოახერხა წყვილმა საზოგადოების ცნობილი სახეების განცვიფრება. მაგალითად ქსენია სობჩაკი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ყველაფერი გაუგია, მაგრამ ქორწილი ოსკარის თეატრალურ დარბაზში შოკია, რასაც მოსკოვის ცნობილი ტელეწამყვანი ანდრეი მალახოვიც ეთანხმება.მოკლედ, ორი დღეა რუსეთი ამ ქორწილზე ლაპარაკობს - წერს DailyMail .imageimageსტუმრებს შორის იყვნენ რუსული შოუ - ბიზნესის სახეები: სვეტლანა ლობოდა, ნიკალაი ბასკოვი და სტას მიხაილოვი.ახალგაზრდა წყვილი გასპარი და ლოლიტა გამოიყურებიან, როგორც
"настоящие победители в жизни".

პატარძლის კაბა ისეთი იყო, როგორც ოსკარის ერთ - ერთი საუკეთესო ნომინანტის.

პ.ს. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტს ამ დღესასწაულით საზოგადოების განცვიფრებას - მაშინ სავარაუდოდ აწი ქორწინება მარსზე უნდა აღინიშნოს.imageimageimageimage






0
251
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0