x
image
ალექსანდრე ლექსო
მშობელთა ჩვევები, რომელთა გამო შვილი ძუნწი იზრდება
"რატომ ხარ ასეთი ძუნწი?", "ნუთუ არ გეცოდება?", "ამდენი რად გინდა, ღორი ხომ არა ხარ?" – ასეთ შეკითხვებს ბავშვებს ხშირად ვუსვამთ, მაგრამ მათზე პასუხი ჩვენს ქმედებებში უნდა ვეძებოთ.


ახლავე მიეცი!


image


ჩვენ გვგონია, რომ ბავშვებში გულკეთილობას ვაღვივებთ, როცა ვაიძულებთ მისი სათამაშოები სხვასაც გაუყოს. სინამდვილეში ასეთი ზეწოლა ბავშვს აიძულებს ისე დაიცვას საკუთარი ნივთი, თითქოს მის წართმევას მთელი ჯარი აპირებდეს.


ასეთი შედეგი რომ არ მივიღოთ, ეცადეთ:

. არ ვაიძულოთ 4 წლამდე (მას არ შეუძლია გაიგოს, თუ რატომ უნდა მისცეს საკუთარი ნივთი სხვას)

. არ ვაიძულოთ გასცეს საყვარელი სათამაშო, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასია.

. არ ვაიძულოთ გასცეს ისეთ ბავშვზე, რომელიც თქვენს შვილს არ მოსწონს.


რაშიც მე ჩაგისხამ, იქედან დალევ!


image
ჩვენ ხანდახან ყურადღებას არ ვაქცევთ, თუ როგორ არის "მიჯაჭვული" ბავშვი ამა თუ იმ ნივთზე.

არ ვაჯენთ მის სკამზე, არ ვუსხამთ კომპოტს მის ჭიქაში, არ ვაწვენთ მის საყვარელ ყვავილებიან ბალიშისპირზე. ამით ბავშვში ვაღვივებთ სურვილს კბილებით დაიცვას საყვარელი ნივთები.

. ნუ დაიზარებთ ჩაუსხათ მის საყვარელ "ყვავილებიან ჭიქაში"

. დაე სხვები ნუ გამოიყენებენ ამ "ყვავილებიან ჭიქას"

. ყველა ბავშვს აქვს თავისი საყვარელი ნივთი.


ითამაშე მარტომ


image


ასეა თუ ისე ბავშვს სჭირდება თანატოლებთან ურთიერთობა, ისე ვერ გაიგებს რატომ არის საჭირო თავისი სხვას გაუყოს.

. თუ ბავშვი საბავშვო ბაღში არ დადის, აუცილებლად გაიყვანეთ თანატოლებთან ერთად სასეირნოდ, წაიყვანეთ სტუმრად სხვა ბავშვებთან, ატარეთ საბავშვო დღესასწაულებზე.


ეს მას მაინც არ სჭირდება


image


მშობლები შეცდომით ფიქრობენ, რომ კარგად იციან თუ რომელი ნივთები სჭირდება მათ ბავშვს, და რომელი არა. ამიტომ სხვებს აძლევენ სათამაშოებსა და ტანსაცმელს, ისე რომ ამაზე საკუთარი ბავშვისგან ნებართვას არ იღებენ. ამის გამო ბავშვი აქტიურად ცდილობს დაიცვას უფლება საკუთრებაზე.

. ბავშვის ნივთები ნებართვის აუღებლად არ გასცეთ და მზად იყავით უარი მიიღოთ

. აუხსენით ბავშვს, რომ არსებობენ სხვა ბავშვები, რომელთაც ეს ნივთები არა აქვთ და ძალიან სჭირდებათ. აგრეთვე იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვისთვის დახმარების გაწევა.




0
258
4-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0