x
image
ვიზა კოხაძე
" მე ოჯახში პატარა ჯეკი კენედი მყავს" - ვინ შეიძინა ჟაკლინ კენედის უძვირფასესი საათი?

imageახლახანს გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის ვინ შეიძინა ამერიკის ყოფილი პირველი ლედის ჟაკლინ კენედი - ონასის ძვირადღირებული საათი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. აუქციონის წყაროს ინფორმაციით, ლეგენდარული პირველი ლედის სუპერძვირადღირებული საათი სავარაუდოდ 120 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა, მაგრამ კიმ კარდაშიანის ოჯახთან დაახლოებული ანონიმური პირი საიდუმლოს ამჟღავნებს და ამბობს, რომ " კარტიეს" საათში კიმმა 379 500 ამერიკული დოლარი გადაიხადა. საათზე ამოტვიფრულია "Stas to Jackie 23 Feb. 63 2:05 am to 9:35 pm", საიდანაც ირკვევა, რომ 1963 წლის 23 თებერვალს მოხდა ამ უძვირფასესი ნივთის ჩუქება.

image

არასოდეს მობეზრდება ადამიანს ამ ქალი - ლეგენდის შესახებ წერა და არც მე ვარ გამონაკლისი. ცოტა რამ ჯეკის შესახებ: ჟაკლინ ლი "ჯეკი" ბუვიე კენედი ონასისი - პირველი ქორწინებიდან გვარი კენედი, მეორე ქორწინებიდან კი ონასისი, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც " ჯეკი", ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალბატონი 1961 - 1963 წლებში, ჯონ კენედის მეუღლე. მათი თანაცხოვრება დასრულდა დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს, როცა პრეზიდენტი მოკლეს.image

შეუდარებელი ჟაკლინ კენედი და ოდიოზური მაჩო ( ანუ არისტოტელე ონასისი ), იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. რომანს, რომელიც მართლმადიდებლური წესით შესრულებული ჯვრისწერით დასრულდა, ძნელად უწოდებდით დიდ სიყვარულს – ორივეს თავისებური ანგარება ამოძრავებდა. ჟაკლინმა ქორწილის დასრულებისთანავე, 3 მილიონი დოლარი, ბერძენმა მაგნატმა კი - საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი და ამაღლებული რეიტინგი მიიღო. ისეთი ყურადღების ღირსი, როგორიც ამ ორმა ადამიანმა მსოფლიოსგან მიიქცია, გასული საუკუნის წყვილებს შორის იშვიათად გამხდარა ვინმე.image

რაც შეეხება მთავარ თემას, კიმ კარდაშიანმა საათი ქალიშვილისთვის შეიძინა და ამ ისტორიულ ფაქტს უწოდა: - " მე არაფერი არ მეკუთვნის, გარდა იმისა, რომ ოჯახში პატარა ჯეკი კენედი მყავს".რატომაც არა, მაშინ როცა კარდაშიანი - უესტის სახელს არა ერთი ბიზნესი უკავშირდება.კარდაშიანის თითოეული წამოწყებული პროექტი ყოველთვის ხმაურიანი და მომგებიანია და არც მისი გამოშვებული კოსმეტიკა გახდა გამონაკლისი.კიმმა ახალი კონტურინგის საშუალებები შექმნა, რომელიც გაყიდვაში გუშინ გავიდა და ერთ დღეში მას 14 მილიონი დოლარი მოუტანა. "KKW Beauty" -ს კოსმეტიკის ბაზარზე გამოსვლისას 300 ათასი შეკვრა სულ რამდენიმე წუთში გაიყიდა. ერთი ცალი კომპლექტის ფასი 48 დოლარია.შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კიმ კარდაშიანმა კაილი ჯენერთან ერთად ტუჩსაცხების კომპლექტიც გამოუშვა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს.

image

0
206
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0