x
image
natia.a
როგორი ერთჯერადი ჭიქით არ შეიძლება ალკოჰოლის დალევა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
image

არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ერთჯერადი ჭურჭელის გამოჩენამ ადამიანებს საქმე საგრძნობლად გაუადვილა. ეს განსაკუთრებით საგრძნობია პიკნიკებისა და წვეულებების დროს. მათი არც გარეცხვაა საჭირო და არც დამსხვრევის გვეშინია. ფასიც საკმაოდ ხელსაყრელი აქვს და კომპაქტურიცაა - ამგვარი ჭურჭლის 20 კაციანი ნაკრები ერთ პატარა ჩანთაშიც ადვილად მოთავსდება, მითუმეტეს, რომ პლასტმასის ჭურჭელს წონაც ძალიან მცირე აქვს.

მაგრამ შეიძლება თუ არა ალკოჰოლური სასმელების დალევა მსგავსი ჭიქებიდან?

როცა ადამიანები ყიდულობენ, მაგალითად, რძის პროდუქტებს, აუცილებლად კითხულობენ მოხმარების ვადას; ნახევარფაბრიკატების, მაგალითად ხინკლისა ან პელმენების ყიდვისას აუცილებელად ვაკვირდებით შემადგენლობას; ხოლო პლასტმასის ჭიქების შეძენისას ცოტას თუ მოსდის აზრად დააკვირდეს მასზე არსებულ მარკირებას: რა საჭიროა - მას ხომ საკვებად არ ვიყენებთ...

ეს კი დიდი შეცდომაა!


image

აუცილებელია ვიცოდეთ, რისგან არის დამზადებული ჭურჭელი. მაგალითად, თუ პლასტმასის ჭურჭლის ძირზე დატანილია ლათინური ასოები PP, ეს ნიშნავს, რომ იგი დამზადებულია პილოპროპილენისგან. ეს მასალა მშვენივრად იტანს 150 გრადუსამდე ტემპერატურას - ესე იგი, პილოპროპილენისგან დამზადებული ჭიქები შეგვიძლია მშვიდად გამოვიყენოთ ცხელი სასმელებისთვის.

ამგვარი ჭურჭელი მიკროტალღურ ღუმელში რაიმეს გასაცხელებლადაც კი შეიძლება გამოვიყენოთ. მაგრამ ალკოჰოლის შემცველი სითხის ამგვარ ჭიქებში ჩასხმას კი უმჯობესია მოვერიდოთ: პილოპროპილენი სპირტთან კონტაქტისას იწყებს ფორმალდეჰიდისა და ფენოლის გამოყოფას - ნივთიერებებისა, რომლებიც ღვიძლსა და თირკმელებს აზიარებს, დიდი რაოდენობით კი შეუძლია მხედველობის დაკარგვაც კი გამოიწვიოს.
image

თუ ჭურჭლის ძირზე დატანილია ასოები PS, ესე იგი ის დამზადებულია პოლისტიროლისგან. ასეთი ჭიქები კარგია ცივი წვენებისთვის, ლიმონათებისა და სხვა გამაგრილებელი არაალკოჰოლური სასმელებისთვის. ცხელი ჩაის ჩასხმა კი მათში რეკომენდებული არ არის: 70 გრადუსზე პოლისტიროლისგან გამოყოფას იწყებს ტოქსიკური სტიროლი, რომელსაც, ორგანიზმში დაგროვებისას, შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.
image

თუმცა, მეორე მხრივ, ცხელ ჩაის ან ყავას მსგავს ჭიქებში ვერც ჩავასხამთ, რადგან თავად ჭიქა არ მოგვცემს ამის საშუალებას და მაღალი ტემპერატურის მოქმედებით დეფორმირდება. ხოლო თუ ამგვარი ჭიქაში ალკოჰოლს ჩავასხამთ, არანაირი ვიზუალური ეფექტი არ ექნება, სამაგიეროდ, არავიზუალური უარყოფითი გავლენა ექნება ჩვენს ორგანიზმზე: სპირტის ზემოქმედებით დაიწყება იგივე პოლისტიპოლის გამოყოფა.

თუ პლასტმასის ძირზე არ არის არანაირი მარკირება დატანილი, მისი გამოყენება ნებისმიერი სასმელის ჩასასხმელად საერთოდ არ ღირს - ვინ იცის რისგან არის დამზადებული.

გვრჩება რამდენიმე ალტერნატივა:


image

ტრადიციული მრავალჯერადი ჭურჭელი;


სპეციალურად ტურისტებისთვის განკუთვნილი დასაკეცი ჭიქები, რომლებსაც, როგორც წესი, უჟანგავი ფოლადისგან ამზადებენ და სპირტის მოხვედრისას ტოქსიკური არაფერი არ გამოიყოფა;


და ქაღალდის ერთჯერადი ჭიქები - ისინი პლასტმასის ჭურჭლის მსგავსად მსუბუქი და იაფია, სამაგიეროდ, აბსოლუტურად უსაფრთხოა ყველანაირი სასმელის გამოყენებისთვის.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. თუ თქვენ პლასტმასის ჭურჭელს იყენებთ, აუცილებლად დააკვირდით ამ წარწერას! - ეს ბევრმა არ იცის!

image


2. რომელი ნაყინია ყველაზე ნატურალური - რა აჩვენა ექსპერტიზამ

image


3. გააკეთეთ ეს ალკოჰოლის დალევის წინ და ნაბახუსევი აღარ შეგაწუხებთ - ეს ბევრმა არ იცის!

image


4. იცით რას ნიშნავს პროდუქტის ეტიკეტზე "გახსნილი ქილის" სიმბოლო? - გაითვალისწინეთ!

image


5. იცით რას ნიშნავს პროდუქტებზე ეს ნიშანი? - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image






0
1154
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0